Time skip...
ქეთი's POV:
გამარჯობა, ქეთევან ჩუბინიძე, თექვსმეტი წლის, ქუთაისიდან. ვცხოვრობ სოფელში, საკმაოდ რთულია ყოველ დღე მარშუტით სიარული, მაგრამ სკოლა, სამსახური, სხვა რა გზა მაქვს. რაც მშობლები გარდაიცვალნენ მიწევს ჩემი ძმისთვის მე ვიშრომო. ალბათ, იფიქრებთ, ნუთუ პირიქით არ უნდა იყოსო? მაგრამ მე მინდოდა რომ ჩემს ძმას ესწავლა, მე კიდევ მაქვს დრო, ის კიდევ წელს აბარებს და ამ შანსს ვერ წავართმევდი. მასწავლებლებს შევეშვი, სამწუხაროდ ასე მომიწია, ლამის გამომეტირა ჩემი საყვარელი მათემატიკის მასწავლებელი, მაგრამ რა ვქნა, ორივესას ვერ გადავიხდი, თანაც დრო არ მაქვს. სკოლაში ვარ და ვგრძნობ როგორ მეზიზღება აქაურობა და როგორ ვეზიზღები აქაურობას, უცებ ჩემმა საყვარელმა მასწავლებელმა კლასში შემომძახა
- ქეთევან!
- დიახ, გოჩა მას.
- მინდა ისევ იყო ჩემი მოსწავლე, არ გახვიდე ჩემგან.
- რა ვქნა, მას, არ შემიძლია სიარული, ჯერ მხოლოდ ის რომ საკმარისი თანხა არ მაქვს, მერე ის რომ დრო არ მაქვს.
- თანხაზე არ იჯავრო, არ მინდა, მომავალში, ვიცი, დამიბრუნებ ამ სიკეთეს, მხოლოდ იარე და არ დაანებო თავი.
- მას, ამხელა ვალზე როგორ დაგთანხმდეთ?
- ეგ სიტყვა არ გაიმეორო, ისე მიიღე ჩემი წინადადება, როგორც შენი მშობლის. კარგი გოგო ხარ და ძალიან გთხოვ, არ შეეშვა შენს მიზნებს.
- მაგრამ...
- არავითარი მაგრამ, თუ ამას არ მიიღებ, ძალიან მეწყინება.
- მადლობა, მას. აუცილებლად ვეცდები დრო გამოვნახო და თუ მეცადინეობით ვერ მოვასწარი, აქ მაინც დაგესწროთ.
- ძალიან კარგი, ესეიგი შევთახმდით.
- დიახ.
- ჩემს შვილს ვეტყვი და სადაც მუშაობ კონსპექტებს მოგიტანს, რაც გავიარეთ.
- მადლობა, იცით სად ვმუშაობ?
- დიახ, ვიცი, რამდენჯერმე მოგკარი თვალი.
- კარგით, მადლობა, ნახვამდის.ძალიან მიხარია, რომ ჩემი საყვარელი მასწავლებლის საყვარელი მოსწავლე ვარ. ერთი პატარა ფაქტი გამომრჩა ჩემ შესახებ, მე ჩემი საყვარელი მასწავლებლის შვილი მომწონს. დიახ, სწორად გაიგეთ, ის მტარვალი ახალგაზრდა, სახელად ბასილი. არ იკითხოთ ეს სახელი საიდან შეარჩიეს, არც მე ვიცი.
YOU ARE READING
ბედის ვარსკვლავის ბრალია
Romanceბედნიერებიდან სასოწარკვეთამდე... და ისევ ბედნიერებისკენ გზის ძიება .... 11.07.2022