4.

5 0 0
                                    

ტკივილი, ტკივილი, ტკივილი. საშინლად დავიღალე. გუშინ ჩემი მშობლების ორმოცი იყო, მანამ ყოველ ღამით ვტიროდი, ახლა არ ვიცი როგორ ვარ. სულ მგონია, რომ დილით ისევ დედა გამაღვიძებს, მამა გამაწვალებს ახალ გაღვიძებულზე, ბედნიერ ბებოს დავინახავ, მაგრამ ეს ყველაფერი არ ხდება. თურმე არც ისე მარტივია სხვისი ტკივილი, ზოგჯერ საკუთარზე უფრო მძიმე. ლუკა სწავლობს, მასწავლებლებმა მასაც შეუმცირეს გადასახადი. მე კიდევ ერთი მოსწავლე ავიყვანე, ვფიქრობ ეს უკეთესია, ვიდრე კაფეში მუშაობა, მაგრამ ორივე მჭირდება. მეგი ნებას მრთავს ზოგჯერ კაფეში დავრჩე, მაშინ როცა სახლში წასვლის თავი არ მაქვს. ძალიან დავიღალე, აღარაფერი მინდა...

- ქეთო! - მიძახის მეგი და ფიქრებიდან გამოვყავარ.
- დილამშვიდობის.
- რას შვები? - შემომცინა.
- სკოლაში მივდივარ, ორზე მოვალ.
- წარმატებები, ჩემო პატარა. - გულში ჩამიკრა.
მშობლების შემდეგ ამ ადამიანს ვაყენებ, საოცრებაა.

სკოლა... სკოლა... მგონი მეთერთმეტე კლასი ყველაზე ცუდია. მასწავლებლებს ვეცოდები, ამას ვხედავ, არც ვღიზიანდები, მეც შემეცოდებოდა ვინმე ჩემნაირი. უბრალოდ ზოგჯერ ზედმეტი მოსდით. მათემატიკას რაც შეეხება, არ ყოფილა მარტივი თან სწავლა თან მუშაობა.

- რას შვები? - შემოდის ჩემს კლასში ანიკა.
- რავი, ანო, შენ?
- შენზე ვნერვიულობ. - მოდის და მეხუტება.
- როგორ მომენატრები ხოლმე, ნეტა იცოდე. - მეც ძლიერ ვეხვევი და ტირილს ვიწყებ.
- ჩემო პატარა, - შუბლზე მკოცნის, - იტირე, იქნებ უფრო მოგეშვას, არც კი ვიცი როგორ დაგამშვიდო.
- კარგად ვარ. - ჩახუტებული ვეუბნები. - რას შვები? სწავლობ? ნერვიულობ გამოცდებზე?
- რავიცი, კი, ცოტას.
- ანო, ჩემი ძმა რას შვება? - რეპეტიტორებთან ერთად დადიან, კლასელები არიან და ჩემი საუკეთესო მეგობარია.
- რავი, ქეთი, ვერ ვიტყოდი, რომ ბევრს შრომობს. - ყოყმანით მითხრა მან, - ან შეიძლება უბრალოდ არ აჩვენებს რომ იცის.
- დღეს სახლში მივდივარ და დაველაპარაკები, მეც ვამჩნევ, რომ ისე კარგად აღარ არის.
- ბუნებრივია ეგ მდგომარეობა.
- ჰო, მაგრამ ხომ შეუძლია ოდნავ მოინდომოს? ის გადარჩა და ვალდებულია იცოცხლოს, მხოლოდ სუნთქვა საქმეს არ შველის.
- კაი, ქეთ, წავე და ბევრს ნუ ინერვიულებ რა. - კიდევ ერთხელ მომეხვია და შუბლზე მაკოცა.
- აჰა, კარგად, ახლა მეც მათემატიკა მაქვს.
- ოჰოო, ვინ უნდა ვნახოთო... - თვალი ჩამიკრა, რა თქმა უნდა, მან ხომ ყველაფერი იცის.
- გოჩიკო. - მეც თვალი ჩავუკარი და ხელი დავუქნიე.

ბედის ვარსკვლავის ბრალიაWhere stories live. Discover now