XVIII

224 16 7
                                    


ერთი დღის შემდეგ:

დღეს ჩანს წერენ . ეტლი შემოაგორეს და ჩანი შიგ ჩასვეს . გული მიკვდება ასე რომ ვხედავ.  ჩანს შევხედე და საკმაოდ უემოციოდ იყო .

მე: ჩან კარგად ხარ?

ჩანი: კი კი

ყველა გავიდა და ჩანთა დავრჩი . პატარა ჩანთა ტანსაცმლის ავიღე . გამომართვა და ფეხებზე დაიდო

ჩანი: მაინც ვერ ვგრძნობ

მივედი და კარები გავაღე . მივტრიალდი ჩანის უკან დავდექი და ეტლით გამოვიყვანე  . მანქანამდე მივიყვანე და იქიდან მანქანაში გადავსვი. ჩემს გვერდით იჯდა მე საჭესთან დავჯექი . უცებ ჩაბმა ხელი მომკიდა . მეც არ შევეწინააღმდეგე

ჩანი: გთხოვ ნელა იარე

მე: კი კი რათქმაუნდა

სახლამდე მივედით და ჩანი ეტლში ჩავსვი და სახლში შევიყვანე

მე: გშია?

ჩანი: კი კი თან მგელივით

და დაიყმუვლა . არ მესმის ასეთი მხიარული როგორაა

მეც სიცილი ავტეხე და ჩანს შევხედე ფეხებს დაშტერებოდა . მივედი და ფეხებზე ხელები დავალაგე და ჩავიმუხლე .
ცალი ხელით ნიკაპი ავაწევინე და თვალებში შევხედე

მე:მომისმინე აუცილებლად გაივლი. გესმის ? აუცილებლად . მე გპირდები . ახლა კი გაიღიმე .

მივედი და ცხვირზე ვაკოცე . გამოვტრიალდით და წვნიანს მივუბრუნდი. ჩანს გავხედე და დებილივით იცინოდა .

მე: რა გაცინებს?

ჩანი: არაფერიიიი

მე: მოდი ჭამე მზადაა

ჩანი: მოვგორავ

და ეტლით შემოვიდა ერთი სკამი იქით გაწია და თვითონ იქ დადგა

მე: ჩან სკამი

ჩანი: არმინდა მე ჩემით ვარ

მეც თავი დავუქნიე . ჭამა დავიწყეთ და ჩანის რაღაცნაირი სახე ქონდა

მე: ჩან არ მოგწონს?

ჩანი: არა...

მე: კარგი მითხარი რა მოგიმზადოო

ჩანი: პიცა .

მე: ამდენი ხანია არაფერი გიჭამია ნორმალურად და პიცააა . არა ამას შეჭამ ბოლომდე . სამკურნალოა .

ჩანი: აუუ არ მინდა რა ..

და პატარა ბავშვივით დაიწყო ცქმუტვა . თან საწყალი თვალებით მიყურებდა .

მე:კარგი ხო

გამოვიძახე ეს პიცა და მივაწოდე და თვალის დახამხამებაში გააქრო

მე: წამოდი ფილმს ვუყუროთ . ჩანის ოთახში დიდი პროექტორი აქვს და იქ ვაყურებინებ

ავედით და ჩანი საწოლზე გადავაწვინე . მივედი და ფილმის არჩევა დავიწყე

მე: ჩან რა ფილმი გინდა?

ჩანი: ტიტანიკი

მე: კარგი იყოს ტიტანიკი

ჩავრთე და ჩანის გვერდით მივიწიე . ხელი დამტაცა და მიმიხუტა

ჩანი: გთხოვ რა არაფერი თქვა

მე: არც ვაპირებ

ერთი საათი და ჩანის თავს ვგრძნობ თავზე ავხედე და ჩამოსძინებია . სხვა გზა არაა უნდა გამოვუცვალო .

ზემოდან მაიკა გავხადე და ვაიმე პრესები . სხვა გზა არაა უნდა ქვემოდანაც გავხადო . სპორტული შარვალი გავხადე და შავი შორტი რაც ბალიშის ქვემოთ ედო ჩავაცვი

გვერდით მივუწექი და ჩავეხუტე. მანაც ხელები მომხვია და დავიძინეთ .

ღმერთო რატომ მაინც და მაინც ჩანი . ის ხომ ასეთი კეთილია . ერთი სურვილი მაქვს მინდა რომ ჩანმა კვლავ გაიაროს

......................................................

ახალი თავი დღეს კიდევ ერთი იქნებაა

ხალხო კომენტარები და გთხოვთ დამაფოლოვეთ

ნახევარძმა ( დასრულებული)حيث تعيش القصص. اكتشف الآن