ჩემს პასუხზე ჩაიცინა და ჩემი დაკვირვება განაგრძო, მაღიზიანებს იმისდამიუხედავად რომ ძალიან მომენატრა ყოველთვის ესე ვიყავი ადრეც და ახლაც. თვალებს ვატრიალებ და დივანზე ვჯდები ბავშვები ათას კითხვას მისვამენ ყველა რაღაცას მეკითხება გარდა ერთისა სასაცილოა ის ფაქტი რომ ყველასთან მქონდა კონტაქტი გარდა ერთისა და ის ერთი ხმას არ იღებს ვითომ დამივიწყა აღარ ვაინტერესებ? მის აქ ნახვას არ ველოდი ვიცოდი რომ ერთხელაც მომიწევდა მასთან შეხვედრა მაგრამ აქ და ამ სიტუაციაში თუ მოხდებოდა არმეგონა.ემოციურ შეხვედრას არც ველოდი ორივე არსდროს გამოვხატავდით ჩვენს ემოციებს ყოველთვის უსიტყვოდ ვუგებდით ერთმანეთს და დამეფიცება ვგრძნობ რომ მოვენატრე. ნატალია ჩვენს თითოეულ მოძრაობას დაძაბული აკვირდება ის ხომ ერთადერთია ვინც იცის რა მოხდა...
მთელი საღამო მის მზერას ვგრძნობდი რამოდენიმეჯერ მეც გავხედე და ირონიული ღიმილი შემაგება, უკვე 12 საათი ხდებოდა მე კი ფრენისგან და ემოცებისგან გადაღლილი ერთადერთი რაც მსურდა ძილი იყო... სახლში წასვლა გადავწყვიტე ბავშვებმა კარამდე გამაცილეს თითოეულს დავემშვიდობე. დუდა არ ჩანდა ჩავთვალე რომ ჩემთან დამშვიდობება არ გადაწყვიტა და გავტრიალდი. დაღლილობის მიუხედავად სახლში ფეხით მისვლა გადავწყვიტე თან დავიწყებულ თბილისის ქუჩებს ვნახავდი. უბანს ახალი გაცილებული ვიყავი რომ ვიგრძენი ვიღაც მომყვებოდა მაგრამ თქვენგან გასაკვირად საერთოდ არ შემშინებია რადგან მისი სურნელი ვიგრძენი შეიძლება ფსიქოპატად ჩამთვალოთ ადამიანს რომ სურნელით ვგრძნობ მაგრამ ყოველთვის ესე ვიყავი ნებისმიერი ადამიანისგან გამორჩევა შემიძლია მისი სურნელით...
გვერდით ამომიდგა და გზა ისე გავაგრძელეთ
- სუნამო არ შეგიცვლია.. ვუთხარი მე
-შენ კი ისევ ისე მცნობ მხოლოდ სურნელით როგორც ადრე. გავხედე და ჩამეცინა
YOU ARE READING
დავიწყებული
Romanceიმედი მაქვს აქტივი ამ ისტორიას მაინც მოყვება რომ მოტივაცია მქონდეს გასაგრძელებლად... angel is here