მარია

4 0 0
                                    

სამშაბათი დღეც დადგა... როგორც იქნა მეორე სამსახურის გასაუბრებაზე უნდა წავსულიყავი...
საწოლიდან ისევ წუწუნით გავიღვიძე რათქამაუნდა.. რომ ცხოვრება უსამართლოა , რომ ადამიანებს უნდა ეძინოთ, რომ ამდენს არ უნდა მუშაობდნენ.
-იქნებ ერთ დილას მოვესწრო მარია რომ შენი უკმაყოფილება არ გავიგოთ( შემომძახა გაბრაზებული ხმით დედაჩემმა)
- დედა.... ხომ იცი ისე არ შემიძლია
- გაიღვიძა მამას პრინცესამ? თბილი სახით შემოიჭყიტა მამამ
- კი მამიკო და გასაუბრებისთვის ვემზადები
- ჩემი ჭკვიანი გოგო, მშვიდობით იყავი, მიყვარხარ
- მეც მიყვარხარ მამა
ვინაიდან გარეთ მზიანი და ცხელი დღე იყო, თხელი კაბით გადავწყვიტე წასვლა, ღია ვარდისფერი... თეთრი ყვავილებით, რომელიც ჩემი აზრით ძალიან სადა და ელეგანტური იყო, თმები გავიშალე და მხოლოს ტუჩის ბალმით შემოვიფარგლე.
საკმაოდ თავდაჯერებული გამოვედი ოთახიდან, დედამ წარმატებები მისურვა, დედა არასდროს იყო თბილი ჩემს მიმართ, თუმცა ძალიან ვუყვარდი.. მადლობა გადავუხადე და სამსახურისკენ გავემართლე.
ჯიემბის კომპანიაში სჭირდებოდათ ასისტენტი, ეს იყო კორეაში უდიდესი სარეკლამო და გაყიდვებია კომპანია, სადაც მოხვედრა საკმაოდ რთული იყო, ამიტომ ცოტა ნერვიულობა მეტყობოდა.
უზარმაზარი და უკიდეგანოდ ბნელი გარეგნობა ჰქონდა შენობას, როგორც კი შევედი , იმ წამსვე გასაუბრების ოთახისკენ გამიშვეს. უამრავი ადამიანი ელოდებოდა, თან რა ლამაზები,
ღმერთო ამათთან შანსი არ მაქვს... (ამბობდა ჩემი ერთი ხმა)
სულელო მანდ დაეტიე, ფეხი არ გაადგა ( პასუხობდა ჯიუტად მეორე). 
ამ დროს ის შავი მინიანი კარები გაიღო და პირველი 7 ადამიანი შეგვიყვანეს გასაუბრებაზე.  პირველი 4 ადამიანი წინ დადგა მე რათქმაუნდა ბოლო რიგში ვიდექი..
როგორც ჩანს ვინც კითხვებს გვისმევდა უფროსი იყო...
არასდროს მენახა ასეთი სიმპათიური ბიჭი, ღმერთს ჰგავდა, შავი თვაკლებით...შავი ბზინვარე თმებით, გრძელი წამწამებით.... ხავერსით მაგვარი სახის კანი, ტუჩები ალუბალივით მუქი ფერის ჰქონდა,  რომელსაც პერიოდულად ტეხავსა როცა ირონიულ ღიმილს აჩუქებდა რესპოდენტს, ხელები უნაზესი ჰქონდა... თითქოს სხეულში რაღაცეები დამდიოდნენ... სუნთქვას ვერ ვაკონტროლებდი... საკუთარი გულის ცემას ყველა უჯრედით ვგრძნობდი... სიტყვის თქმას ვერ შევძლებდი..
- ვინც გასაუბრება გაიარა, დატოვოს ოთახი( მკაცრი უხეში ტონით განაცხადა მან)
ღმერთო მე ბოლო ვიყავი... და აი ჩემი რიგიც
- გამარჯობა მარია( ბოხი უხეში ხმით მომმართა, თითქოს გრძნობდა თუ რას განვიცდიდი იმ წამს)
- გამარჯობა ბატონო( ძლივს ამოვილუღლუღე)
- ცუდად ხომ არ ხართ?
- მე? არაა , მაგრამ კი ცოტა, არვიციი...
- წყალი დალიე ( ისეთი ტონით მეუბნება რომ უნდა ავდგე მის მაგიდასთან მივიდე და წყალი ავიღო)
ავდექი და მისი მაგიდისკენ წავედი.. ზუსტად ვიცი უფრო სწორას ვიგრძენი რომ ყველა დეტალზე მაკვირდებოდა
- კარგად ხართ?
- დიახ
- გადავხედე თქვენს ანკეტას და ვთვლი რომ შესაფერისი კადრი ხართ
- დიდი მადლობა ბატონო..
- კარგი , დაგიკავშირდები თუმცა ერთი კითხვა მაქვს
- დიად ბატონო,
- რატომ ესე უბრალოდ?
- ბატონო?
- დიახ რატომ გაცვიათ ესე უბრალოდ? სხვები ხომ ბევრას უკეთ გამოიყურებიან, ტანსაცმელი არ გაქვთ?
- (ეს კითხვა ცუდად მომხვდა) მაქვს ბატონო, მაგრამ მე ესე მომწონს, ირონიულას ვუთხარი...
- აღარ ჩაიცმევთ იმას რაც მოგწონთ, იმას ჩაიცმევთ რასაც მე გეტყვით...
( ოოჰ ეს ირონიული ღიმილი, თავდაჯერებულობა ჭკუიდან მშლიდა, და იმედი მქონდა ამ ბიჭს ყოველდღე არ შევხვდებოდი)
- ნახვამდის... სწრაფად დავიძარი გასასვლელისკენ
- ბატონო თეჰიონ
- ბატონო?
- სახელი დაგავიწყდათ მარია
- უკაცრავად ბატონო თეჰიონ
- გარეთ გოგონებს უთხარით რომ ველოდები
- დიახ( ეს რა ირონია იყო, ან ეს ყველაფერი რა იყო)
წინ რთული ამბები მელოდა, და ამას ყველა უჯრედით ვგრძნობდი

გაზაფხული🌸Where stories live. Discover now