2.

68 8 2
                                    

*მეორე დღეს*

Nabi's pov:
უკვე 2 დღე გავიდა, ფელიქს და ჯისუნგს განსაკუთრებით დავუახლოვდი, კარგი მეგობრობა ჩამოგვიყალიბდა.

სკოლაში მივდიოდი, ჩემს წინ ფილიქსი და ჯისუნგი დავინახე, გადავწყვიტე მათთან მივსულიყავი, მათ მკლავებში შევუვარდი, ორივემ ღიმილით შემომხედა.

გაკვეთილების ბოლოს ფილიქსმა კლასში დამტოვა რაღაც უნდა ეჩვენებინა ჩემთვის, მეც დიდი ინტერესით მას გვერდით მივუჯექით და რაღაც კლიპის ყურება დავიწყეთ.

Felix's pov:
ის არ მითქვია რომ მე ერთ ერთ ჯგუფში ვარ სთრეიკიდსში, ძალიან მომწონს სიმღერა და ცეკვა, გუშინ ჯგუფმა ახალი სიმღერა ჩავწერეთ არავის არ ჰქონდა ნანახი ეს კლიპი და გადავწყვიტე ნაბისთვის მენახებინა, მას გაკვეთილების ბოლოს დავუძახე და ისიც დიდი ინტერესით დამთანხმდა.
-აბა ფილიქს? რა კლიპი უნდა გენახებინა ჩემთვის? - ღიმილით მკითხა, ღმერთო რა ლამაზი ღიმილი აქვს.
-მოკლედ შენ არ იცი რომ ერთ-ერთ კეიპოპ ჯგუფში ვარ, ახლა უკვე იცი და მინდა ჩვენი კლიპი ნახო ჯერ არავის უნდახავს გუშინ გადავიღეთ - მეც მოკლედ ვუპასუხე.
-კარგი გასაგებია, დიდი სიამოვნებით.

Authot pov:
ფილიქსმა და ნაბიმ კარგი დრო გაატარეს ერთად, ცოტა ხნის შემდეგ ნაბის ჩაეძინა ფილიქსმა შენიშნა რომ მას თვალებში მზის სხივები აჭყიტებდა და ხელი ნაბის თვალებთან მიიტანა რომ მზეს არ შეეწუხებინა.

ნახევარი საათის შემდეგ ჯისუნგმა ნაბი და ფილიქსი სპორტის დარბაზში დაიბარა, ალბათ ეს დამთხვევაა თუ არა მაგრამ ჯისუნგსაც ერთი კლიპი უნდა ენახებინა ფილიქსს და ნაბის.

ნაბი ფილიქსზე მალე მივიდა ჯისუნგთან, ფელიქსი კი ცოტა ხნით სასადილოში ჩავიდა წვენის დასალევად.

როდესაც ფილიქსმა ოთახი შეაღო დაინახა თუ როგორ იცინოდნენ ჯისუნგი და ნაბი. ფილიქს გულში რაღაც აწუხებდა თითქოს უნდოდა ჯისუნგი ეცემა,ვერ იგებდა ეს რა გრძნობა იყო, ეჭვიანობა, ზიზღი, სიყვარული თუ სიძულვილი, ფილიქსი ძალიან დაბნეული იყო, მან თავი გააქნია თითქოს ამ გრძნობებს და ფიქრებს თავიდან გაყრიდა, კარები დახურა და ნაბის გვერდით მიუჯდა, ჯისუნგმა კი კლიპი ჩართო და სამივე უყურებდნენ.

Felix's pov:
დღეს ნაბის სახლში წვეულებაა, რათქმაუნდა დამპატიჟა, წასვლასაც ვაპირებ მაგრამ ერთი გრძნობა არ მასვენებს, არ ვიცი რა ხდება ჩემს თავს, "მგონი მიყვარს!!" ეს წინადადება ჩემი თავიდან ვერ გავაგდე. ვფიქრობ ნაბი ნამდვილად მიყვარს! მგონი უკვე გავერკვიე ჩემს გრძნობებში, კი მე ის მიყვარს, მთელი არსებით მიყვარს და არავის დავუთმობ!

დღეს წვეულებაზე გამოვუტყდები, იმედს ვიქონიებ, რომ ისიც იმავეს გრძნობს ჩემს მიმართ!

----------------------------------------------------------

ერთ დღეში ორი თავი, აბა როგორ მოგწონთ?❣️

იმედი მაქვს დაგაინტერესათ💗🪄

ყველა კომენტარს ვკითხულობ და დამიწერეთ თქვენი მოლოდინები💫💟

A love triangleWhere stories live. Discover now