მოხუცი ქალბატონი ერთერთ კაფეში შევიდა, სადაც უგემრიელესი ნამცხვრებიც ჰქონდათ.
- რა ღირს ერთი ქადა შვილო
ჰკითხა მიმტან გოგონას.
- სამი ევრო, ყავასთან ერთად ხუთი.
ქალმა ჯიბიდან ხურდები ამოიღო და თვლა დაიწყო.
- კარგი შვილო, მხოლოდ ყავა მომიტანე.
გაღიზიანებული მიმტანი დახლისკენ გაემართა.
არ მოეწონა მოხუცის საქციელი.
თუ ფული არ ჰქონდა, აქ რას მოეხეტებოდა.
დარწმუნებული ვარ, ვერც ყავის ფულს გადაიხდის.
ფიქრობდა თავის გულში.
მერე ქალს ყავა მოართვა და ანგარიშიც.
- გმადლობთ.
ქალი ნელა მიირთმევდა ცხელ სასმელს, თან კაფეში მოფუსფუსე გოგოს თვალს არ აშორებდა, რამაც საშინლად გააღიზიანა მიმტანი.
საშინლად არ მოეწონა ეს მოხუცებული, მისი ჩაცმულობა, ქცევა, აკანკალებული როგორ ითვლიდა ხურდებს.
მისი დაჟინებული მზერა.
იმ დღეს ბევრი ხალხი სტუმრობდა იქაურობას.
მოხუცმა ყავა დალია, ჯიბიდან პატარა კონვერტი ამოიღო და ფინჯანის ქვეშ ამოდო.
მერე გოგოს ხელის ქირა ორი ევრო დაუტოვა მაგიდაზე და იქაურობა ნელი ნაბიჯებით დატოვა.
მაგიდის გასასუფთავებლად მისულ მიმტანს პირველად თვალში ორი ევრო მოხვდა.
გული შეეკუმშა.
ე.ი ჩემი ხელის ქირის გამო თქვა ნამცხვარზე უარი?
ფულს ხელი დაავლო და ქუჩაში გაიქცა.
იქნებ მივუსწრო...
თუმცა, უკვე გვიანი იყო.
უკან დაბრუნებულმა კონვერტიც აღმოაჩინა.
გახსნა და ხედავს, ახალგაზრდა, ულამაზეს გოგონას ჩვილით ხელში.
კონვერტში წერილიც იდო.
" შენი მშობლები 20 წლის წინ უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა. სამ წლამდე გზრდიდი, თუმცა მერე ინფაქტი მომივიდა და საავადმყოფოში მოვხვდი.
შენ ბავშვთა სახლში ჩაგაბარეს.
როცა საავადმყოფოდან გამოვედი მოგაკითხე და იქ მაუწყეს, რომ გაუშვილებიხართ.
ამჯერად ინფაქტი უფრო ძლიერი იყო და საავადმყოფოში დიდი ხნით მომიწია ყოფნამ.
მერე თავშესაფარში გადავედი.
თუმცა შენი ძებნა არასოდეს შემიწყვეტია ჩემო გოგო.
აქ გასაღები და მისამართია შვილო.
ის ბინა შენია, მშვიდობაში მოიხმარე.
ძალიან ჰგავხარ დედას. მიყვარხარ, გკოცნი, გეხვევი და გლოცავ შვილო.
არ მომძებნო, არ მინდა ჩემს გამო შეწუხდე.
შენი ანა ბებო. "
გოგოს სუნთქვა შეეკრა, სკამზე ჩამოჯდა და ხმამაღლა ატირდა.
მან იცოდა ნაშვილები, რომ იყო და ბრაზი და რისხვა იპყრობდა ბიოლოგიური მშობლების გახსენებაზე.
ყოველთვის ცუდად ფიქრობდა მათზე.
სამი კვირის ძებნის შემდეგ მიაგნო ანას კვალს, თუმცა დააგვიანა.
- ოთხი დღის წინ გარდაიცვალა.
აუწყეს თავშესაფარში.
- საუცხოო ქალი იყო შენი ბებო შვილო, უფლისგან მოვლენილი ანგელოზი.
უთხრა ერთერთმა მომვლელმა.
- შენ ძალიან უყვარდი.
გოგო მწარედ ატირდა.
გულის სიღრმეში საშინელ ტკივილს გრძნობდა.
ტკივილს, სირცხვილს და უმწეობასაც.
როგორ ცუდად და უხეშად მოექცა მოხუცს.
რა ძლიერ შეცდა.
რა ადვილია ვინმეს განსჯა.
არადა ნააჩქარევ დასკვნებს ყოველთვის სავალალო შედეგამდე მივყავართ.
როგორ, ან რატომ უნდა შეაფასო, ვინმე მისი ჩაცმის, გარეგნობის, ქცევის მიხედვით.
ჯერ გაიგე რა იმალება, ამ ქცევის მიღმა.
ხშირად ხომ სინამდვილე, სულაც არაა ის, რაც გარეგნულად ჩანს.