პროფესია

66 4 3
                                    

ჯეისონის კაბინეტში შევდივარ თუარა მაშინვე ვგრძნობ ოთახში გამეფებულ დაძაბულობას. მაგიდაზე შემოდებულ ხელებში თავი ჩაურგავს და აშკარად ძალიან გაღიზიანებული ჩანს, ჩაფიქრებულიც. ხშირად მინახავს ასეთ ვითარებაში, თუმცა ვგრძნობ, რომ ამჯერად რაღაც ძალიან ცუდადაა. ამაზე მისმა ზარმაც მიმანიშნა, საკმაოდ აღელვებული ჩანდა.
ფიქრებში იმდენად იყო გართული, რომ ჩემი შესვლა რამდენიმე წამის შემდეგ შეამჩნია და სახეზე შვება გამოესახა.
- - ვიცი, ვიცი, რომ დიდი ხნის შემდეგ პირველად გაქვს დასვენების დღეები, მაგრამ ამჯერად ყველაფერი სერიოზულადაა. - რამდენიმე წამით ჩაფიქრდა.
- - ყველაფერი ძალიან რთულადაა. - მგონია, რომ ეს უფრო გაიფიქრა, თუმცა დაუგეგმავად გაახმოვანა.
- - ამ სიტყვებს შენგან რომ ვისმენ თავდაჯერებულობა სულ მთლად გამიქრა.
- პირდაპირ საქმეზე გადავალ, წამითაც არ შეიძლება მოვცდეთ.- მაშინვე მის მაგიდაზე ისედაც უკვე არეულ საქაღალდეებს უარესად ურევს და რომელიღაც დოკუმენტს იღებს.
- - ბრალდებულის ვინაობა ჩემთვის უცნობია, მისი მენეჯერი ითხოვს რომ მისი ვინა... - როფორც კი სიტყვა მენეჯერს მოვკარი ყური, მაშინვე გავაწყვეტინე საუბარი.
- - ჯეი, მგონი სანამ შენთვის მუშაობას დავიწყებდი გითხარი, რომ არ მსურდა ცნობილი ადამიანების დაცვა. არ მჭირდება საჯარო აჟიოტაჟი და სკანდალი. ჩვენ შევთანხმდით, რომ მსგავს საქმეს არასდროს ჩამაბარებდი.
- - ვიცი და შეთანხმებას ყოველთვის ვასრულებდი, აქამდე... ამჯერად, როგორც მივხვდი, საქმე ეხება იმდენად ცნობად სახეს, რომ არა მარტო მისი წარმომადგენლები, არამედ უამრავი გავლენიანი ფიგურა დამიკავშირდა. მათ საუკეთესო ადვოკატი სჭირდებათ. მარტივია
მისახვედრია, რომ ეს შენ ხარ.
- - პირადად შენ მოგითხოვეს - მაგიდაზე ოდნავ წინ გადმოოხარა და ისე მითხრა, თითქოს კონფიდენციალურ ინფორმაციას მანდობდა.
- - თუ მოისურვებენ, ჩემს კარიერას ბოლო მოეღება, მე კი ოჯახი მყავს შესანახი. ფაქტობრივად, ჩემი და ჩემი ოჯახის კეთილდღეობა შენზეა დამოკიდებული.
- - რასაც შენ აკეთებ მანიპულირება ჰქვია და, სხვათაშორის, კანონით ისჯება - ვთქვი თუარა მიხვდა, რომ მოვლბი და ისევ შემართებით გააგრძელა.
- - ბრალდებების სია დიდი არაა. ნარკოტიკების შენახვა, მოხმარება და... ცოტა ხნით შეჩერდა, დარწმუნდა, რომ მშვიდად ველოდებოდი როდის დაასრულებდა სიტყვას და გააგრძელა.
- - სექსუალური ძალადობა.
- - არა. - მოკლედ ვუჭრი და მაშინვე სკამიდან ვდგები. ჩანთის ასაღებად გვერდით სკამთან მივდივარ და ვემზადები კაბინეტის დასატოვებლად.
- - ჩემი პროფესია იმიტომ ავირჩიე, რომ მოძალადეებს საკადრისი სასჯელი მისჯოდათ და ახლა მე უნდა დავიცვა ისინი?
- - საქმე ისაა, რომ ამტკიცებს უდანაშაულო ვარო.
- - რა თქმა უნდა, აბა პირდაპი აღიარებდა?
- - ისეთი ადამიანები არიან ჩართულნი არამგონია მართლა რამე ჰქოდეს ჩადენილი. სახელს ვინმეს გამო არ გაიფუჭებენ.
- - თუ დავთანხმდები და ძიების პროცესში აღმოჩნდება, რომ ბრალდების ეს ნაწილი სამართლიანია, გეფიცები, არც დავფიქრდები, არც გაგაფრთხილებ ისე ჩამოვშორდები საქმეს. - სერიოზულად ვეუბნები ის კი თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს. ვერ ვხვდები ასე როგორ სჯერა მისი უდანაშაულობა.
- - კარგი, ვინაა? - ვეკითხები და მოლოდინით შევცქერი. ის კი თავს ხრის და მეუბნება...
- - არ ვიცი - უკვე ყველაფრისთვის მზად ვიყავი, ამერიკის პრეზიდენტის სახელიც კი შემეძლო გამეფიქრებინა, მაგრამ არ ვიცი?
- - ეგ რას უნდა ნიშნავდეს? როგორ უნდა დავიცვა ვინმე თუ კი არ ვიცი საერთოდ
ვინ არის? - გაოცებული ვუყურებ.
- - მე არა, აი, შენ კი გეცოდინება...

Tell me something Where stories live. Discover now