1

1.6K 90 41
                                    

-საყვარელო.. ჰომ არასდროს მიმატოვებ?
-მაბრაზებ ნანო.
-უბრალოდ პასუხი გამეცი.
-ასეთი კითხვები რატომ გაწუხებს?
-პასუხი მჭირდება. მინდა რომ ეს შენგან ბევრჯერ მოვისმინო.
-რა ჩემო პატარა, ის რომ მე შენ არასდროს მიგტოვებ?
-ზუსტად, ამის მოსმენა მინდოდა.
-პატარა მოუსვენარი ხარ.
-მხოლოდ შენი.

...
როდესაც წვიმს ყოველთვის ის ღამე მახსენდება ხოლმე.. ის დღე როცა თქვა რომ არასდროს მიმატოვებდა..

~~~
3 თვის შემდეგ...

-შემიშვით! მე მისი შეყვარებული ვარ! მე ვარ ის ვინც უყვარს! ის სხვაზე ვერ დაქორწინდება, შეუძლებელია! მან მითხრა რომ ვუყვარვარ და სულ ჩემთან იქნება..
-გაიყვანეთ ეს გოგო აქედან! დროზე!

იყვირა დაცვამ.

-გამიშვით, ხელი გამიშვით!

გაჰყვიროდა გოგო ბოლო ხმაზე და ჯიუტად მათ შეწინააღმდეგებას აგრძელებდა.
უეცრად შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი ბიჭი გარეთ გამოვიდა.

-მას ხელი გაუშვით, მე მივხედავ.
-ჯონგუკ..

გოგო მასთან მივარდა, ჩაეხუტა და ხელები ზურგზე, ძლიერად მოჰხვია..

-ჯონგუკ უთხარი ამ ნაგვებს რომ..
-ნანო..

ბიჭმა არც დაამთავრებინა ლაპარაკი, სხეულიდან გოგო მოიშორა და მკაცრად შეხედა.

-ისინი მართალს გეუბნებიან.. მეც ჰომ გითხარი არა.. მე შენ არ მიყვარხარ, არც არასდროს მყვარებიხარ, ამას სულ ვხვდებოდი, უბრალოდ გააზრება არ მინდოდა, იმიტომ რომ მოგეჩვიე და შენთან ურთიერთობა მომწონდა.. ახლა კი როცა ის გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში.. მივხვდი რომ შენთან ურთიერთობას აზრი საერთოდ აღარ ჰქონდა.. ამიტომ ახლა წადი და ვინმე სხვა იპოვე, შენ მეტს იმსახურებ.
-ჯონგ..უკ..

ეუბნებოდა ცრემლიანი თვალებით შემყურე გოგო, ბიჭს.. თითქოს შველას სთხოვდა, თითქოს ელოდებოდა იმ მომენტს როცა ბიჭი ეტყოდა რომ ეს ყველაფერი უბრალოდ ხუმრობა იყო.. მაგრამ არა.. ეს რეალურად ხდებოდა, რეალურად გაუკეთა ეს ჯონგუკმა, ნანოს.. მაშინ როცა გოგოს არაფერი ჰქონდა დაშავებული მისთვის, გარდა სიყვარულისა.. უბრალოდ არ იმსახურებდა ამას..

ოდესღაც ჩემი იყავი..Where stories live. Discover now