სადღაც შემათრია ამ ნაბიჭვარმა და ტოპის შემოხევას ცდილობდა.. ვეწინააღმდეგებოდი თუმცა ყველა წინააღმდეგობის შემდეგ სახეში სილას ვიღებდი.. საბოლოოდ ცალგვერდზე ტოპი შემომახია.. ლიფი გამომიჩნდა, ასე დამცირებულად ჯერ თავი არასდროს მიგრძვნია.. ვნატრობდი რომ ვინმე გამოჩენილიყო ვინც მიშველიდა.. სუჰო რომელმაც კაფეში მიმატოვა, იქნებ ის მოსულიყო და გადავერჩინე.. მაგრამ არა.. არავინ ჩანდა.. ეს ნაბიჭვარი ყელში მკოცნიდა, მე კი ვტიროდი, ვტიროდი ბოლო ხმაზე.. გარშემო არავინ იყო, თავს დაუცველად, უპატრონოდ, მიგდებულად ვგრძნობდი..
ლიფის შემოხევასაც ცდილობდა მაგრამ.. არსაიდან ჯონგუკი გამოჩნდა..-როგორ.. როგორ გაბედე და მას როგორ შეეხე!.. არამზადავ!
მთელი ძალით ურტყამდა, მე კი საწყლად ჩაკეცილი ვიჯექი და ვცდილობდი გახეული ტოპი დამეფარა რომლიდანაც ლიფი მოჩანდა.. ვტიროდი, არ მჯეროდა რომ ასე მომექცნენ..
-კარგად ხარ პატარავ? მოდი ჩამეხუტე, ყველაფერი კარგადაა..
-გადი..ავტორის პოვ:
ფეხზე წამოდგა ნანო, თან ხელით მკერდის არეს იფარავდა.. გუკმა ეს შეამჩნია და თავისი ჟაკეტი ჩააცვა..-მადლობა.. მაგრამ ეს იმის გამო დამემართა რომ გამაგდე..
-ბოდიში.. უბრალოდ.. ხასიათზე არ ვიყავი..
-ალბათ რომ მიმატოვე და სხვაზე დაქორწინდი მაშინაც არ იყავი ხასიათზე..
-ნანო..
-შენი პირიდან გაჟღერებული ჩემი სახელიც კი რა ამაზრზენად ჟღერს იცი?! პირს თუ არ გააღებ და თუ არ ისაუბრებ უფრო კარგი იქნება.. წადი.. ეს ჟაკეტიც შენთვის დაიტოვე. არ მჭირდება..
-მარტო ვერ გაგიშვებ..
-ჯონგუკ გთხოვ.. თუ გგონია რომ ამ კაცზე ნაკლები ტკივილი მომაყენე და მას რამით მირჩევნიხარ, ძალიან ცდები..გოგოს ცრემლები ერთმანეთის მიყოლებით სცვიოდა.. ამ ყველაფრის მოსმენისას, ჯონგუკიც ვეღარ იკავებდა ემოციებს..
-უბრალოდ ეს ჟაკეტი ჩაიცვი და ისე წადი.
-რატომ? შენთვის საერთოდ რამეს რატომ წარმოვადგენ!?
-კი წარმოადგენ!
-რას? რას წარმოვადგენ?
-მაგაზე მერე ვილაპარაკებთ!
YOU ARE READING
ოდესღაც ჩემი იყავი..
Fanfiction-ჩემს გასულელებას ცდილობ? -კარგი, ისედაც ჰომ იცი რომ ჯერ კიდევ ქალიშვილი ვარ, შენ მაინც ცოლი გყავს და ამას რატომ ანიჭებ დიდ მნიშვნელობას? -ამას ჩემთვის დავიტოვებ. ადგა, მხარი გამკრა და იქაურობას გაეცალა..