-ალბათ შენი სახელივით ძალიან გიყვარს კესანეები ხომ? ეღიმებოდა მას
-კი ლევან ძალიან მიყვარს ძალიან. აბა რა გეგმები გვაქვს?
-წამო სახლში შევიდეთ და ვილაპარაკოთ ჯერ. ან თუ გინდა მუზებისთვის და შთაგონებისთვის აქ იყავი ცოტახანს ყვავილებთან.
-ყვავილების შთაგონება უკვე მივიღე ლევან ჯობია სსახლში შევიდეთ.
-კარგი წამოდი. ჩამუხლულს ხელი გამომიწოდა და ფეხზე წამომაყენა. კარებისკენ წავიდა მეც მას მივყევი , როგორც კი სახლში შევედით ვიგრძენი სახლის დადებითი აურა. ლევანსაც ძალიან დადებითი აურა ქონდა და შინაგანი დადებითი მუხტი. მის სახლსაც მისი ხელი ეტყობოდა. კედლებზე ბევრი ლამაზი ნახატი და ფოტოსურათი ეკიდა.. თითოეული მათგანი ისეთი იყო შეგითრევდა და გაბოდიალებდა თავის სივრცეში. სულს გიფორიაქებდა რამდენიმე და გაფრებდა ყველაფერზე. თითქოს შთაგონების წყარო იყო მართლაც ეს ყველაფერი. თითქოს ლევანი მართლაც იდეალური იყო ამ საქმეში და ყველანაირ საშვალებას მაძლევდა ჩემში ემოციები გაღვივებულიყო. სახლი ძალიან სადად და ურალოდ იყო მოწყობილი თუმცა ყველაფერზე მეტად ეს უბრალოება იყო მომხიბვლელი. ინტერესიანი თვალებით ვათვალიერებდი სახლს და ვივსებოდი ემოციებით. ლევანს გავხედე და შორიდან მაკვირდებოდა.
-მართალი ყოფილხარ ლევან.
-რაში?
-უკვე ავივსე ემოციებით. აქ ყველაფერი ისეთი ლამაზი და მიმზიდველია. ეს საოცარი ნახატები სულს მიფორიაქებს და მთრევს.
-ხომ გეუბნებოდი. ვისაუზმოთ არ გინდა?
-დიდი სიამოვნებით.
-კარგი მაშ სამზარეულოში შევალ და რამეს მოგიმზადებ.
-ერთად მოვამზადოთ ლევან. ჩემთვის რამხელა შთაგონებაა სამზარეულო ვერ აგიღწერ. სიცილით ვუთარი და მასაც გაეცინა.
-გიყვარს ჭამა ქალბატონო?
-ვაიმე კი ძალიან.
-სულ არ გეტყობა.
-ხო ვერ ვსუქდები ვერანაირად. ისე ვლაპარაკობდით თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ვიყავით და ჩვენ შორის არანაირი დაძაბულოა არ იყო მიუხედავად იმისა რომ მეორე დღეა რაც ვიცნობთ ერთმანეთს. სამზარეულოში შევედით და თვალი მოვავლეთ რით შეიძლებოდა გვესაუზმა. ლევანს შევთავაზე მსუბუქად გვესაუზმა და ტოსტების კეთებას შევუდექით. ყავისთვის წყალი დავდგი და ჭიქების გასამზადებლად გამოვბრუნდი კარადისკენ. ჭიქებს მივწვდი თუმცა შაქარი ძალიან მაღლა თაროზე იდო, თიტქმის შეუძლებელი იყო მიწვდომა მაგრამ არ მინდოდა ლევანისთვის დამეძახა. ვიწელებოდი საცოდავად და არაფერი გამომდიოდა. გულში კი ვილანძღებოდი რა იქნებოდა ცოტამაღალი ვყოფილიყავითქო. ამ გაწელვაში გართულმა ვერც ვიგრძენი როგორ წამოვიდა ლევანი ჩემსკენ. ჩემს ზურგს თითქმის ზედ აეკრო, ჩვენ შორის მანძილი ძალიან მცირე იყო. ხელი ოდნავ მუცელთან მომადო და ჩემს გაწელილ ხელს მეორე ხელი გაუსწორა და შაქარს მიწვდა. ცხვირს მისი არაჩვეულებრივი სუნამოს სუნი მოხვდა და გონება დამიბინდა. თითქოს მთელი ზურგი ამეწვა მისი სიახლოვით. უკვე ცხადი იყო, რომ მე ლევანი რაღაცნაირად უკვე მომწონდა. რაღაც მიზიდავდა მასში თუმცა თითქოს რაღაც აკლდა ამ ყველაფერს, აი ზუსტად ისე საჭმელს რომ მარილი აკლია. როგორც იქნა ჩვენს შორის მანძილი გაიზარდა და თითქოს ამოვისუნთქე ზურგზე სიმხურვალეს რომ აღარ ვგრძნობდი. ლევანმა შაქარი მაგიდაზე დადო და გამიღიმა.
-ვერ დამიძახე ამდენ წვალებას?
-რავიცი გართული იყავი ტოსტების კეტებაში და აღარ მოგაცდინე. დაძაბულმა ვუპასუხე. ამ დროს კი თავს იკლავდა წყალი დუღილით მეკიდევ შეგრძნება აღარ მქონდა არაფრის. გონზე მისმა შეხებამ მომიყვანა.
-კარგად ხარ კესანე?
-კი კი ლევან. უბრალოდ ცოტა თავი ამტკივდა. მგზავრობას ვერ ვიტან იმდენად. ღმერთო კესანე რა უნიჭოდ იტყუები. ველაპარაკებოდი ჩემ თავს.
-ყავას დალევ და გაგივლის. მოიცა მე გაგიკეთებ. შაქარი რამდენი?
-არცერთი.
-მეც უშაქრო მიყვარს .
-ხოო? ბევრს არ უყვარს. ყავაც გავიმზადეთ და მაგიდას შემოვუსხედით ორივე. ტოსტებს შევექცეოდით ორივე და ნეტა გენახათ როგრი ბედნიერი სახე გვქონდა. ორივეს ხომ ძალიან გვიყვარდა ჭამა. ჭამას მალე მოვრჩით და მისაღებში კომფორტულ სავარძლებში გადავინაცვლეთ. ძალიან ბერვი ვილაპარაკეთ. სვანეთი იყო ჩვენი საუბრის თემა. ლევანი გაკვირვებული იყო რამდენი რამე ვიცოდი სვანეთზე და სვანებზე. მიითხრა ასეთი შეყვარებული სვანეთზე არავინ მინახავსო. მართლაც ასე იყო ბავშვობიდან ვგიჯდებოდი სვანეთზე. აი სვანები კი მართლაც ჩემი სუსტი წერტილი იყო. ამიტომაც მიზიდავდა ლევანი. დროდადრო მახსენდებოდა ის მომენტი ხელი რომ ოდნავ შემახო მუცელტან და ვგრძნობდი როგორ მეწვოდა ის ადგილი. ამ ლაპარაკში ლევანმა ძალიან მომანდომა წერა და სულ პატარა ჩანახატი დავწერე. შემდეგ კი ლევანს წავუკითხე რომელიც მთელი ინტერესით და მონდომებით მისმენდა.
„მთებში სულ სხვანაირი სიყვარული იციან...
თუ მთების სიყვარული არა გაქვს მთის ვაჟის სიყვარულსაც ვერ შეიგრძნობ. შეხედე მიდი შეხედე უშბა როგორ ეტრფის მარტოდ დარჩენილ თეთნულდს. როგორ იწყენს როდესაც მასზე თეთრი ფიფქები იწყებენ ცვენას. როგორ სტკივა თეთნულდს რომ ფარავს თეთრი სიცივე. მასაც სცივა. ან იქნებ სტკივა. იქნებ კი არა სტკივა. როგორ შეიძლება არ სტკიოდეს. თეთნულდს ხომ დედამზემ მოაშორა. მოსწყვიტა თავის სიყვარულს. ერთადერთს და ნამდვილს. ის მხოლოდ მის სიყვარულს გრძნობდა. ყველაზე ღვთაებრივს. და ჩვენ შეგვიძლია ეს ვიგრძნოთ? ვიგრძნოთ როგორი სიყვარული შეუძლიათ მტებში? იქნებ ეს ბედზეცაა დამოკიდებული? ან იქნებ ჩვენზე? იქნებ ჩვენ უნდა გადავდგათ ერთმანეთისკენ ნაბიჯი? ჩვენ უნდა შევიგრძნოთ ის რაც შეიგრძნეს მათ თეთნულდმა და უშბამ. მე ვიცი მე მჯერა მთებში სულ სხვანაირი სიყვარული იციან. მე მწამს არსებობს სადღაც ჩემი უშბა. სვანეთის მთებში ახლა რომ სადღაც დაბოდიალობს“
კითხვა დავასრულე და მის სახეს შევხედე. ეღიმებოდა და ის საყვარელი ფოსოები ისე ლამაზად უჩანდა სურვილი გამიჩინა დამეკოცნა ის ადგილი.
-ძალიან ძალიან ვისიამოვნე კესანე. მართლაც კარგად წერა. შენი წერის სტილი ძალიან მომწონს. ემოციების გადმოცემა საოცრად გეხერხება. და ეს სიყვარული სვანების მიმართ უბრალოდ აღმაფრთოვანებს კესანე.
-მადლობა ლევან ასეთი სიტყვებისთვის. მიხარია რომ მოგეწონა.
-მადლობა შენ რომ დადებითი ემოციებით ამავსე. მას გავუღმე და უხმოდ მოვკალათდი ჩემს საყვარელ პოზაში. დივანზე მჯდომაა ფეხები მოვიკეცე და სადღაც უსასრულობაში წერტილს მივაშტერდი და ვფიქრობდი. რამდენ გაურკვეველ ემოციას გრძნობდა ახლა ჩემი გული და სხეული. თითქოს კმაოფილებას, თითქოს სიამოვნებას და თითქოს მეტის მოლოდინს. რაც არ უნდა იყოს გული იმას ვერ გრძნობდა რომ „ის“ „ის“ იყო. ეს ჩანახატი თან მას ეძღვნებოდა თან არა, მაგრამ ვიცოდი ის ჩემს „სვანს“ ეძღვნებოდა.
-კესანე არ გინდა პიცა შევუკვეთოთ?
-რატომ არ ჯობია გამოვაცხოოთ? გავუცინე
-დიდი სიამოვნებით. გაეცინა მასაც და ორივე ერთდროულად წამოვდექით და სამზარეულოში შევედით. მაცივრიდან გამოვიღეთ ყვეკაფერი რითიც შეიძლებოდა პიცა გაგვეკეთებინა .ცომზე ლევანი წავიდა რომ მოეტანა. კარადებში ფქვილს ვეძებდი და ბედი არ გინდა? ისიც ისეთივე მაღალ ტაროზე შემოუდია ბიჭს როგორც შაქარი. არა რა ამ სახლს ქალის ხელი აკლია დავიწყე ბურტყუნი და თან მეცინებოდა ჩემს სიტყვებზე. ისევ ვიწელებოდი საცოდავად, ისევ ვერ ვწვდებოდი ამ დაწყევლი ქილას და ისევ ვერ ვიგრძენიროგორ მომიახლოვდა ლევანი. როგორ შემახო ხელი ისევ მუცელზე და მისმა სურნელმა ისევ გონება დამიბინდა. დენდარტყმულივით ვცადე გამაკანკალა და მასზე მიჯახებულს ორივეს თავზე მოგვემხო ფქვილი. ტავიდან ფეხებამდე ფქვილიანები ვიყავით ორივე. რამდენიმე წამი სიჩუმე იყო თუმცა მერე ისეთი სიცილი ამოვუშვით ორვემ კინაღამ გადავბჟირდით. დიდხანს გვეცინებოდა ორივეს. მერე ერთმანეთს ვეღადავებოდით ვის უფრო უხდებოდა ეს სითეთრე და ბოლოს როგორც იქნა მივედით იმ ჭკუაზე რომ უნდა დაგვებანა. ლევანმა ჩემი საძინებელი მაჩვენა რომელსაც თავისი აბაზანა ქონდა. პირსახოცი და თავისი სპორტულები მომიტანა. ორივე დასაბანად შევედით. გავსიფთავდი და მისი სპორტულები ჩავიცვი რომლებსაც სასწაული სურნელი ქონდა. ლევანის სურნელის. ღმერთო ახლა გავაფრეენ ამოვიოხრე და სამზარეულოსკენ გავემართე. პიცა სასწრაფოდ გავამზადე და გამოსაცხობად შევდე. შემდეგ კი ლევანის საძინებლისკენ გავემართე მე სულელს არც დამიკაკუნებია ისე შევედი . კარი ოდნავ ღია იყო მეგონა ისიც უკვე ჩაცმული დამხვდებოდა თუმცაა მწარედ შევცდი. ოთახში შესული ეგრევე მის შიშველ სხეულს ავეკარი ზედ რომელსაც წელს ქვემოთ მხოლოდ პირსახოცი ფარავდა. ასეთი სირცხვლის გრძნობა არასდროს გამცენია ბიჭის მიმართ. უკვე ნამეტანი იყო ჩემი ასეთი სასწაული შემთხვევები ლევანთან. ერთიანად ამიჭარხლდა სახე და სირცხვილისგან იმას ვნატრულობდი მიწა გამსკდომოდა და ჩავეტანე. დაბნეული მოვშორდი მას და რარაცეებს გაურკვევლად ვბურტყუნებდი.
-ისაა ..ლე..ლევან .. მე მეე. პიცა მალე მზად იქნება და არ ჩამოხვალ? ენის ბორძიკით როგორც იქნა ვუთხარი რისი თქმაც მინდოდა ტავდახრილმა. ლევანი სიცილს ვეღარ იკავებდა .
-კარგი კესანე ჩავიცმევ.
-კარგი. მორცხვად ვუპასუხე და გამობრუნებსას რამოდენიმე წამით შევხედე სახეში. გაეღიმა და ტუჩის კუთხე ჩატეხა. სამზარეულოში დავბრუნდი და ერთი ჭიქა ცივი წყალი დავლიე რომ ამ სიმხურვალეს როგორმე გადაეარა მისმა შეხებამ რომ მომგვარა. ღრმად ამოვისუნთქე და საცხობიდან პიცა გამოვიღე. ორივესთვის ყავაც გავამზადე. მაგიდაზე გავშალე. და ნერვიულად ვითამაშებდი თმებს ხელებით. მეორე პიცის მზადება დდავიწყე. და ისიც გამოსაცხობად შევდე. გამოცხობილი პიცა რომ შეცივდა მისი დაჭრა დავიწყე. ერთიანად გართული ვიყავი ფიქრებში ლევანი ჩამოსულა როგორც ცანს სამზარეულოში. მომიახლოვდა . თმები გვერდზე მქონდა გადაყრილი, კისერში ოდნავ მომადო თავისი გაყინული ტუჩები და ვიგრძენი როგორ დაყნოსა ჩემს თმებს. თვალები დამეხუჭა და ერთიანად გამაჟრჟოლა ტანში. პიცის მაგივრად ჩემს თითს დავუსვი დანა. ტკივილისგან შეწუხებულმა ამოვიკვნესე და ლევანიც მოვიდა გონს.
-რა მოგივიდა კესანე? ხომ შეგიძლია ცოტა ყურადღებით იყო? გამიჯავრდა თითქოს.
-არაფერია უბრალო ნაკაწრია. მივედი და წყალს შევუშვირე.
-ეგ არის უბრალო ნაკაწრი? სისხლი არ გიცერდება. ახლავე სამედიცინო ნივთებს მოვიტან და თითს შეგიხვევ.
მისი ეს მზრუნველობა ისე მსიამოვნებდა თიტქოს ბედნიერად ვგრძნობდი თავს. რაღაცა უჩვეულო კომფორტის გრძნობა მქონდა სხეულში მთლიანად. სისხლი მომწმინდა და თითი ბინტით შემიხვია. პიცაც თვითონ დაჭრა და მიბრძანა მაგიდასთან დავმმჯადრიყავი და არაფრისთვის მეხლო ხელი. გეგონება დაჭრილი ვიყავი და არა უბრალოდ ნაკაწრი მქონდა თითზე. ვუყურებდი და გულს მალამოდ ედებოდა მისი ზრუნვა. ზრუნვა რომელიც მამაკაცისგან ყოველთვის ასე მაკლდა.