☆●13●☆

546 32 7
                                    

უკვე ჩვენი გამოსვლის დროც მოვიდა მადი კულისებში გველოდებოდა.
უკვე გამოაცხადეს ჯგუფის სახელი და ჩვენც სცენაზე გავედით, სანამ მუსიკა დაიწყებოდა ჯეიკს სცენისაკენ არც გამოუხედავს, თავის მეგობარს რაღაცას ეუბნებოდა და იცინოდა, ხოლო როდესაც  გიტარის სოლო დაიწყო, საბოლოოდ მივიქციე მისი ყურადღება, როდესაც გიტარით ხელში დამინახა ალკოჰოლი პირიდან გადმოახსა და გაოგნებული თვალებით მიყურებდა, შემდეგ კი თავის მეგობარს რაღაც ჩარჩურჩულა და ყურადღება ისევ მე მომაპყრო, ხალხი სცენის გარშემო მოექცა, ისე ყვიროდნენ თითქოს, რომელიღაც ცნობილი როკ ჯგუფი ვიყავით და კონცერტი გვქონოდა.
  ამდენ ხალხში ჯეიკი თვალთახედვის არედან დავკარგე, ხოლო როცა მუსიკა მორჩა და კულისებში გავედი მადის ხმა გავიგე

– შენი რა საქმე ანნა რას იზამს მისთვის ვინ ხარ – უყვიროდა მადი ბოლო ხმაზე

– ეგ გოგო მიყვარს გაიგე მიყვარს

– და ამით რა იცვლება მისი ქმარი ხარ? – მეტი ვეღარ მოვითმინე და ოთახში შევედი

– ანნა მივდივართ – მითხრა ჯეიკმა და ხელი ხელზე მომკიდა

– არ მოგცემ უფლებას ანნა ასე წაიყვანო – შეეკამათა მადი

– არაფერია მადი მოვაგვარებ – ვუთხარი მადის და მისი დამშვიდება ვცადე

– სების ვეტყვი და ის წაგიყვანს სახლში – უთხრა ჯეიკმა მადის შემდეგ კი ხელი მოიკიდა და მანქანამდე მიმიყვანა

რაღაც მომენტში ჯეიკის შემეშინდა, არ ვიცოდი რას მოიმოქმედებდა ეს შეშლილი ბიჭი ამიტომაც როგორც კი მანქანაში ჩაჯდა მაშინვე გული ამიჩქარდა, ჯეიკმა მანქანა დაქოქა და სახლისაკენ მიმავალ გზას დაადგა

– ამას რატომ აკეთებ ანნა საბოლოოდ გინდა ჩემი გაგიჟება? – თქვა ჯეიკმა და ისეთი თვალებით შემომხედა კანკალი ამივარდა

– ჯეიკ მუსიკა ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარს და ამას ვერ დამიშლი გასაგებია? – ვკითხე და შევამჩნიე როგორ შეეცვალა სახე ამის გაგონებაზე

– მესმის მაგრამ... – ცოტახნით გაჩუმდა და სიტყვის დასრულება არ ვაცადე

– მაგრამ რაა. ჩემგან რა გინდა ჯეიკ

– ერთადერთი ადგილი სადაც შენგან განმარტოება შემეძლო ის ბარი იყო და ახლა იქაც მოხვედი

– ჯეიკ, ამბობ რომ გიყვარვარ მაგრამ შენი საქციელი სხვა რამეს ამტკიცებს – ეს ვთქვი და სახლში შევვარდი

– რომ იცოდე როგორ მტანჯავს ეს ყოველივე... ჯერ ის რომ ჩემი ნახევარდა შემიყვარდა... მერე ის რომ შენს დანახვაზე ცრემლები მაწვება და ყოველთვის შენგან გაქცევას ვცდილობ ასე არ შემიძლია – ეს თქვა და თვალებიდან ცრემლები გადმოუცვივდა შემდეგ კი გულნატკენი ხმით დაამატა

– სიყვარული ყველაზე მახინჯი რამაა ყველა გრძნობას შორის.

   ამ სიტყვებმა გული მომიკლა, ჩემდა გასაკვირად თვალებიდან უზარმაზარი ცრემლები გადმომგორდა, ეს გრძნობა ჩემთვის ისეთივე ნაცნობი იყო, როგორც უცნობი...

_________________________________________

ესეც ახალი თავი

VOTE AND FOLLOW PLEASE 🩶❤️‍🔥




ნახევარძმაWhere stories live. Discover now