ჩემს გვერდით - (18)

68 11 0
                                    

- არ გაბედო მაგის თქმა! - ბრაზით უპასუხა. ბიჭმა ბრაზით მოუჭირა ხელი სახეზე.

- რატომ არ გჯერა, რომ მართლა მომწონხარ! - გოგონამ მაჯაზე ხელები მოჭიდა.

- არ ვიცი, გამიშვი! - ბიჭმა გაუშვა, ემილი გაიქცა საპირფარეშოსკენ.

- ემილი! - ბიჭი დაეწია და ხელი სტაცა, გოგონამ თავი დაიხწია და საპირფარეშოსკენ გაიქცა. ეინერი კვლავ დაეწია, ფეხში ხელი წაავლო, თუმცა ემილიმ თავი მაინც დაიძვრინა. საპირფარეშოში შევარდა და კარები ჩაკეტა. ეინერი ცდილობდა კარი გაეღო, მაგრამ ამაოდ. - ემილი კარი გამიღე, ემილი! - გოგონა ხმას არ ცემტა, აბანოსკენ მიიწია, ხელი პირზე აიფარა და ტირილი დაიწყო. ბიჭი გამწარებული ურტყავდა კარს ხელს, თან ყვიროდა. - ემილი გააღე კარი, კარი გააღე! - თუმცა გრეი ხმას არ ცემდა, - ემილი, გააღე ეს წყეული კარი, გააღე! - კვლავ ხელებს ურტყავდა. გოგონა კართან მივიდა და ზურგით მიეყრდნო, შემდეგ კვლავ თვალები აუცრემლიანდა, ცრემლები გადმოყარა და ჩასრიალდა. ეინერი კარს მოეშვა, კარგა ხანს სიჩუმე სუფევდა. გრეიმ კარისკენ მიატრიალა თავი.

- ეინერ... - ხმა არავის გაუცია. - ეინერ აქ ხარ? - მშვიდად იკითხა.

- კი - განუცხადა დაწყნარებულმა ბიჭმა.

- კართან ზიხარ?

- კი

- მოვწესრიგდები და გამოვალ, არსად წახვიდე. - მშვიდად მიუგო.

პირსახოცი კარადიდან გამოიღო, ნიჟარაზე დადო, თავად კი ბანაობას შეუდგა. მალევე იბანავა, საღამურები ჩაიცვა. კარს მიუახლოვდა და გააღო. პირდაპირ, ლოგინზე ეინერი იჯდა, რომელსაც, სახეზე და მხრებზე სისხლი ეცხო. ემილის ხელები შეეხვია. ეინერი ფეხზე წამოდგა. ემილის უცქერდა. გრეი მას მიუახლივდა და ჩაეხუტა. მანაც ხელები მჭიდროდ მოახვია და შუბლი მის მხრებზე დადო. გოგონამ ხელი თმებში შეუცურა და უფრო მჭიდროდ მოეხვია.

- შენი მჯერა - მტკიცედ განუცხადა ემილიმ.

- უბრალოდ, როგორ იფიქრე, რომ ჩემი გასართობი ვარიანტი ხარ.

Football or love?Where stories live. Discover now