დახსნა - (26)

66 10 0
                                    

ოთახში ძლივს დააჯინეს, დაცვა აკავებდა.

- ემილი, გვანახეთ სისხლჩაქცევები! - არ ეშვებოდა ქალი, ემილი გამწარებული ცდილობდა, რამენაირად თავი დაეხწია. ეს კი შეუძლებელი გახლდათ, მან ვერაფერი გააწყო.

- არა! არ გაქვთ უფლება. - დაიყვირა.

- დედათქვენი ჩივილს აპირებს, ამიტომ გვაქვს უფლება. უნდა შევხედოთ და საქმის სირთულე განვიხილოთ.

- თავი დამანებეთ! - დაცვამ ის გააკავა, მერიდიტმა კი მაკრატლით მაისური გაუჭრა. დასახმარებლად რამდენიმე ქალ თანამშრომელს უხმეს, რომლებმაც ემილის სისხლჩაქცევებზე გადასმული ტონალური მოაშორეს. ფოტოები გადაუღეს.

როგორც იქნა გოგო დაწყნარდა, უხასიათოდ იჯდა კვლავ დაკითხვის ოთახში. სუსტი შუქი თამაშობდა, თითქოსდა სადაც იყო გადაიწვებოდა. ერთხანს წმინდად ანათებდა, ხოლო შემდეგ კვლავ განაგრძობდა ციმ-ციმს.
ოთახში მარტო იყო, არავის ხმა არ ისმოდა, ბუზის ბზუილიც კი არა. მხოლოდ გრეი... და სხვა არავინ. სახეზე სიძულვილი აღებეჭდებოდა. გული გამალებით უცემდა, ღრმად სუნთქავდა. სახეზე მკვდრის ფერი ედო, ტუჩები გალურჯებოდა, თვალები ჩაშავებლდა, ბაგე მკვეთრად უთრთოდა. ტანზე დიდი, თეთრი მაისური ჩააცვეს, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდა. თმები აეკრათ, რომ ყველა დეტალი კარგად დაენახათ. უეცრად კარის ხმა მოესმა, ოთახში მერიდიტი შემოვიდა. ხელში კვალვ საბუთები და ფოტოები ეჭირა. ემილის არც კი შეუხედავს მისთვის. ქალმა მაგიდაზე საბუთები და ფოტოები ხმაურიანად დაყარა. გრეიმ ზიზღით ახედა.

- ეს ფრენბურთის გამო გაქვს, არა? - ფოტოებისკენ მიუთითა, რმოლებიც წინ დაუყარა. გოგონამ შეხედა, შემდეგ კი თავი გვერძე ბრაზით გაწია. მერიდიტმა ჩაისუნთქა და გრეის წინ დაჯდა, მისკენ გადაიწია, ხელზე ხელი დაადო. - მისმინე ემილი... შვილები მეც მყავს, მესმის დედაშენის, მეც მსგავსად მოვიქცეოდი, რადგან ჩვენ დედებმა, ვიცით ჩვენი შვილებისთვის რაც არის უკეთესი. ჯერ კიდევ ბავშვი ხარ, ვერც კი ხვდები რა ხდება. ეს სიყვარული გგონი, მაგრამ ეს ასე არ არის. ის დიდია, შენ კი ბავშვი ხარ. არასრულწლოვანი, ალბათ ხვდები მას რაც მოელის... - ემილიმ ხელი უხეშად გამოწია.

Football or love?Where stories live. Discover now