part 2

125 2 0
                                    

02/09/2019, ორშაბათი
გახსენება N2

   ტელეფონის ზარი მაღვიძებს. თვალებს წვალებით ვახელ. ასე მგონია,მხოლოდ ხუთი წუთი მეძინა,გარეთ ჯერ კიდევ ბნელა.სანამ გონს მოვიდოდი, ზარის ხმა შეწყდა. რამდენიმე წამში ისევ განმეორდა. შეშინებული დავწვდი ტელეფონს. ბექაა.წამში ათასი ფიქრი გამიელვებს _ ლაილას ხომ არ შეემთხვა რამე? იქნებ ჯანოს? ავარია? უბედური შემთხვევა? ლევანის ამბის შემდეგ ღამეული ზარები ძალიან მაშინებს.
_გისმენ,ბექა!
_ სად ჯანდაბაში ხარ აქმდე? რატომ არ მპასუხობ?_ გაცოფებულია.
_ რამე მოხდა? კარგად ხართ? _კიდევ უფრო ვნერვიულობ.
_ შენ როგორ ხარ? მითხარი, რომ რამე სისულელეს არ აპირებ. დაიკიდე,რა, ის სულელური სტატია, გთხოვ,_ ხმას დაბლა უწევს, მაგრამ აღელვება მაინც ეტყობა.
_ რა სტატია? რას მელაპარაკები საერთოდ?იცი რომელი საათია? გული გამიხეთქე!
_სტატია არ წაგიკითხავს?
_ რა სტატია?რა არის ეგეთი,რომ ამ დროს მირეკავ?
_თუ არ წაგიკითხავს, არც წაიკითხო! და თუ წაიკითხავ, იცოდე...
- ბექა, ტელეფონს ვთიშავ,_ ვაწყვეტინებ უცერემონიოდ,_ ვნახოთ ერთი, რომელმა სტატიამ აგაღელვა ასე.
  ტელეფონს ვთიშავ და შუქს ვანთებ. 13 გამოტოვებული ზარი დამხვდა ბექასგან და 7 შეტყობინება
_სამი ბექასგან, თითო ჯანოსგან, სანდროსგან, ბებიასგანდა ლაილასგან. შეტყობინებებს სათითაოთ ვკითხულობ.
  ჯანო: "იცოდე, არ გაბედო და მაგ სტატიის გამო რამე სისულელე არ ჩაიდინო. ყველაფერი კარგად იქნება. შენ ამასაც მოერევი!"
  სანდრო:" ვიცი, ახლა საზიზღარ გუნებაზე იქნები, მაგრამ გახსოვდეს, ლევანს არ მოეწონებოდა შენი ცუდად ყოფნა. ეგ სტატია არაფერს ნიშნავს. შენ იცი, მეც ვიცი რაც მთავარია, ლევანმა იცოდა, რომ შენ ანგელოზი ხარ, არ დაგავიწყდეს!"
  ბებია: " მაგ საქმეში ისევ გოგის ხელი თუ ურევია, გეფიცები, ახლა ნამდვილად მოვკლავ. დღესვე დავბრუნდები სახლში.ბები, ის ნაცრისფერი პერიოდი აღაარ დააბრუნო შენს ცხოვრებაში. არავის მისცე უფლება გაგაუბედუროს".
  ლაილა:"ვიცი, ყველაზე ნაკლებად ახლა ჩემგან რჩევები გენდომება, მაგრამ მაინც გეტყვი_ ყველაფერის გამო ძლიერი უნდა იყო, შენს გამო, ლევანის გამო და თქვენი სიყვარულის გამო. მაპატიე რომ თქვენს სიყვარულში ეჭვი შევიტანე. ამასაც გადაიტან, დარწმუნებული ვარ!"
  ბექა:" მაგ პროვოკაციულ სატაის რომ აყვე, იცოდე მოგკლავ!"
"ენჯი რატომ არ მპასუხობ?????"
"ენჯი, უბრალოდ მითხარი, რომ კარგად ხარ. ჯანდაბა, უბრალოდ მიპასუხე რა".
  ვხვდები, რაღაც სერიოზული მოხდა. სასწრათოდ ნოუთბუკს ვიღებ და facebook- ს ვხსნი.Ძებნის თავი არა მაქვს, იქნებ ვინმეს აქაც გამოეგზავნა შეტყობინება. რამდენიმე " კეთილმოსურნეს" ჩემს გვერდზე გაეზიარებინა სტატია. სტატიას ვხსნი "ორი მამის შვილი _ ვინ არის ენჯი ახვლედიანი და რა კავშირი აქვს მას ლევან ქართველიშვილის სიკვდილთან?"
  ასეთი სისწრაფით ჯერ არაფერი წამიკითხავს_ სტატია ჩემ შესახებ იყო. იმ ყველაფერზე იყო, რის დავიწყებასაც ლამის ერთი წელი მოვანდომე _ რომ გოგი ახალაძე ჩემი ბიოლოგიური მამაა და ლევანი ჩემ გამო გარდაიცვალა. თითქმის ყველაფერი სიმართლე იყო, ყველა ფაქტი დადასტურებული შესაბამისი საბუთი ფოტოებით. რეზიუმე იყო მხოლოდ აბსურდი, რამაც ყველაზე მეტად მატკინა გული. ენჯი ახვლედიანი თურმე ბიჭებს ეთამაშებოდა და ამით ერთობოდა, მათ ტყუილებით უახლოვდებოდა, თავგზას ურევდა და მერე უცერემონიოდ ემშვიდობებოდა, თვითინ კი ახალ სამიზნეს ეძებდა. ისე გამოვიდა, თითქოს : 1) გიოც ჩემი მორიგი მსხვერპლია, თავი შევაყვარე და მივატოვე, მან კი, სიყვარულით და ეჭვიანობით დაბრმავებულმა, შური იძია ლევანზე, ჩემს მორიგ მსხვერპლზე; 2) ლევანსაც ტყუილით დავუახლოვდი ( ფაქტად მოყავდა მისთვის გაგაზავნილი ჩემი პირველი შეტყობინება),თავი შევაყვარე და ვაიძულე ჩემს გამო ბათუმში ჩამოსულიყო, სადაც ემსხვერპლა კიდეც ჩემს სიყვარულს; 3) მე, ენჯი ახვლედიანი, ვარ უსინფისო, მატყუარა, ყველაფერზე წამსვლელი გოგო, რომლის მიზანი სხვების გაუბედურებაა. უბრალოდ, ბოლოს ვერ გავთვალე ინტერვალი მსხვერპლების შერჩევას შორის და ზედმეტი მომივიდა, ჩემს ბოლო ორ სამიზნეს კი არ გაუმართლა _ ერთი გარდაიცვალა, მეორე ციხეში მიხვდა.
  უკვე მეათედ ვკითხულობ სტატიას და ვხვდებუ, თუ არ გავჩერდები, შეიᲫლება გული გამისკდეს. ბოლო სამი დღის მანძილზე მეორედ გამახსენდა ხემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტკივილი _ლევანი _ და ჩემი ცხოვრების ყველაზე საშინელი საიდუმლო გოგი ახალაძე. რამე სისულელე რომ არ გავაკეთო, ვდგები, ფეხაკრეფით შევდივარ დათას ოთახში და ლოგინში ვუწვები. გვერდულად მწოლიარე დათას ხელებს ფრთხილად ვხვევ, ისე, რომ არ გავაღვიძო, და თავს ზურგზე ვადებ. მის სუსტად მფეთქავ გულს ვაყურადებ და ვმშვიდდები.









მეორე შანსიWhere stories live. Discover now