ენჯი
02/09/2019, ორშაბათი
იგნორი
ბურანში ხმები ჩამესმის, ზუსტად ვერ ვარჩევ, დედა და მამა ჩურჩულებენ რაღაცას. ისე მცხელა, ძლივს ვსუნთქავ. ვერ ვიაზრებ, სად ვარ. თვალს ვახელ. დათას თავი ჩემს მკერდზე უდევს, მე კი მისთვის ხელები მაქვს შემოხვეული. ორივე ოფლში ვცურავთ. საბანს ვწევ და დათას ფრთხილად ვაშორებ ხელებს. დედას ხმა უფრო გარკვევით მესმის.
_ არ მაინტერესებს! ახლავე გაარკვიე, სად არის ენჯი, ახლავე!
_ ლილი, ყველაფერს გავაკეთებ, ჩუმად, დათა არ შეაშინო, _ გივი ლილის დამშვიდებას ცდილობს.
_დილით ვიღვიძებ და ვხვდები, რომ ჩემი ქალიშვილი საწოლში არაა, მობილური დაუტოვებია და სადღაც წასულა. ხომ გახსოვს, როგორ ცუდად იყო? ახლაც იგივე რომ დაემართოს? ალბათ ის წყეული სტატია წაიკითხა.
სტატია. რა თქმა უნდა, მაგ სტატიამ ისე არია ჩვენი ცხოვრება... ახლა მე ისევ ცუდად ვიქნები და ლილი ჩემზე გამუდმებით ინერვიულებს, დათა ისევ მარტოსულად იგრძნობს თავს, გივი კი უფრო მდუმარე გახდება. არ უნდა დავუშვა, რომ ჩემს გამო ჩემმა ოჯახმა ინერვიულოს. ძალას ვიკრებ და დერეფანში გავდივარ.
_ დედა რა ხდება?
_ სად იყავი? გული გამისკდა._ ლილი ისე მიყურებს, თითქოს ვერ იჯერებს, რომ მის წინ ვდგავარ.
_ დათასთან ვიყავი. სტატია წავიკითხე და თავი ცუდად ვიგრძენი. მაპატიეთ, თუ განერვიულეთ,_ მობუზული ვეშვები სკამზე.
_ ნუ დარდობ მაგაზე, ახლა დავრეკავ და ეგ სტატია საერთოდ გაქრება,_ გივი მობილურში საჭირო ნომერს ეძებს.
_ მამა, მე ეგ არ მინდა. მინდა, რომ ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც არის.
_ რატომ?_ დაბნეული მიყურებს
_ ეგ სულელური სტატია რამეს ცვლის? თქვენ ჩემი მშობლები აღარ ხართ?
_ კი, მაგრამ...
_ მე მინდა ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც არის. იგნორირება საუკეთესო პასუხი იქნება.ალბათ ზის სტატიის ავტორი, ჩვენგან პასუხს ელოდება და დაგვცინის. არ მაინტერესებს, სხვები რას ფიქრობენ, თქვენ ჩემი მშობლები ხართ, დატა კი ჩემი ძმაა. ლევანის სიკვდილში კი თავს მართლა დამნაშავედ ვგრძნობ. არ მინდოდა მისი სიკვდილი, მაგრამ დამნაშავე ვარ, ჩემს გამო მოხდა ყველაფერი,_ ხმა მებზარება, თავს ვაიძულებ ცრემლი შევიკავო.
_ შენ არ ხარ დამნაშავე. ნუ იტანჯავ თავს, შვილო, _მევედრება დედა.
_ ვარ! და ტუ გინდათ, რომ მშვიდად ვიყო, უბრალოდ ამ ამბავს შეეშვით. ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია ისეთი, რომ თავი ვიმართლოთ. ახლა ჩვეულებრივად წავალ სამსახურში და საღამოს დავბრუნდები.
_ რომ არ წახვიდე?_ ჩემს გადარწმუნებას ცდილობს დედა.
_ კარგად ვიქნები, დედა, არ იდარდო. უბრალოდ, ნუ შეეცდებით გამაკონტროლოთ. ამასაც გადავიტან, მე ხომ თქვენი შვილი ვარ, _ ნელა ვუახლოვდები ლილის და ვეხვევი, მერე გივის ვეხვევი. ახლა დრო არის, მათ მიმართ ჩემი სიყვარული გამოვავლინო,_ ძალიან გამიმართლა, რომ თქვენ ჩემი მშობლები ხართ. და ვამაყობ თქვენით. უბრალოდ, მინდოდა გცოდნოდათ . აღარ განერვიულებთ, დღეიდან კარგად ვიქნები!
YOU ARE READING
მეორე შანსი
Adventureსიყვარული _ ზოგჯერ ან ყოველთვის _ სრულიად მოულოდნელად რომ დაატყდება ადამიანს თავს, ეს ყველამ იცის. არც ის არის ახალი, რომ სიძულვილიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯია, რომ გულს ვერ უბრძანებ და რომ დრო ყველაფერს კურნავს. ... მაგრამ რა ხდება, როცა დრო ვერ გ...