TIME SKIP
ნინის პოვ
*მესიჯი*
ნინი-ეს რ..რა..რაარის..
სონუ-რა ხდება საყვარელო?
ნინი-......
სონუმ მესიჯი წაიკითხა.უცხო ნომერი-*********
გამარჯობა, ჩვენო საყვარელო ქალიშვილო.შენი მშობლები ვართ. ძალიან მოგვენატრე. ვიმედოვნებთ კარგად ხარ. მალე ჩამოგაკითხავთ და ამერიკაში წამოხვალ ჩვენთან ერთად. ძალიან კარგი ბიჭი ვიპოვეთ შენთვის. ზუსტად შენი შესაფერისი. ძალიან ბედნიერი ცხოვრება გექნება. გთხოვ მალე გვიპასუხე.
ნინის თვალთ ცრემლი მოადგა. სონუს სევდიანი თვალებით ახედა.
ნინი-სონუ, ჩვენ არ დავშორდებით და ერთმანეთს არ მივატოვებთ ხო? ჯერ ხომ ახალი წყვილი ვართ.
სონუ-ნუ გეშინია პატარავ. არაფერზე ინერვიულო. თუ მოგვიწევს სადმე წასვლა, წავალთ. ყველგან ერთად ვიქნებით. იმიტომ რომ შენ ხარ ის ვინც მჭირდება ცხოვრებაში. შენი ასეთ მდგომარეობაში დანახვა გულს მიკლავს. გთხოვ გაიღიმე. ჩემთვის გაიღიმე.
ნინი-შენ ჩემთვის მთელი სამყარო ხარ.*მესიჯი*
ნინი-ახლა ვინღა ჯანდაბაა.
სონუ-ისევ შენი მშობლები არიან.
ნინი-რას წერენ?
სონუ-გეუბნებიან რომ დაურეკო.
ნინი-მაგრამ მე არ მინ...
სონუ-კარგი მაშინ მე დავურეკავ.
ნინი-კ...კარგი.სონუ ნომერზე რეკავს.
სონუ-გამარჯობა.
მშობლები-გამარჯობა. ვინ ბრძანდებით?
სონუ-ჯერ მე უნდა გკითხოთ ვინ ბრძანდებით?
დედა-მე ნინის დედა ვარ. ეხლა კი თქვენ ვინ ბრძანდებით ან საიდან გაქვთ მისი ტელეფონი?
სონუ-მე ნინის შეყვარებული ვარ. თურმე მოგენატრათ. 10 წელი მისთვის ერთი სიტყვაც არ მოგიწერიათ, ეხლა კი ამბობთ რომ მოგენატრათ და მაშინ გაგახსენდათ როცა ვიღაც ბიჭი იპოვეთ რომ ნინიზე დააქორწინოთ, მხოლოდ თქვენი კომპანიის გამო? დღეიდან გიკრძალავთ მასთან მოწერას ან დარეკვას.
დედა-ჩემი შვილია და ვისზეც მინდა იმაზე დავაქორწინებ.
სონუ-ის ადამიანია, რომელსაც უფლებები გააჩნია. მას თავისი ცხოვრება აქვს და თქვენ ვერაფერს იზავთ. დღეიდან კი ერთი სიტყვაც რომ ვნახო მოწერილი, გიპოვით და მერე თქვენ თავს დააბრალებთ. *გათიშა*ნინი-სონუ, უსაზღვროდ მიყვარხარ.
სონუს მოეხვია და ტირილი დაიწყო.
სონუ-არ იტირო, ჩემო პატარავ. შენ...
ნინი-პატარას რომ მეძახი, თავი ბავშვი მგონია.
სონუ-ჰეჰე. პატარავ. პატარავ.პატარავ.პატარავ.
ნინი-აუუუ რაღაც მინდა და ვერ დავიგე რა.
სონუ-მაინც? ხომ არ გინდა მე და შენ...
ნინი-აუუუ ჩემი დათუნიააა. გამახსენდაა. ჩანთაში მაქვს. წავალ და ვნახავ.
სონუ-ნუ მირბიხარ, დაეცემი.აირბინა ოთახში და დათუნიას ჩაეხუტა. სონუ მას კარებიდან უყურებდა ჩუმად. ფიქრობდა თუ როგორი საყვარელი იყო. ნინი დათუნიას ეფერებოდა, ისე თითქოს ვიღაც იყო. შემდეგ კი საუბარი დაუწყო.
ნინი-თედი. იცი ძალიან საყვარელი ბიჭი გავიცანი. უფრო სწორად ის საყვარელი ბიჭი, მე რომ გიყვებოდი ხოლმე, კომპანიის უჟმურ დირექტორზე, ჩემი შეყვარებული გახდა. თურმე უჟმური საერთოდ არ ყოფილა. ძალიან საყვარელი და გულთბილი ადამიანია.
ნინი დათუნიას ჩაეხუტა და დაეძინა. სონუ კი ჩუმად შევიდა ოთახში და გოგონას გვერდით მიუწვა. ლოყაზე კოცნა დაუტოვა და თვითონაც ჩაეძინა.
TIME SKIP
უკვე მოსაღამოვდა. სონუ ნინის ტელეფონზე შემოსულმა ზარმა გააღვიძა. მან უცებ უპასუხა რომ ნინის არ გაღვიძებოდა.
სონუ-გამარჯობა, მინჯე.
მინჯე-უი, სონუ. როგორ ხარ?
სონუ-კარგად, მადლობა.
მინჯე-ნინი სადაა?
სონუ-სძინავს. არ მინდოდა გამეღვიძებინა და მე ვუპასუხე ტელეფონს.
მინჯე-კარგი. ბოდიში. მშვიდობიან საღამოს გისურვებთ.
სონუ-შენც ასევე. როცა გაიღვიძებს, ვეტყვი დაგირეკოს.
მინჯე-კარგი. ნახვამდის.
სონუ-ნახვამდის.-------------------------------------------------------------
ვეღარ ვწერ. აზრები მაქვს მაგრამ გვიანია. კიდევ მოვიფიქრებ რამეს💫აბა კარგად😇