-ეს ნიშანი ბოლოს ოცდაათი წლის წინ გამოჩნდა. ახლა მაინც, რა დატვირთვა უნდა ჰქონდეს და საერთოდ, ვინ აკეთებს ამას?
-ჩემი სახლის კარზე ხმლითაა ამოტვიფრული... რომ ვუყურებ, ეშმაკის ჯადოს გავლენას ვგრძნობ საკუთარ თავზე. ღმერთო, დიდებულო, რა შევცოდეთ ამისთანა!
-განგდეგუგის სამეფო სასახლის ჭიშკარზეც შეუნიშნავთ და ამას პლიუს, გუშინდელი ღამიდან მოყოლებული ამ წუთამდე, ჩვიდმეტამდე ადამიანი იპოვეს გარდაცვლილი.
-როგორ მდგომარეობაში იყვნენ?
-კისერზე სამი ერთმანეთში გადახლართული წრეწირი ჰქონდათ ხმლით ამოკვეთილი, თვალების გუგები კი უკვალოდ ჰქონდათ გამქრალი. სისხლის კვალი არსად ემჩნეოდათ. ღმერთმანი, მართლა რა ხდება?
-მეფე ჰვანი სადაა?! ესაა თქვენი უზრუნველი ცხოვრების გარანტია?! ხმა ამოიღე, ჰვან! ვინმე მაინც დაგვალაპარაკე! თუ ჩვენ მოგვკლავენ, ხალხი აჯანყებას მოაწყობს. მათ კი ვერ გადაურჩები ასე მარტივად! გამოდი!
გაოგნებული ხალხი მეფემდე ხმის მიწვდენას სამეფო სასახლის კარიბჭისათვის ქვების სროლითა და ბრახუნით ცდილობდა. წუხანდელმა ღამემ ყველას გონებას ბინდის სქელი ღრუბელი გადააკრა. სახლების კედლებზე, ქალაქის მტკიცე გალავანსა და ხეებზე სამი ერთმანეთში გადახლართული წრეწირის გამოსახულება გაჩნდა. ამას ისიც დაემატა, რომ მოკლულ ჩვიდმეტ ადამიანს კისრებზე ზუსტად ასეთი ნიშნები უპოვეს. ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა.
1710 წელსაც იგივე მოხდა. მაშინ სისხლისღვრა გაცილებით მასშტაბური იყო. ოცდაშვიდმა ადამიანმა სული განუტევა, ხოლო ამ ქვეყნად კისერზე ამოტვიფრული უცნაური ნიშანი დატოვა. ახალგაზრდა მოსახლეობამ ამაზე არაფერი იცოდა, ყველა საგანგებოდ მალავდა ამ ამბავს, რადგან მეტად აღარაფერს ელოდნენ, მაგრამ პირიქით მოხდა.
ხალხში ჩოჩქოლი ატყდა. ცოტაც და სასახლის დარაბებს შეამტვრედნენ. მეფეს არც ოცდაათი წლის წინ გაუკეთებია კომენტარი ამ ამბავზე და ახლა მისი ვაჟიც იგივეს სჩადიოდა. არც დედოფალი და პრინცები ჩანდნენ. წარმოიდგინეთ, ქვეშევრდომებიც კი არ შეწინააღდეგებიან ხალხს, რადგან ფაქტიურად სასახლეში სულიერის ჭაჭანება არ იყო. ისიც კი იფიქრეს, სამეფო ოჯახი იმ ამაზრზენმა მკვლელმა ხომ არ ამოხოცაო.
ცოტა ხანში, კარი გაიღო და ხალხში თავისი ცისფერლითონიანი ხმლით ხელში, იოლუმი გამოჩნდა. მისმა მოსვლამ ხალხის გული საგულეს მისცა, მაშინვე სიჩუმე ჩამოვარდა. პრინცის სიტყვას გაფაციცებით ელოდნენ.
იოლუმმა ჩაისუნთქა და როგორც სჩვეოდა, ბოხი ტონით დაიწყო:
-ვიღაც გვეთამაშება. ჰო, ამას პირდაპირ თამაში ჰქვია ადამიანების სიცოცხლით, რომელშიც მინდა გითხრათ, სამეფო ოჯახიდან არავის ხელი არ ურევია. ასე რომ, ტყუილად გვსვრით ამ ცრუ ბრალდებების ტალახში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა თავიდან უნდა ავიცილოთ. როგორც სახელმწიფოს სათავეში მყოფ ძალას, თქვენი დაცვა და დახმარება გვმართებს. ვერ გეტყვით, არაფერი ისეთი არ ხდება და ყველაფერი შესანიშნავადაა-მეთქი, მაგრამ არც იმდენად დაძაბული სიტუაციაა, როგორადაც მას წარმოაჩენთ. უბრალოდ, ყველა კვალი გამქრალია, რაც შეიძლებოდა სავარაუდო დამნაშავეს დაეტოვებინა. არც თითის ანაბეჭდებია სადმე. ამ ამბის შემოქმედი ან ძალიან ჭკვიანი ადამიანია, ან საერთოდ არაა ადამიანი. ერთსაც გეტყვით და დანამდვილებით, რომ ის ჩვენს შორის წლებია ცხოვრობს ისე, როგორც ჩვეულებრივი არსება. კვალს არ ტოვებს და რომც მოინდომოს, ამას ვერც შეძლებს. ახლა სიტყვას თქვენ გაძლევთ, ვინმეს ხომ არ შეუნიშნავს რამე საეჭვო?
წინ ერთმა კაცმა გადმოდგა ნაბიჯი:
-უფლისწულო, აქ ვინც ვართ, ვფიცავთ, რომ არავის საერთოდ არაფერი შეუმჩნევია. თითქოს, ყველას თვალები აგვეხვია. მხოლოდ ერთი პატარა დეტალი შევამჩნიე, მაგრამ არ ვიცი ეს რამდენად დაგვეხმარება.
-ბრძანე!
-ჩემი ცხონებული ქალიშვილის ოთახიდან თითქოს გველის სისინი ისმოდა. იქ გველი არ იყო. ადამიანი ლაპარაკობდა, ოღონდ გველივით სისინებდა. კარიც გავაღეთ, მაგრამ იქ ყველაფერი ხელუხლებელი დაგვიხვდა.
-როგორ თუ ადამიანი სისინებდა?! - ირონია გაერია ტონში იოლუმს.
-ჰო, მართალს ვამბობ. ამას ტყუილად კი არ გეუბნებით, შემიძლია...
სიტყვები პრინცმა შეატყვეტინა: - დიდი მადლობა, მაგრამ დღეისთვის მგონი საკმარისია, არა?
მთელი ოჯახი შეძრწუნებული იყო. არ იცოდნენ როგორ გაეჩუმებინათ ხალხი და როგორ მოეგვარებინათ პრობლემა.
-როგორ! როგორ! როგორ! - ოთახში ბოლთას სცემდა ჰანული, - თუ ვერ მოვაგვარებთ, ხედავთ კიდეც რა მოგვივა. ჩემი ტიტული დაიმსხვრევა, ხალხი მოკვდება, ქვეყანა საფრთხეში ჩავარდება...
-ჰანულ, ეგ სამივე უკვე მოხდა, - შეახსენა დედოფალმა, - ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგიძლია, საჯეონგჯეონში სამეფო კრების მოწყობაა. მამაშენმა ამ ამბის შესახებ არაფერი იცის. მასთან პროვინციაში მაცნეც გავგზავნე, მაგრამ ღმერთმა უწყის, როდის მიაღწევს იქამდე. ეს პირველი კრებაა, რომელსაც პირადად შენ აწყობ და მოგიწევს, შეეჩვიო ამგვარ საქმეებს. სანამ წახვალ, რამდენიმე წესს გასწავლი, რითაც კრებას ისე წარმართავ, როგორც საზრიანი მეფე.
-და რა წესებია ეს?
-სამი მთავარი წესია. პირველი: იყავი ადეკვატური, არ აჰყვე ემოციებს; მეორე: მოუსმინე ხალხს; მესამე: იყავი მიუკერძოებელი და მიენდე გონებას, არა გულს.
-დედა, გულს რატომ არ უნდა ვენდო? ნათქვამია, რომ როდესაც ადამიანი გულისთქმას მიჰყვება, საუკეთესოდ იღებს გადაწყვეტილებებს. გონება ჩაკეტილ სპექტრში განიხილავს ყველა საკითხს.
-გააჩნია, როგორ ასპექტში მიუდგები საკითხს. მოცემულ შემთხვევაში, შენ მხოლოდ პრობლემის გადაწყვეტაზე ფიქრობ და გზები ამ პრობლემის გადასაჭრელად ცივი გონებით უნდა განსაზღვრო. გულისთქმა კი მაშინ უნდა გამოიყენო, როდესაც რაღაცას ირჩევ. ოღონდ, ამ რაღაცასაც გარკვეული კუთხით შეხედავ.
-სიმართლე გითხრა, ვერ მივხვდი, მაგრამ თუ არ ვცდები, ამ შემთხვევაში, გონება უნდა გამოვიყენო ხომ?
-ზუსტად.
YOU ARE READING
Behind The Revenge/შურისძიების მიღმა
Исторические романы"შურიძიების მიღმა ყოველთვის დგას რაღაც. ხშირად, თვითონ შურისძიებაზე ძლიერიც". ავტორი