1740 წელი, სატახტო ქალაქი, განგდეგუგი, კანგთა დინასტია.
ქვეყანაში შიდა პოლიტიკური დაძაბულობა სუფევდა, ასპარეზზე 1735 წლიდან კანგების დინასტიას უპირისპირდება სისასტიკით განთქმული პაკების საგვარეულო. უკვე ხუთი წელია, რაც ზემოთ აღნიშნული ორი საგვარეულო ერთმანეთს ეპაექრება. პაკების დინასტიის წარმომადგენელი, რიუნგი მეფე ჰვანს სატახტო ქალაქ განგდეგუგში ეცილება და ამტკიცებს, რომ მისმა წინაპრებმა ეს ქალაქი მას მემკვიდრეობით დაუტოვეს, იქ კი თვითმარქვია ადამიანი მეფობდა. მეფე ჰვანი ჯერ ატარებდა ამ ამბავს, თუმცა როცა შეატყო, რომ რიუნგის წაყენებული პროვოკაციები მის ავტორიტეტს ძლიერ ანგრევდა, გადაწყვიტა, სამეფო სასამართლოში ჩაენიშნა პროცესი, სადაც განიხილებოდა მემკვიდრეობის საკითხი. სასამართლოში ორივე მხარე ამტკიცებდა განგდეგუგის კანონიერებას, როგორც მათ საკუთრებას. მეფის გონიერმა წარმომადგენელმა მათ შორის კონფლიქტის გადასაჭრელად მოსამართლეს შესთავაზა, ამ ორივე საგვარეულოს თავისი გენეალოგიის წიგნებში მოეძებნათ თარიღები, ისტორიული ფაქტები, თანაც იქ აუცილებლად ეწერებოდა, ვინ დაარსა განგდეგუგი და რა ბრძოლები მიმდინარეობდა მის გამო წარსულში. ეს კი ძალზედ შრომატევადი გახლდათ, რადგან კანგების დინასტიის ფუძემდებელი დაახლოებით მეთოთხმეტე საუკუნეში ცხოვრობდა, ახლა კი მეთვრამეტე საუკუნე იდგა. პაკებს უფრო ცუდად ჰქონდათ საქმე, მათ მეთორმეტე საუკუნეში მოუწევდათ ქექვა.
თავს აღარ შეგაწყენთ მთელი ამბების ჩამორაკრაკებით, უბრალოდ, იმას აღვნიშნავ, რომ თურმე განგდეგუგი ჰვანის წინაპარს აუშენებია მეთხუთმეტე საუკუნეში და კანგების გვარზე დაუწესებია. ამ ამბის გამგონე რიუნგმა ისედაც მოკაუჭებული ცხვირი კიდევ რამდენიმე სანტიმეტრით დასწია დაბლა, თანაც ჰვანს დაემუქრა, მაინც წაგართმევ განგდეგუგსო.
ჩვენში რომ დარჩეს, ამ რიუნგს არანაირი წოდება არ ჰქონდა, დიდად რომ იღწვოდა თავისი მიზნისკენ. მამამისი მეფე რიუნგის მამის ჯარების მთავარსარდლის მარჯვენა ხელი გახლდათ. თავად რიუნგი კი ბაზარში საკუთარ ბოსტანში მოყვანილ პროდუქტს ჰყოდდა და ამით ედგა სული მის წვრილშვილს. ჰვანი პირწმინდად მეფური წარმოშობისა ბრძანდებოდა ოდითგანვე, მის გვარში სხვა არაფერი ერია, თუ არა ოქროს სისხლი, რომლის ჩქეფასაც იბრალებენ ძარღვებში კანგები. თორემ, ისე ვინ იცის, ვინ არის მტყუან-მართალი.
YOU ARE READING
Behind The Revenge/შურისძიების მიღმა
Fiction Historique"შურიძიების მიღმა ყოველთვის დგას რაღაც. ხშირად, თვითონ შურისძიებაზე ძლიერიც". ავტორი