💜2🩷

91 7 2
                                    

ღამის პირველი საათი იქნებოდა. სრულ სიბნელეში იჯდა და მხოლოდ სავსე მთვარის ანარეკლი მოჩანდა. სიგარეტის კვამლი ამ მცირედ შუქზე კიაფობდა. უეცრად ეზოში შუქი აინთო, ამან ალექსანდრას ყურადღება მიიქცია და გადაწყვიტა მის პატარასთან ცოტახანი მაინც გაეტარებინა, მარტოს.

მილის ჩუმად, უკნიდან მიეპარა, თუმცა ძალიან ბუნებრივად და ნაზად წელზე მოეხვია.

მილის თითქოს არც გაკვირვებია, ასე რომ არც მოიშორა.

- ორჯერ მიმატოვე.

- მერწმუნე არ მინდოდა, ვალდებული ვიყავი.

ალექსანდრას მისი სუნელის შეგრძნების წყურვილი კლავდა და თავი აღარ შეიკავა. თავი მის კისერში ჩარგო და მშივდად შეიგრძნო, თუმცა ამან არ დააკმაყოფილა და მოწყვეტით აკოცა კისერზე. შემდეგ შემოაბრუნა და მის ტუჩებს დაეწაფა. მილის არ უნდოდა შეეწყვიტა, თუმცა გრძნობდა, რომ ასე უფლებას მიცემდა გაემარჯვა. ხოლო შეიძლებოდა ისევ გაუფრთხილებლად დაეტოვებინა და გული ეტკინა მისთვის. ხელი კრა, მოიშორა და სუნთქვა მოითქვა.

- ახლა კი უბრალოდ დაბრუნდი? სამუდამოდ?

- კი და არა.

- ანუ მალე წახვალ.

-აქედან კი, სახლი ვიყიდე. არ მიყვარს ხალხმრავლობა. მშვიდ გარემოში მირჩევნია ყოფნა.

- კარგია, ესიგი შენი ნახვა აღარ მომიწევს. უკვე ყელში ხარ.

მილი ჩქარი ნაბიჯებით სახლისკენ მიიწევდა. ალექსანდრა დაეწია და საუბარი განაგრძო.

- ოჰოო, მეგონა მსგავსი საუბარი არ შეგეძლო. ბევრად კეთილი ჩანდი.

- სიტუაციასა და პიროვნებას გააჩნია, უგულოებთან თავი კარგად რატომ წარმოვაჩინო?!

მილი სახლში შევიდა და კარი ხმაურიანად მოაჯახუნა.

***

მეორე დღეს ალექსანდრა ისევ გაქრა. მილი არ ცდებოდა. ის ასეთია და ვერასდროს ვერ შეიცვლება.

flower bloom in your heart.Where stories live. Discover now