რა შეიძლება, ორ შორეულ, თუმცაღა ერთობლივ კომბინაციაზე უკეთესი იყოს? მაგალითად უზარმაზარი ზღვის ხედი და ყვავილებით მორთული რესტორანი. მშვიდი ჰარმონიური კლასიკური მუსიკა და ფრინველების ჭიკჭიკი. ეს ხომ სასიამოვნო და ამავე დროს, ძალიან რომანტიკულ ატმოსფეროს ქმნის. მილი და ალექსანდრა ერთად სავაღშმოთ წავიდნენ.
"ასეთი სილამაზის გამო უნდა იჭერდნენ ხალხს და სამუდამოდ კეტავდნენ, როგორ შეუძლია ასეთი კარგი იყოს?"
მილი ლექს შესცქეროდა და აკვირდებოდა მის ტუჩებს, თმას როგორ ისწორებდა, თითქოსდა დააჰიფნოზეს.
- მილ პატარავ კარგად ხარ?
- ჰა? კი, კი. კარგად ვარ.
მილი ნამდვილად დაბნეული იყო, თითქოს ტრანსიდან გამოერკვა.
- უბრალოდ, ცოტათი გადაღლილი და დაბნეული ვარ.
- აქ მაგისთვის ვართ, რომ განვიტვირთოთ.
მილიმ გაუღიმა და ფეხზე ფეხი შეახო.
- ესეიგი "განსატვირთად" მომიყვანე.
ალექსანდრემ ჩაახველა და სიცილი დაიწყო.
- ძალიან მაცდური წინადადებაა. ხო მართლა, დარწმუნებული ხარ, რომ არაფრის დალევა არ გინდა როგორც წესი თავს ალკოჰოლისგან არ იკავებ ხოლმე.
- ისევ რამე ჩაიფიქრე?!
- რას გულისხმობ?
- შენთან ერთად რომ ვსვამ, რატომღაც ყოველთვის შიშველს მეღვიძება...
- და რა არ მოგწონს?
ალექსანდრემ თვალი ჩაუკრა, თუმცა მილმა მისი მზერა აირიდა.
- ნუ ხარ ასეთი სასტიკი, დღეს ჩემი შურისძიების დროა.
- დღეს შენს ხელში ვარ პატარავ.
"შეიძლება უკანასკნელადაც"
ჩაიჩურჩულა ალექსანდრამ.***
"ერთად ბედნიერები ვართ, მაგრამ ზოგჯერ ბედნიერება უბედურების მომტანია. ნუთუ შესაძლებელია მშვენიერ, აღუწერელი ზღაპარი კოშმარად იქცეს? თუმცა შეიძლება კარგი დასასრული არ არსებობს...
მილ პატარავ, მართლა ძალიან მიყვარხარ. და მინდა გთხოვო, რომ მაპატიო. სამუდამოდ ერთად მინდოდა ვყოფილიყავით, მაგრამ როგორც ჩანს უბრალოდ ყველა და ყველაფერი ჩვენს დასაშორებლად იბრძვის. უნდა დამივიწყო და ბედნიერად იცხოვრო.""რომ მცოდნოდა ეს უკანასკნელი ღამე იყო, უფრო მეტად ჩაგეხუტებოდი, არა არ გაგიშვებდი. არასოდეს მიგცემდი ამის უფლებას, მაგრამ ისევ მიმატოვე. პირველმა სიყვარულმა ალბათ შეუძლებელია დიდხანს გასტანოს. მენატრები!"
!დასასრული!
ცხოვრება ყოველთვის მშვენიერი არაა
YOU ARE READING
flower bloom in your heart.
Romanceისტორია ბავშობის სიყვარულზეა, რომელიც ერთხელაც უეცრად დასრულდა. თუმცა ისინი იზრდებან და ისევ "სრულიად შემთხვევით" გადაეყრებიან ერთმანეთს. საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები? girl X girl