აწ უკვე საკუთარ კაბინეტში, გადაღლილი სავარძელში კომფორტულად ესვენა. ღამის 12 იქნებოდა საათი. მეორე პატიმარი უკვე ზედმეტი იყო მისთვის, თან ციხეში უფრო ძნელია მიხედო პაციენტს, ვიდრე ნებისმიერ სხვა ადგილას. სიჩუმეში ცდილობდა ცოტა მოესვენა და შუქიც კი ჩააქრო კაბინეტში. უეცრად კარის ჩუმი ჩამოწევის ხმა იგრძნო. არ შეიმჩნია და ვითომ მოიმძინარა თავი. ოთახში ჩუმი ნაბიჯებით ჯონი შემოვიდა. თეჰიონს სხვა მოლოდინები ჰქონდა, მაგრამ ჯონმა მხოლოდ მის წინ მყოფ სავარძელზე ჩამოჯდა. თეჰიონი ამჩნევდა ჯონის მიშტერებულ მზერას.
_ რამდენ ხანს აპირებ ჩემს ასე ჩუმად ყურებას?- უეცრად გააჟღერა თეჰიონმა, ჩუმად სიტყვები. ჯონმა უეცრად შეკრთა, მაგრამ არ შეიმჩნია.
_ ექიმო, შენ უნდა გკითხო?- უთხრა ვითომ კბენით მაგრამ ამავდროულად საყვარლად ეს წინადადება და თვალები დახუჭა.
_ დაცვა, არ მომწონს ბიჭები!- თქვა და ჯონი დააბნია.
_ ასე პირდაპირი ნუ იქნები ხოლმე ექიმო!- წამოდგა და თეჰიონისკენ წავიდა. თეჰიონი უკვე ხვდებოდა, რაც ელოდა, მაგრამ ჯონმა მის უკან მყოფ ფანჯარას მიუახლოვდა და გამოაღო.- იმედების გაცრუება ყველას გამოსდის!- დაამატა და სუფთა ჰაერი ჩაისუნთქა. თეჰიონმა წამოდგა და ჯონის უკან მდგომმა ნელა ჩაისუნთქა სუფთა ჰაერი. ჯონი ნამდვილად თავდაჯერებული ბიჭია, მაგრამ ასეთ ექსტრემალურ სიტუაციებში პატარა ყურცკვიტას გავდა. მისკენ შეტრიალებას ვერ ბედავდა ჯონი, მაგრამ არც სურდა.
თეჰიონმა ჯონს უფრო მიუახლოვდა და ფანჯარაც მიხურა. მოსცილდა და კაბინეტში შუქი აანთო.
_ გეთანხმები!- ჯონს გაეცინა და თეჰიონის სავარძელზე დაესვენა. თეჰიონმა ამაზრზენად შეხედა. უეცრად თეჰიონის ტელეფონზე ზარი დაირეკა. ტელეფონს მიუახლოვდა თეჰიონმა და უპასუხა.
_ გისმენთ.
_ უფროსი ვარ. ჩემს კაბინეტში შემოდი ახლავე!- თეჰიონმა ჯონისკენ თვალი გააპარა, ჯონი უკვე ზედმეტად გაბრაზებული შეჰყურებდა ტელეფონს.
_ აუცილებლად!- უთხრა და ტელეფონი დაკიდა. ჯონს გაკვირვებისგან თვალები გაფართოვებოდა. თეჰიონმა მობეზრებით ჩამოჯდა სავარძელზე და თვალები დახუჭა.
_ რას აკეთებ? ან რატომ დათანხმდი ან რას გძინავს?- გაბრაზებით უთხრა ჯონმა თეჰიონს და წამოდგა.
_ შენვე უნდა შეხვიდე მასთან და შეატყობინო, რომ მე გამოძახება მაქვს და ვეღარ მივალ. თუ რაიმე აინტერესებს შენ გითხრას* უთხარი ეს გადმოგეცი- ჯონს გაეცინა.
_ ჭკვიანი ხარ, მაგრამ ყოველთვის არ გამოგადგება, ისიც ჭკვიანია.- თან გავიდა კაბინეტიდან.
თეჰიონმა ტელეფონი ჯიბიდან ამოაძვრინა და გადარეკა.
_ Listen... I'm not going to explain all this again, I'm too tired already.-გაჩერდა და ყურში ის არასასურველი სიტყვები, რომ იგრძო ტელეფონი გათიშა.- This mother too...what did I do wrong?!- თქვა ინგლისურად, ტელეფონი მაგიდაზე მიაგდო და აწ უკვე სამსახურის ტელეფონი აიღო. ჯონს გადაურეკა. ჯონმა თან უპასუხა და თან კაბინეტის კარებიც შეაღო.
_ გისმენ- უთხრა და ტელეფონი ჯიბეში მოათავსა.
_ რაო? რაუნდოდა?- თქვა და თავის სავარძელზე წამოწვა.
_ გაგიკვირდება და საბუთები გამომატანა- სიცილიც დააყოლა.
_ აბა შენ რას ელოდი?- თქვა თეჰიონმა და მანაც ჩაიღიმა.
_ რაიმე რომანტიულს.- უეცრად ხასიათი მოეშალა თეჰიონს სახიდან და მშვიდად წარმოთქვა.
_ არ მინდა იმედები გაგიცრუო, მაგრამ მყავს ადამიანი, რომელიც მიყვარს. და მინდა ჩემს მიმართ თანამშრომლობის გარდა სხვა რამეს არ გრძნობდე.- თან თვალები გაახილა. ჯონი თვალებში არც უყურებდა.
_ არც ვაპირებდი არაფერს. მე ასეთი ადამიანი ვარ! მიყვარს ადამიანებთან გართობა.- თქვა ზედმეტად საწყენად თეჰიონისთვის. თეჰიონს რაღაც, სიცარიელის შეგრძნება დაეუფლა. ჯონს თითქოს ნერვები ჰქონდა მოშლილი, გავიდა ოთახიდან. თეჰიონმა საბუთების ლაგება დაიწყო. უხასიათობამ მთელ საღამოს გასტანა.
დილის 7 იქნებოდა საათი, რომ თეჰიონის ოთახში ჯონმა შევიდა. თეჰიონს ახალად ჩასძინებოდა და დაღლილმა ვერც კი შეიტყო კარის ხმა. ჯონმა ფრთხილად მოთავსდა თეჰიონის წინ მყოფ სავარძელზე და თეჰიონის ცქერა დაიწყო. მის ყოველ ნაკვთს აჰიპნოზებდა. პაწაწინა ცხვირი, ანგელოზივით პატარა სახე, გამაგიჟებელი ტუჩები და ლამაზი თმები. ხვდებოდა, რომ ბევრი ტყუილის თქვა მოუწევდა თეჰიონთან მუშაობის დროს. საკუთარ თავთანაც მოტყუებული რჩებოდა. რამდენად დეფორმირდა ჯონის გული რამოდენიმე საათში?! ვერც წარმოიდგენთ როგორ ლოდივით აწევს ჯონს ეს აღუწერელი გრძნობა, ახლა გულს, რომ უთბობს. მაგრამ ყველაფერი ასე გადურჩენელი არ არის. ყურების დროს უეცრად თეჰიონმა თვალები გაახილა. ჯონმა გაშეშდა და გამკრთალი თვალებით შეჰყურებდა თვალებდაჭყეტილ თეჰიონს.
_ მეტი საქმე არ გაქვს?- უთხრა და თან წამოჯდა სავარძელზე. გაზმორვა და დილის რუტინული ამომთქნარება არ დავიწყებია. ჯონს გაეცინა.
_ შეყვარებული გირეკავდა!- უთხრა იმდენად რეალურად, რომ მანაც დაიჯერა ამ სიტყვების რეალობა. თეჰიონმა შეკრთა და ტელეფონის ძებნა დაიწყო. ყველგან შეიმოწმა და ბოლოს გაღიმებულ ჯონს მოჰკრა თვალი.
_ მომეცი- ზედმეტად ლაკონურად და მშვიდად უთხრა ჯონს ეს მოკლე სიტყვა ჯონს.
_ ტყუილების თქმას უნდა მოეშვა!- და ეს იყო თეჰიონის დარტყმა. გული გაუჩერდა თუ იმდენად სწრაფად უძგერდა, რომ ვერც გრძნობდა, ვერ მიხვდა. ჯონის ზედმეტად საწყენი თვალები თეჰიონსაც სტკენდა გულს.
_ ჯონ ჯონგუკ ჩემი სამსახური დასრულდა, შესაბამისად არც შენ ხარ ამ წამს ჩემი დაცვა, შეგიძლია ოთახი დატოვო და ასევე ტელეფონიც.- თქვა და წამოდგა. ცდილობდა დაემალა, რამდენად ნერვიულობდა თვითონაც ამ წამს. ჯონს უეცრად სიცილი აუტყდა. თეჰიონი თვალებში აღარ უყურებდა, ზედმეტად დაბნეულობისგან კი შეიძლება ახლა დავარდნილიყო ძირს.
_ აპირებ უკან დაბრუნდე?- უთხრა ირონიულად და ხმა გაიმკაცრა. წამოდგა კიდევაც. თეჰიონმა კარადა გამოაღო და თავისი თეთრი ხალათი დაკიდა, იმის მაგივრად რომ პასუხი გაეცა ჯონზე. ჯონმა საბოლოოდ ამოისუნთქა. ტელეფონი მაგიდაზე დადო და ოთახი სასწრაფოდ დატოვა. კარის მოხურვის ხმა გაიგო თუ არა, თეჰიონმა ღრმად სუნთქვა დაიწყო. ტელეფონს სასწრაფოდ ეცა და შეტყობინებები შეამოწმა. ტელეფონში ნახულმა კი იმდენად გააბრაზა და თან გააგიჟა, რომ ტელეფონი მოიქნია.
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
Thimothe- Your mother too, Taehyung. Come and talk to me for sure, otherwise you will regret everything!
YOU ARE READING
Sudden Changes(taekook)
Fantasyგაუცხოებულ სამყაროში ყოვლად ყველაფერს ლეგენდებს აწერენ. რის გამოც დღემდე არ მიიჩნევენ ,,მებრძოლეებს" ნამდვილ არსებებად. შესაძლოა არც იცოდნენ კიდევაც ვინები არიან ეს არსებები. მებრძოლეები არიან ადამიანთა ის რანგი, რომლებიც დაჯილდოვებულნი არიან ძალით...