თეჰიონმა სახლში შეიყვანა ჯონი და თავის აპარტამენტში მყოფ სავარძელზე მოათავსა. შემდეგ წამოდგა და სამზარეულოდან წყალი შემოიტანა. მიუახლოვდა მწოლიარე ჯონს და მის წინ ჩაიმუხლა.
_ ჯონ...წყალი უნდა დაგალევინო!- თავი წამოაწევინა და წყალი მოასვა. ამის შემდეგ სასწრაფოდ წამოდგა და სამზარეულოში რაღაცის მზადება დაიწყო. სულ რაღაც ათ წუთში ჯონის წინ მყოფ მაგიდაზე საჭმელიც მოათავსა. გვერდით მიუჯდა და საუბარი დაიწყო.
_ გეყოფა ამდენი მსახიობობა. წამოჯექი და ჭამე.- თქვა მკაცრად და ტელეფონი გახსნა. შეტყობინებებს გადახედა და გაწბილებულიც დარჩა.
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
Thymothe- taehyung! I swear i'll kill him and after that i'll kill myself!
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
არ იცოდა რა მიეწერა, ამიტომაც დაურეკა. ჯონმა დარეკვის ხმაზე თვალები დაჭყიტა.
_ გისმენ!- გაისმა ტიმოთეს გაბრაზებული ხმა.
_ რას აკეთებ?!- ასევე გაბრაზებით და კითხვით შემოუძახა თეჰიონმაც.
_ მე რას ვაკეთებ?! მე ვერაფერს თეჰიონ. ვუყურებ ჩემს შეყვარებულს ვიღაც ტიპთან ერთად, რომელიც საკუთარ სახლში აჰყავს და საერთოდ ვერაფერს ვაკეთებ. გარდა ნერვების ჭყლეტისა და საკუთარ თავზე ბრაზისა!- თეჰიონმა გაიცინა.- რა გაცინებს?! რაიმე სასაცილოს ვყვები და არ ვიცი?!- ზედმეტად გაბრაზებით მიმართა, რამაც თეჰიონიც გააბრაზა.
_ უბრალოდ დაიძინე და მოგეშვება, გაიგე?!- თქვა და ტელეფონი გაუთიშა თეჰიონმა. თავი სავარძლის საზურგეს მიადო და ზედმეტად ნერვიული სახით ისევ ჯონს გახედა.
_ რატომ არაფერს არ უხსნი?- უეცრად ხმა ამოიღო ჯონმაც. თეჰიონს არც გაჰკვირვებია.
_ რა უნდა ვუხსნა? ის რომ მე ჩემი ცხოვრება მაქვს და ერთ-ერთი პუნქტი ურთიერთობაში, რაც მას ავალია, არის ის, რომ ჩემს აზრს პატივი სცეს? ვერ ვხვდები ამის მისახვედრად აუცილებელია, რომ პირში ჩავძახო, ჯონ?- ჰკითხა და ამოიოხრა.
_ არვიცი ის...არ გიმსახურებს თეჰიონ! მაინც და მაინც მაფიოზთან რატომ დაიჭირე ურთიერთობა?- თეჰიონმა ზედმეტად ჩვეულებრივად მიიღო ეს შეკითხვა. დაფიქრებაც კი არ უცდია.
_ დაივიწყე და ჭამე!- თქვა და ოთახიდან გავიდა. ჯონმა მშვიდად წამოჯდა და ჭამას შეუდგა. რამოდენიმე წუთის გასვლის შემდეგ ჯონმა მიხვდა, რომ თეჰიონი უკან შემოსვლას არ აპირებდა, ამიტომ წამოდგა და თავისით შეიტანა დასვრილი ჭურჭელი სამზარეულოში. სადაც თეჰიონი დახვდა, თავის კომპიუტერში ჩამძვრალი. ჯონმა ხმის ამოუღებლად მიუახლოვდა თეჰიონს და ცქერა დაუწყო მის კომპიუტერს. კომპიუტერში რაღაც ვებსაიტი ჰქონდა გახსნილი და დეკლარაციებს აკეთებდა, რაც ჯონმა თავისი გამოცდილებიდან კარგად გაიგო. თეჰიონი ძალიან ჩართული იყო საკუთარ საქმეში, ამიტომაც ყურადღებას არ აქცევდა მასზე მაცქერალ ჯონს. ასეთ ყურებაში თეჰიონის გვერდით ჩამოჯდა და უფრო ახლოდან დაუწყო კომპიუტერში ცქერა. თეჰიონმა უეცრად დაიბნა და შეჩერდა. ფრთხილად მოატრიალა თავი ჯონისკენ და თვალებში ჩააცქირდა. ჯონმაც არ დააყოვნა და თვალებში უფრო კარგად დააცქერდა.
_ რას აკეთებ?- მშვიდად დასვა შეკითხვა თეჰიონმა და ისევ კომპიუტერს შეხედა.
_ რა ვიცი ალბათ მოვიწყინე და კომპიუტერს ჩავაცქერდი.- თეჰიონმა კომპიუტერი დახურა და ახლა მთლიანად სკამიანად შებრუნდა ჯონისკენ.
_ როგორც ჩანს მორჩი, ამიტომ შეგიძლია სახლში წახვიდე.- ჯონმა უეცრად დაფიქრდა და წამოდგა. ბევრი გამოშტერებული ფიქრის შემდეგ სიცილი აუტყდა, თეჰიონსაც გაკვირვებული სახით შეხედა.
_ თეჰი....მე შევიშალე თუ შენ? დღეს კვირაა.- ღიმილით უთხრა. თეჰიონმა ზედმეტად გაიაზრა რასაც ჯონი ეუბნებოდა.- სამსახურში რატომ მიდიოდი?- თვალები გააფართოვა და ისევ ჩამოჯდა. თეჰიონმა ამოიოხრა და წამოდგა. მაცივარს მიუახლოვდა, იქიდან კი წყალი გამოიღო.
_ განაცხადის დასაწერად!- თქვა მშვიდად და წყალი მოსვა. ჯონმა დაიძაბა.
_ რა განაცხადის?- თვალები ზედმეტად დააწვრილა და მანაც წამოდგა.
_ სამსახურიდან წასვლის!- ისე საუბრობდა თითქოს არაფერი. რაც ჯონს შლიდა ნერვებზე. უეცრად თეჰიონის ხელში მყოფი ჭიქა, ჯონის ხელში აღმოჩნდა და ჭიქაში მყოფი წყალი ჯონის ხახაში. შეშლილივით იქცეოდა ჯონი, რასაც თეჰიონიც ამჩნევდა.- წყალი...?- ცარიელი ხელი ჰაერში გაეჩერებინა თეჰიონს და შეჰყურებდა.
_ შევიშლები იცი? რას ნიშნავს სამსახურს ტოვებ?- ჭიქა ისევ ხელში ჩაუდო და მის წინ მყოფ კარადაზე ჩამოჯდა. თეჰიონმა კიდევ ერთხელ ამოიოხრა და ჯონის წინ უფრო ახლოს მივიდა. ხელები ჯონის ირგვლივ მოათავსა და თვალებში ჩააცქირდა.
_ იცი მომწყინდა აქაურობა და სხვაგან წასვლა გადავწყვიტე...ტიმოთესთან ერთად!- ძალიან მწარედ დაამატა ბოლო ორი სიტყვა ჯონისათვის. ჯონმა აცრემლებული თვალებით თეჰიონის თვალებს დააცქირდა. გაბრაზება და იმედგაცრუება ერთიანად გამოსახვოდა სახეზე ჯონს. უეცრად სახით თეჰიონისკენ მიიწია და ტუჩებზე დააცხრა.თეჰიონმა ვეღარ შეძლო გაქანება დაბნეულობისგან.
მალევე მოიშორა და მას ორი ნაბიჯით განშორდა. თვალებში აღარ შეჰყურებდა ჯონს. ზედმეტად შეშფოთებული ჩანდა, რამაც ჯონი შეაშინა. მიხვდა საკუთარ შეცდომას მაგრამ...უკვე გვიანი იყო. თეჰიონმა სასწრაფოდ გავარდა სამზარეულოდან და სააბაზანოს კარები მოიკეტა. სარკის წინ დადგა და საკუთარ სახეს შეხედა. წყალი მოუშვა და სახის დაბანა დაიწყო. სანამ სახე არ მოიცილა იბანდა. ბოლოს კი როგორც იქნა გამოვიდა სააბაზანოდან და როცა მიხვდა, რომ მთლიან სახლში მარტოდ იყო, სავარძელზე დაწვა. ტიმოთეს დაურეკა და თვალები მინაბა.
_ რა გინდა?- თქვა ზედმეტად გაბრაზებული ხმით ტიმოთემ.
_ ტიმ შეგიძლია სახლში მოხვიდე?- თქვა ძალიან სუსტი ხმით თეჰიონმა.
_ რატომ ტრაკი აგტკივდა და გაგახსენდი?- თეჰიონმა ზედმეტად შეურაცხმყოფელად მიიღო ეს სიტყვები ტიმოთესგან და ტელეფონი გათიშა, გათიშა და ოთახის ბოლოს მოიქნია. წამოდგა და სახლი დატოვა. გერმანიის ერთ-ერთ უდიდეს ტბასთან მივიდა და იქ ჩამოჯდა. ხვდებოდა, რომ არავინ აღარ სურდა, მხოლოდ საკუთარი თავი და მიზნები. ღრმად შეისუნთქავდა და გამოისუნთქავდა ჰაერს თეჰიონი. ცდილობდა გაეაზრებინა და მიმხვდარიყო საკუთარ ყოველ შეცდომას ურთიერთობებში. საკუთარ თავშივე იპოვა ყველა პრობლემა და ცდილობდა გამოსწორების გზები გაეთვალა. ამერიკიდან გერმანიაში წასვლა ძალიან ცუდი შეცდომა გახლდათ. ღამის 3 იქნებოდა საათი, როცა სახლში დაბრუნდა. კარები, რომ შეაღო მიხვდა, რომ მის გარდა იქ კიდევ ვიღაც იმყოფებოდა მაგრამ არ შეიმჩნია. კარი მოკეტა და მოსაცმელი გაიძრო. სადმე არ შეუხვევია, პირდაპირ სააბაზანოში შევიდა და ტანი გადაივლო. გამოსული მხოლოდ ტანსახოცით ოთახისკენ მიემართებოდა, როცა წინ ტიმოთემ გამოეცხადა. თეჰიონმა თვალებში შესახედადაც კი არ ჩათვალა და საპირისპირო კუთხეს წავიდა. ტიმოთემ შეჩერება სცადა მაგრამ თეჰიონმა მოიშორა. ოთახში შევიდა და მთლიანად შიშველმა ჩაცმა დაიწყო, რასაც ტიმოთეც უყურებდა. გაბრაზებული და ნაწყენი თეჰიონის ეს სიჩუმე ტიმოთესთვის ახალი არ გახლდათ. შიშველი თეჰიონის ყურება ადვილი არ გახლდათ. მაგრამ ტიმოთე პირიქით ძალიან ჩვეულებრივად შეჰყურებდა.
_ რამდენ ხანს აპირებ ჩუმად ყოფნას?- თქვა აწ უკვე თეჰიონის საწოლზე მოთავსებულ ტიმოთემ. თეჰიონმა პირველად შეხედა თვალებში, მაგრამ არა ისე თბილად, არა ისე ღიმილით, არამედ ძალიან ნაწყენი და გაბრაზებული თვალებით.
_ რატომ მოხვედი?- თქვა და ჩაცმულმა ტიმოთეს გვერდით საწოლზე წამოწვა გულაღმა. ტიმოთემ შეხედა და მისკენ გადაბრუნდა.
_ მაპატიე...გაბრაზებული ვიყავი და რაღაც მოვბოდე. ყველაზე უზრდელი ადამიანი ვარ ამ ქვეყნად, ვიცი არ ვიმსახურებ ახლა შენს გვერდით წოლას. მაგრამ მაპატიე. ის...ჯონგუკი ძალიან მაბრაზებს. თან დღეს...- გაჩერდა და საუბარი აღარ გაუგრძელებია. თეჰიონმა ძალიან დაინტრიგდა და მანაც გადაბრუნდა ტიმოთესკენ.
_ დღეს? რა?- თქვა ძალიან გაკვირვებული თვალებით თეჰიონმა,
თან წამოჯდა.
_ არაფერი, უბრალოდ ვესაუბრეთ.- თქვა და მანაც წამოჯდა.
_ უბრალოდ თქვენ არ ისაუბრებდით, თქვი ან წადი, უკვე ნერვებს მიშლი.- უთხრა და ისევ წამოწვა. ტიმოთეს ყოველთვის აშინებდა თეჰიონის ის ნაწილი, რომელსაც ადვილად შეეძლო მისი გაშვება და დავიწყება.
ამიტომ უბრალოდ საუბარი დაიწყო.
_ დამირეკა და მკითხა სად იყავი. მე კი პასუხი გავეცი. მეტი არაფერი.- თქვა და საკოცნელად წავიდა თეჰიონისკენ, მაგრამ თეჰიონმა შეაჩერა.
_ არ გინდა!- ძალიან მშვიდად თქვა და თვალები აარიდა.
_ თეჰი...აღარ გიყვარვარ?- უთხრა და თვალებში შეხედვა სცადა. თეჰიონმა ძალიან გაკვირვებული თვალებით შეხედა ტიმოთეს. ნერვებ მოშლილმა კი საერთოდ ოთახიდან გავიდა. ტიმოთემ კი უბრალოდ ნერვებ მოშლილმა საწოლზე ხელის გამწარებით რტყმა დაიწყო. რამოდენიმე წამში კი თეჰიონის უკან აღმოჩნდა. აივანზე მყოფი თეჰიონი, თვალებ მინაბული ცდილობდა დამშვიდებულიყო დღევანდელი საშინელი გრძენვადიანი სერიის შემდეგ. ტიმოთემ მის უკან მივიდა და მშვიდად მიეხუტა.
_ შეგიძლია ამ ჩახუტების შემდეგ მომკლა, გავუძლებ!- თქვა ტიმოთემ და თავი თეჰიონის მხარზე მოათავსა. რამდენიმე წუთით ასე იყვნენ შემდეგ კი თეჰიონმა შემოუტრიალდა. მხრებზე ხელები მოუთავსა და თვალებში ყურება დაუწყო. და ამ წუთს, ამ წამს, მიხვდა, რომ იმ თვალებს, რომელსაც უკვე ათი წელი უცქერდა და ყოველ შეხედვაზე გული სწრაფად უძგერდა, დღეს ყველაფერი წაეშალა. თან ისე, რომ აქამდე ვერც კი შეემჩნია. უყურებდა და ყველაფრის მაგივრად, ვერაფერს გრძნობდა. ამის გამო ძალიან დასევდიანდა და ცრემლებიც კი წამოუვიდა. ტიმოთემ შეამჩნია თეჰიონის ცრემლები და თავი დაიდანაშაულა.
_ ახხ...ნუ ტირიხარ! ღირსი არ ვარ!- უთხრა და ცრემლები მოწმინდა. თეჰიონმა კი ხელებიც მოაცილა ტიმოთეს. მთლიანად გაეცალა და თვალებში აღარ შეჰყურებდა. თვალებ ამღვრეულმა თავის ოთახში ჩაიკეტა. აღარ იცოდა რა გაეკეთებინა. აქამდე ხომ უყვარდა, ახლა რა დაემართა. რატომ ვეღარ გრძნობს იგივე გრძნობებს მის მიმართ. თუ...უბრალოდ მის მიმართ...არა, მან იცოდა, რომ უყვარდა. საკუთარ თავზე მეტად. მაგრამ ის გრძნობა, რომ ყველაფერი დასრულდა გულს უწვავდა. ტირილიც კი აღარ გამოსდიოდა. არ იცოდა რა გაეკეთებინა. ვერ ისვენებდა. დაძინება სცადა, მაგრამ ამაოდ. ბოლოს ტელეფონი ამოაძვრინა და დილის 9 საათზე ჯონგუკს დაურეკა. არ იცოდა რას აკეთებდა. მაგრამ გრძნობდა, რომ საუბარი სჭირდებოდა. პასუხისთანავე საუბარი დაიწყო.
_ შენი აზრით, დავიწყებას რა ფერი აქვს?- თქვა ძალიან მშვიდად. ჯონმა დაიბნა, მაგრამ მოეწონა, რომ თეჰიონი ამ კითხვას მას უსვამდა.
_ ალბათ, ნაცრისფერი!- თქვა დაუფიქრებლად. თეჰიონმა კი სააბოლოოდ მართლაც იგრძნო თავის მუცელში ნაცრისფერი გრძნობა.
_ რატომ?- თითქოს წინადადება სისუსტის გამო ვერ დაასრულა.- ასე ადვილად, რატომ გვავიწყდება ადამიანის მიმართ გრძნობები?- თქვა და თან ჯონმაც იგრძნო, რამდენად ცუდად გრძნობდა თეჰიონი ამ წამს თავს. ხმა ვეღარ ამოიღო. თითქოს ამ წამს არ გაეღვიძა, თეჰიონის ზარის გამო.
_ ალბათ იმიტომ, რომ ეს გრძნობები რეალური არ ყოფილა. ის შენ შეჰქმენი შენი გონებით და ადვილადაც ივიწყებ.- თეჰიონს ამ სიტყვებზე ცრემლები მოადგა. ამოიოხრა და ფანჯარაში გაყო თავი. ოთახში მყოფი ერთი კვირის, ტიმოთეს დატოვებული, სიგარეტი გააბოლა.
_ მაშინ მათ მე რეალურად როგორ ვგრძნობდი? იმდენად, რომ ახლა მთელი გული მეწვის მისი დაკარგვის გამო.- ჯონი ვერ ხვდებოდა ვისზე საუბრობდა თეჰიონი, მაგრამ იმას ხვდებოდა, რომ მასაც სტკიოდა მისთან ერთად.
_ რეალური მხოლოდ შენ ხარ და ის სახლი სადაც ცხოვრობ. გრძნობებს რეალურს როგორ უწოდებ? ისინი ისე ქრებიან, როგორც ზამფხულს აორთქლებული წყლის წვეთები ფანჯარაზე. უბრალოდ საკუთარ თავს უნდა აპატიო და მიხვდე, რომ ამ სამყაროში, რაღაცის დაკარგვა, სიკვდილს არ ნიშნავს. მათ გარეშეც უნდა ისწავლო ცხოვრება.- თეჰიონმა
გაბოლებას ირონიული სიცილი მიაყოლა. რაც ჯონგუკს აგიჟებდა ამ დილით.
_ ჯონ...ფიქრობ, რომ ჩემი დავიწყება ერთ წამში შეგიძლია?- ეს ჯონისთვის ძალიან დამაბნეველი კითხვა გახლდათ. ვერც გაიაზრა თეჰიონისგან ეს სიტყვები. თითქმის 5 წუთი ორივე სიჩუმეში ფიქრობდნენ. მაგრამ ამათ შორის ერთი მისივე გამჭრიახი გონებით საკუთარ გრძნობებს ძალით კლავდა.
_ მე..არ ვიცი. არამგონია შენი დავიწყება, ერთ წამში ვინმეს შეეძლოს!- თქვა და თეჰიონის ღიმილიც გამოიწვია.
_ ანუ არ გინდა, რომ მხოლოდ სუბიექტურად ისაუბრო. კარგი!- თქვა და კიდევ გააბოლა.
_ თემებს ძალიან მალე ცვლი, შეგიძლია ცოტა ნელა მაინც მიყვე?- თქვა ჯონმა და დაბნეულმა გაიცინა.
_ შენთან საუბარმა ფიქრები შემიცვალა!- თქვა და წამოწვა. ჯონს ესიამოვნა ეს ყოველივე. ხვდებოდა, რომ თეჰიონისადმი დამოკიდებულება უფრო უმძაფრდებოდა.
_ ყოველთვის შეგიძლია დამირეკო!- თქვა მშვიდად და ზედმეტად თბილად. თეჰიონს ეს ყოველივე ძალიან სიამოვნებდა. ამ წამს ტიმოთეც დაავიწყდა და მის მიმართ გრძნობებიც.
_ არ ვიცი საერთოდ ღირს ცხოვრება ამად?- საკუთარ გრძნობებში გაურკვევლობას ჯონი ულაგებდა.
_ გააჩნია რად?!- ჯონმაც მშვიდად მიმართა და თვალები მინაბა. აფორიაქებული სული დამწყნარებას ლამობდა, მაგრამ თეჰიონი ხვდებოდა, რომ რაც უფრო სასიამოვნო ხდებოდა ჯონთან საუბარი, მით უფრო უფორიაქდებოდა გული.
_ ჩემად!- გაბოლება ძალიან ხმამაღლა მოუვიდა, რაც ჯონმაც კარგად გაიგონა და შეამჩნია.
_ ეწევი?- მსუბუქი და ბოხი ბგერები ამას ყოვლად ამტკიცებდა.
_ ამ წამს კი და ზოგადად არა!- თქვა და კიდევ ერთხელ გააბოლა.
_ აბა სიგარეტი სად ნახე?- ძალიან მტკივნეულად გასახსენებელი გამოდგა თეჰიონისთვის ეს სიგარეტი.
_ ტიმ...მისია, ერთი კვირის წინ მომცა!- ჯონმა წარბები აზიდა.
_ ტიმოთე სად არის ამ წამს?- დაამატა და თეჰიონს კიდევ ერთხელ ეტკინა გული საკუთარი უგუნურობის გამო.
_ ის...აქ იყო და გავუშვი! ღამის 6-ისკენ მოვიდა სახლში!- საუბრობდა ისე თითქოს საკუთარ თავს ესაუბრებოდა. იმდენად გახსნილად, რომ რაიმეს დამალვა გულში არ გაუვლია. ჯონს ეს ყოველივე ძალიან აკვირვებდა, მაგრამ ცდილობდა თეჰიონისთვის არ შეემჩნია.
_ არ გეძინება?! მთელი ღამე გღვიძავდა- ჯონმა ზედმეტად ხრიწიანი ხმით უთხრა.
_ არა! დღეს მივწერ უფროსს და სამსახურს გავაგდებ! წავალ ნიუ-იორკში და ბიზნესს მივხედავ.- თეჰიონმა ოთახიდან გავიდა და სამზარეულოში შევიდა. ტელეფონი არ დავიწყებია, ყურსასმენებზე ჰქონდა დაკავშირებული. ჯონმა კი ბიზნესზე დაინტერესდა.
_ რა ბიზნესი გაქვს?- მიხვდებოდი, რომ ჯერ საწოლიდან არ ამდგარა და კიდევ საწოლში კოტრიალობდა.
თეჰიონმა მაცივარი გამოაღო და იქიდან პროდუქტები გადმოაწყო, თან საუბარი დაიწყო.
_ კრიფტო ვალუტაზე პროდუქციების ყიდვა გაყიდვას ვაწარმოებ, ანუ თრეიდერი ვარ. მაგალითად ლ პროდუქციებს ვყიდულობ და უფრო მეტ ფასში ვყიდი.- თეჰიონის ფორიაქის ხმა ჯონმაც გაიგო. სმუზის კეთება დაიწყო.
_ ანუ ბიზნესმენი ხარ. სად ცხოვრობ, სად არის შენი სახლი?- იმდენად ზოგადი კითხვა იყო თეჰიონისთვის ეს, რომ სიცილიც კი გამოიწვია.
_ ანუ გააჩნია რომელ კონტინენტს იგულისხმებ. ევროპაში შვედეთში ვცხოვრობ. აზიაში კი ტოკიოში. ავსტრალიაშიც ვარ ნამყოფი უბრალოდ იქაური ჩემთვის ზედმეტად სუსხიანი ამინდების გამო აღარ მოვინდომე სახლის ყიდვა. ჩრდილოეთ ამერიკაში ნიუ-იორკში. სამხრეთ ამერიკაში კი ბრაზილიაში.- საუბრობდა მაგრამ სიცილსაც აყოლებდა. ჯონსაც კი ეცინებოდა თეჰიონის სიცილზე.
_ ანუ მთლად პატარა ბიზნესმენიც არ ყოფილხარ.- ისევე ისეთი სიცილ ნარევი ხმით უპასუხა.
_ 5 წელია რაც ვმოღვაწეობ. ანუ შეგიძლია მილიონერ მეგობრადაც შემრაცხო!- სიცილითვე დაატანა
ჯონისთვის მტკივნეული სიტყვა ,,მეგობარი".
_ მეგობარი?- წამოცდა, მაგრამ აღარ ჰქონდა აზრი რაიმეს დამატება. თეჰიონმა შეცბა, ვეღარ მიხვდა რა უნდა ეპასუხა.- ანუ უკვე მეგობრებიც ვართ?- ძალდატანებით დაამატა ჯონმა, სიტუაციის გასაინეიტრალებლად.
_ ალბათ ვართ!- დაბნეულმა დაამტა თეჰიონმაც. გასამხიარულებლად ჯონმა ვერაფერი მოიფიქრა.
_ ანუ ჩემს მილიონერ მეგობარს შეუძლია ამ დილით რომელიმე რესტორანში დამპატიჟოს და მაჭამოს?- თეჰიონს გაეცინა.
_ ამმ...დავფიქრდები და თუ რამე მოგწერ.- თან სმუზის ერთი მოსრუპვაც მოასწრო.
_ რას ჭამ?- ჯონს უხაროდა თეჰიონი, რომ ჭამდა.
_ სმუზის- თქვა და კიდევ მოსრუპა.
_ ჭამე, ჭამე ბევრი ჭამე!- თქვა ჯონმა, რაც თეჰიონმა ზედმეტად გასაკვირად მიიღო.
_ ამ...კარგი. მომავალ შეხვედრამდე!- თქვა თეჰიონმა და თან გათიშა. სმუზის დალევაც კი გააგდო. მადა დაეკარგა. კომპიუტერი გამოაღო და საქმის კეთებას შეუდგა. უამრავ საკითხს ერთდროულად აგვარებდა და თითქოს ამით მედიტირებდა. დილის 11 იქნებოდა საათი, რომ წამოდგა და ტელეფონით უფროსს დაურეკა. საკმაოდ გვიან აიღო უფროსმა.
_ გისმენთ!- ზედმეტად მძინარე ხმით უპასუხა უფროსმა.
_ მოგესალმებით. სამსახურს ვტოვებ და ემაილზე განაცხადი გამოგიგზავნეთ, მაინც ცნობისთვის. გარკვეული პირადი პრობლემების გამო! არ ვითხოვ იმ დღეების ფულს. დიდი მადლობათ!- იმდენად გაგებით საუბრობდა, რომ აღარ აპირებდა რაიმეს გამეორებას და პირდაპირ გაუთიშა. შეტყობინება გაგზავნა ჯონთან და ჯიბეში ჩაიდო.
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
საცხოვრებელი ადგილი გადმომიგზავნე, მოვდივარ!
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
სახლის გარაჟში ჩავიდა და მანქანა გამოიყვანა. ჯონისგანაც მესიჯი მიიღო და პირდაპირ იქ გაემართა
_________________________________________❤️🔥✨️
YOU ARE READING
Sudden Changes(taekook)
Fantasyგაუცხოებულ სამყაროში ყოვლად ყველაფერს ლეგენდებს აწერენ. რის გამოც დღემდე არ მიიჩნევენ ,,მებრძოლეებს" ნამდვილ არსებებად. შესაძლოა არც იცოდნენ კიდევაც ვინები არიან ეს არსებები. მებრძოლეები არიან ადამიანთა ის რანგი, რომლებიც დაჯილდოვებულნი არიან ძალით...