ჯონის სახლთან, რომ მივიდა გადაურეკა, მაგრამ არავინ უპასუხა. ამიტომ იძულებული გახდა სახლში ასულიყო. კარზე სამჯერ დააკაკუნა, მაგრამ მაინც სიჩუმე იყო. ბოლოს კარის გაღებაც სცადა და გამოუვიდა კიდევაც. სახლის კარების გაღება და ნახევრად შიშველი ჯონის სააბაზანოდან გამოსვლა ერთი იყო. თეჰიონმა დაიბნა, იმდენად, რომ უკან გასვლასაც აპირებდა.
_ შემოდი. ტანი გადავივლე...- თქვა დაბნეულმა ჯონმა და თეჰიონი შემოიხმო სახლში. სავარძელზე მოთავსდა თეჰიონი, მაგრამ ჯონის სხეულს თვალს ვერ აშორებდა. ჯონი მის წინ იდგა და ვერ ხვდებოდა, რა გაეკეთებინა.
_ მე...- თავი მოიქავა ჯონმა.
_ ტან...ტანსაცმელი ჩაიცვი!- თქვა ბლუყუნით თეჰიონმა და თვალი მოაცილა სხეულიდან.
_ამმ...ხო წავალ და 2 წუთში აქ ვიდგები!- ჯონმა წასვლა დააპირა, მაგრამ ტანსახოცი მოძვრა. როცა გაიაზრა, რომ თეჰიონის წინ იდგა უკანალით, თვალები სიმწრისგან დახუჭა და ნელა დაიღუნა ტანსახოცი აიღო და ისეთი სისწრაფით გავარდა ოთახში ალბათ ფლეშსაც კი შეშურდებოდა. თეჰიონი კი, რომელიც უძალიანესად ცუდად გახლდათ ამ მოვლენებით, იჯდა და თავს იმშვიდებდა, მის პატარა მეგობართან ერთად.
_ shit...ახხ სად წავიდე?!- ზედმეტად აფორიაქებული იყო თეჰიონი.
_ როგორი დღე გათენდა ჰა....ღმერთო როგორ შევიდე ისევ უკან!- ჯონი კი უფრო ანერვიულებული და გაცხარებული გახლდათ. ტანსაცმელი ჩაიცვა და ნელი ნაბიჯებით თეჰიონთან შევიდა. თეჰიონი მშვიდად იჯდა სავარძელზე და ჯონს დაბნეულად ახედა.
_ წავიდეთ?!- ღიმილით უთხრა ჯონმა. თეჰიონმაც წამოდგა და ჯონს უკან გაყვა. მანქანაში დასხლდნენ და მანქანაც დაიძრა. უხერხულ მდგომარეობაში მყოფი ხმას ვეღარ იღებდნენ. თეჰიონმა რამოდენიმე მილში მყოფ რესტორანთან გააჩერა და მანქანა დააპარკინგა. ჯერ კიდევ მანქანაში ისხდნენ, როცა ტელეფონზე ზარი მიიღო. მშვიდად გახედა ჯონს და ზარს უპასუხა.
_ გისმენ!- ძალიან თავშეკავებული გახლდათ თეჰიონი და ეს საუბარზეც კი აღიბეჭდებოდა.
_ სად ხარ? სახლში ვიყავი და არ დამხვდი!- ტიმოთეს ხმა ჯონსაც ესმოდა. დაბნეული ხმა ჰქონდა ტიმოთეს.
_ რესტორანთან ვარ მეგობართან ერთად- თვალი ჯონისკენ გამოაპარა. ტიმოთეს გაეცინა.
_ გერმანიაში გყავს მეგობრები?- სარკაზმით უთხრა მაგრამ სითბოც ჩანდა მის ხმაში.
_ არ აქვს მნიშვნელობა. მერე დაგირეკავ!- თან გაუთიშა და მანქნიდან გადავიდნენ. რესტორანში შესვლიდან ნახევარ საათში მათი კერძები მაგიდაზე ელაგა. თეჰიონი შეჰყურებდა საჭმელს და ვერ ჭამდა. ჯონი კი ამ ყველაფერს თვალნათლივ ამჩნევდა.
ბოლოს თავისი ჩანგლით, თეჰიონის პირთან, კერძის პატარა ნაწილი მიუტანა. თეჰიონმა დაიბნა, მაგრამ ჯონისგან ,,ჭამე" სახე, რომ მიიღო, იძულებული გახდა მიწოდებული ჩანგლიდან მიერთვა. ჯონმა გაუღიმა.
_ შეგერგოს!- უთხრა და მანაც გააგრძელა ჭამა. თეჰიონი ათ წუთში ერთხელ კერძის პატარა ნაწილს მოკიკნავდა და იმით ნაყრდებოდა. ჯონი არ აძალებდა, პირიქით ძალიან გახსნილად საუბრობდა.
_ ტიმოთესთან რას შვრები?- ისე ჩვეულებრივად კითხა, თითქოს ერთი დღის უკან მის მოკვლაზე არ ფიქრობდა. თეჰიონმა გაშეშდა და ჯონს თვალი აარიდა.
_ ჩვენ...ვგონებ აღარ შევრიგდებით!- თან პირი მოიწმინდა და იდაყვებით მაგიდას დაეყრდნო. ჯონს თვალებში ახლა შეხედა წესიერად.
_ რატომ? გერმანიამდე როგორი ურთიერთობა გქონდათ?- იმდენად შეკრთოლებული საუბრობდა, მიხვდებოდი სადღაც თამაშობს კიდეცო.
_ ათი წელია ერთმანეთს ვიცნობთ. ის როცა გავიცანი მაფიის წევრი არ იყო. ბრძოლის ხელოვნებას ერთად ვსწავლობდით და ზუსტად 3 წელში იმდენად კარგად ფლობდა ის თავის სხეულს, რომ რომელიღაცა ორგანიზაციამ მასთან თანამშრომლობა მოითხოვა. ეს ორგანიზაცია კი ნარკო მოვაჭრეებთან და მაფიასთან იყო კავშირში. ბევრი არ უყოყმანია გაწევრიანდა და მის მერე ძალიან შეიცვალა. ის მართლაც კარგი ადამიანია.- თქვა შეღონებული სახით და ჯონს სახეზე გაბრაზებაც კი ეტყობოდა.
_ ხელი რატომ არ შეუშალე?- ჰკითხა იმდენად თბილად, რომ თეჰიონს სახეზე სევდა გამოეხატა.
_ ერთხელ ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა. მის შემდეგ სულ მის დაცვასთან ერთად დაეხეტება იქით აქით. ამიტომ უნდა იცოდე, რომ მასთან ჩხუბი ძალიან ძნელია. ის არ მოგკლავს, მას ადამიანის მოკლა არ შეუძლია, მაგრამ შეიძლება იმდენად იმანიპულიროს შენზე, რომ საკუთარი თავი შენვე მოიკლა!- ჯონს თვალებში უცქერდა და ხვდებოდა, რომ ამ წამს ჯონის სიცოცხლე ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მისთვის.
_ ნუ ინერვიულებ! მე პოლიციელი ვარ და კარგად ვიცი მანიპულაცია რას ნიშნავს!- უთხრა და ასისტენტს დაუძახა. მალევე მოვიდა მაღალმა დაკუნთულმა ბიჭმა. თეჰიონმა ეს ბიჭი იცნო. ხვდებოდა, რომ რაღაც ისე ვერ იყო. დაინახა იქითა მაგიდაში მჯდომი შავებში ჩაცმული ტიპი, რომელიც სულ რაღაც 2 წუთია შევიდა კაფეში,როგორ უცქერდა მათ. იმდენად სწრაფად მოახერხა მათი შეთვალიერება, რომ ჯონისკენ წაღებული დანა მისივე ხელით შეაჩერა. ჯონი დაიბნა და წამოდგა. თეჰიონმა ეს დანა შეაბრუნებინა და ყელთან მიუტანა.
_ ჯონ აქით გამოდი, სწრაფად!- ხელის ჯიკით მის უკან დაიყენა. ამ დროს ის შავებში ჩაცმული კაციც მიუახლოვდა მაგრამ თეჰიონმა მაღალი ბიჭი პირდაპირ ამ კაცისკენ გაიქნია და ორივე ძირს აღმოჩდნენ.
_ გავიქეცით!- ხელი ჩასჭიდა ჯონს და მანქნისკენ გაიქცნენ. თეჰიონმა მანქნის კარის დახურვა ვერ მოასწრო, მაგრამ ფეხის სწრაფი გაქნევით კაცი ორ მეტრში გაიქნია.
კარები სწრაფად ჩაკეტა და მანქანა დაძრა. ისე სწრაფად ატარებდა მანქანას, რომ ჯონი თავს იკავებდა, რომ რამეზე არ მიერტყა. თეჰიონი თითქოს გზაზე მიშტერებული აჰიპნოზებსო. თვალებში იმედგაცრუება და გაბრაზება ერთიანად ეტყობოდა.
_ თეჰიონ! შეანელე!- დაუყვირა და თეჰიონმა საერთოდ გააჩერა მანქანა და მანქანიდან გადავიდა. კარები კი ჯონს მოუკეტა. ჯონი კი დაუღალავად კარის გახსნას ცდილობდა. თეჰიონმა გზის იქით გადავიდა და ძირს დაეცა. ჰაერი აღარ ჰყოფნიდა, ცრემლებით ივსებოდა. ჯონი კი ამ სანახავობის შემყურე მანქანაში კარებს გაგიჟებით ურტყამდა. მანქანაში დარჩდნოდა თეჰიონს ტელეფონი. ჯონს ზარის ხმა, რომ მოესმა ტელეფონს სასწრაფოდ დაწვდა და უპასუხა.
_ თეჰიონ როგორ ხარ?- აღელვებული ხმა ჰქონდა ტიმოთეს.
_ შენი დედაც ტიმ...შენი ბრალია იცი! ჩქარა მოდი ლოკაციაზე და თეჰიონს დაეხმარე ცუდად არის.- ტელეფონი გათიშა და ლოკაცია გაუგზავნა. კარებს როგორც შეეძლო ურტყამდა. მაგრამ მაინც ნახევრად დანგრეული თეჰიონის ყურება უწევდა მინიდან. თეჰიონის ხელი დაჭრილი იყო. სისხლები სდიოდა, მაგრამ ამ წამს უფრო მეტად გული ეწვოდა. წამოდგა და მანქანაში ჩაჯდა. ჯონი ფერმკთალი სახით უყურებდა განადგურებულ თეჰიონს.
_ ვინმემ დარეკა?- სახეზე არც კი უყურებდა ისე ესაუბრებოდა.
_ ტიმოთემ დარეკა და ლოკაცია გავუგზავნე.- ჯონმა ძალიან ჩვეულებრივად უთხრა ეს თეჰიონს, რომელიც ამის მოსმენით გაბრაზებული და განცვიფრებული გახლდათ.
_ რა გააკეთე?! გინდა, რომ- თქვა და მანქანა დაძრა. შეუჩერებლად მოძრაობდა, სანამ რაღაც ქოხის მაგვარ სახლთან არ მივიდა.
_ სახლში შედი და მეც შემოვალ. კარის გასაღები აიღე- გასაღები მიაწოდა და ტელეფონზე დარეკა. ტიმოთემ ტელეფონს იმ წამსვე უპასუხა.
_ დეგენერატო სად არის თეჰიონი. რა მოუვიდა? შენს მაგივრად ხომ არ დაჭრეს?- ტიმოთეს გაცხარებული ხმა იმდენად მომაბეზრებელი გახლდათ თეჰიონისთვის, რომ უკვე აღარ შეეძლო.
_ შენ...- თეჰიონმა საუბარი ვეღარ გააგრძელა. ძალიან სუსტად გამოიყურებოდა.- რას აკეთებ ტიმ? რას ჩადიხარ?- ტირილით ჰკითხა ტიმოთეს, რომელიც ამ წამს ძალიან უცოდველი ბავშვივით იჯდა მანქანაში.
_ მე...მაპატიე თეჰიონ!- თეჰიონმა თავი საჭეს მიადო.
_ რომ მომკვდარიყო, როგორ უნდა გეცხოვრა ჩემთან ერთად ტიმ?- თქვა ტირილით და ამოიოხრა.
_ მაპატიე!
_ გააჩერე ენა და მომისმინე გაიგე?! გაპატიო რა? ის, რომ ყოველ წამს მტკენ გულს შენი უტაქტო საქციელებით თუ ის, რომ ჩემთვის მნიშვნელოვან ადამიანს ზიანს აყენებ? რომელი ერთი გაპატიო ტიმ?! ის ხომ ჩემი ძ...- ძალიან სევდიანი ხმა ჰქონდა თეჰიონს.- აღარ დამირეკო არასდროს!- უთხრა და ტელეფონიც გათიშა. მანქანიდან გადმოვიდა თუ არა ტელეფონი დაამსხვრია და გაიქნია. სახლში შესულს კი ჯონის დაფეთებული თვალები უცქერდა.
_ ცოტა ხნით აქ ვიქნებით!- ძალიან სერიოზული და მკაცრი ჩანდა თეჰიონი, რის გამოც ჯონმა ვერაფერი უთხრა. თეჰიონმა მაგიდას მიუახლოვდა და პიჯაკი გადაიძრო. პიჯაკიდან ორი პატარა იარაღი და დანა ამოიღო. შარვლის ჯიბიდან კი შედარებით დიდი დანა. მაგიდაზე დააწყო და ყურება დაუწყო. ჯონი ამ დროს ძალიან გაკვირვებული და შეცბუნებული შეჰყურებდა ამ ყველაფერს. თეჰიონს სახეზე კი არაფერი ეხატა. პიჯაკი გვერდით დადო და პერანგის გახდა დაიწყო. ჯონი გაფართოებული თვალებით შეჯყურებდა თეჰიონს და ვერაფერს აკეთებდა. ის წამი როცა თეჰიონმა პერანგიც გაიძრო და გამოუჩნდა თავისი სხეული, ჯონი შოკში იყო. თეჰიონის სხეულზე დახატული ტატუ, რომელიც ჯონისთვის და ზოგადად ცნობილი მაფიის ლოგო გახლდათ, ჯონს ძალიან აკვირვებდა. თეჰიონმა იქვე მყოფ კარადიდან ბინტი და სპირტი გამოიღო და ჯონს მიუახლოვდა. გვერდით ჩამოჯდა და ეს ყოველივე მიაწოდა.
_ ხელი დაჭრილი მაქვს და შეგიძლია
დამუშავება?- ჯონისთვის არც კი შეუხედავს ისე ესაუბრებოდა.
_ კ..კი შემიძლია!- თეჰიონმა მკლავი მიაწოდა და თვალები რაც შეიძლება მჭიდროდ დახუჭა. ჯონმა სპირტით დაბანა ხელი და გაუწმინდა, ბოლოს კი გადაუხვია. ჯონი თეჰიონის მკერდზე მყოფ ლოგოს უფრო ბევრს უყურებდა ვიდრე ხელს.
_ ეს..ტატუ...- ხელი ტატუსთან მიიტანა ჯონმა და კარგად დაკვირდა. თეჰიონმა ხელი მოიშორა და ჯონს დაბნეული თვალებით შეხედა.
_ დიდი ამბავია, დაივიწყე!- თეჰიონმა ტანსაცმლის კარადიდან მაისური გამოიღო და გადაიცვა. მეორე მაისურიც აიღო და ჯონს მიაწოდა.- ჩაიცვი, მაგ ტანსაცმლით ვერ გაძლებ აქ!- უთხრა და ფანჯარასთან მივიდა. მისი ხედი ძალიან ლამაზი და დამამშვიდებელი გახლდათ. სანაპირო რომელიც ძალიან მწყნარად გამოიყურება და მასზე მყოფი ფრინველები.
_ შენი მობილური მომეცი!- გაუხედავად გასცა ბრძანება და ელოდებოდა როდის მიიღებდა. ჯონმა მაისური გადაიცვა მობილურით ხელში, თეჰიონის გვერდით დადგა.
_ რაში გჭირდება?- ჰკითხა და თან ტელეფონიც მიაწოდა. თეჰიონმა ნომერი ამოიღო და ჯიბეში ჩაიდო.
_ ლოკაცია რომ დავმალოთ!- შეხედა და თან ტელეფონი მიაწოდა. ჯონმა დაიბნა.
_ ვის ვემალებით?- ჯონის ზედმეტად ცნობისმოყვარე თავი არ ასვენებდა.
_ ტიმოთეს ხალხს!- თქვა და ფანჯარაზე მიეყრდნო. ჯონს გაეცინა. თეჰიონმა გაკვირვებული თვალებით შეხედა და თავი გააქნია.
_ ანუ შენს შეყვარებულს ემალები? რატომ?- თეჰიონმა ამოიოხრა და თავი დაიმასაჟა. შემდეგ ჯონს შეხედა და ჯონის სახესთან ახლოს მიიწია.
_ იმიტომ, რომ შენი პატარა და ლამაზი სახე არ დაშავდეს!- იმდენად
ჩვეულებრივად მიაყარა ჯონს კომპლიმენტები, რომ ჯონმა ვერც კი გაიაზრა. შემდეგ გაიღიმა. თეჰიონი არ ექანებოდა ისევ ისეთ სიახლოვეში იდგა და ჯონის თვალებს შეჰყურებდა, მაგრამ გაღიმებისას ჯონის ტუჩებს შეხედა და მასაც გაეღიმა.
_ ჩემს გამო...ჩემს თავს მივხედავ თეჰიონ!- სარკაზმით და დაჟინებით უთხრა თეჰიონს. თეჰიონი კიდევ მის ტუჩებს შეჰყურებდა. შემდეგ ნელა თვალებსაც მიადგა და წარბები აზიდა.
_ დღეს ისე გამოგჭრიდა ის კაცი ყელს, ვერც კი გაიაზრებდი. ძალიან დაბნეული ხარ და ვარჯიში გჭირდება, რათა მათთან თავი დაიცვა.- ჯონი თეჰიონის ტუჩებს მიშტერებული უსმენდა.
_ უნდა ვივარჯიშო? რას გულისხმობ?- ჯონმა წარბები აზიდა.
_ აქ ყოფნაში გავარჯიშებ და მიხვდები რასაც ვგულისხმობ. ტიმოთეს დაცვა იმაზე ძლიერია ვიდრე შენ გგონია. მათ კარგად იციან ბრძლლის ხელოვნება და რაც მთავარია ადამიანის მოკვლა შეუძლიათ. შენ კი...ვერ ესვრი. გამბედაობა არ გაქვს.- ცხვირზე თითი ჩამოჰკრა და მოსცილდა. ოთახში მყოფი კარები გამოაღო და შევიდა, ჯონმაც მიჰყვა. იქ სავარჯიშო ინვენტარები და სიმძიმეები იყო. ბოქსისთვის საჭირო ყოველი ტექნიკა და ბევრი იარაღები. ჯონმა გაშეშდა და ვეღარ შეძლო გაქანება.
_ უბრალოდ დღეში 4 საათი ივარჯიშებ და კარგად იკვებები. კვირაში სამჯერ კი ჩემთან შეგაბრძოლებ. მაინტერესებს რამდენად შეგიძლია საკუთარ თავზე მუშაობა. ჯონი კი სასოწარკვეთაში მყოფი თეჰიონს მიუახლოვდა.
_ და ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ტიმოთეს გამო?- მხარზე ხელი ჩამოდო და თვალებში შეხედა. თეჰიონმა მშვიდად თვალი ყველაფერს მოავლო და ბოლოს ჯონს შეხედა.
_ არა, შენს გამო და ჩემს გამო!- თვალი ჩაუკრა და ოთახიდან გავიდა.
ჯონი ორი წუთი კიდევ ათვალიერებდა ოთახს._________________________________________
💐✨️
YOU ARE READING
Sudden Changes(taekook)
خيال (فانتازيا)გაუცხოებულ სამყაროში ყოვლად ყველაფერს ლეგენდებს აწერენ. რის გამოც დღემდე არ მიიჩნევენ ,,მებრძოლეებს" ნამდვილ არსებებად. შესაძლოა არც იცოდნენ კიდევაც ვინები არიან ეს არსებები. მებრძოლეები არიან ადამიანთა ის რანგი, რომლებიც დაჯილდოვებულნი არიან ძალით...