🌞

188 44 12
                                    

რა არის სიყვარული?

სიყვარული ძლიერი გრძნობაა.
ვერ ვხედავთ მაგრამ შევიგრძნობთ.
სიყვარული გვტკენს მაგრამ გვაძლიერებს.
სიყვარული ზოგისთვის ერთგვარი ფარსია.

მაგრამ ვერ შევეწინააღმდეგებით, იმ ფაქტს რომ, სიყვარული ბედნიერებაა.

ტკივილი,ბედნიერება..
ამ ყველაფერს ერთნაირად განიცდის ადამიანი,როდესაც ვინმე უყვარს.

ჯიმინიც იგივეს განიცდის.
ბედნიერია.
ბედნიერია რადგან მისი სიყვარული მასთანაა,ყოველდღე ხედავს.
ეფერება,ეხუტება.
მაგრამ ეს ყველაფერი დიდი ტკივილს აყენებს..

მისი სიყვარული მასთან არაა..
ხედავს,ესაუბრება,მაგრამ დღემდე იტანჯება,ცალმხრივი სიყვარულით.

ის იმდენადაა მასზე შეყვარებული რომ ჯონგუკს აღმერთებს.
მისი წუხილი,ჯიმინისთვის ტკივილის ტოლფასია.
მისი ბედნიერება,ჯიმინისთვის სიხარულია..

ოჰ,ჯონგუკი..
მის ჰიონს დიდ პატივს სცემს.
როდესაც მარტოსული, დამწუხრებულია  და ღელავს.. ჰიონი, რომელიც ყველაზე თბილ კომფორტს აძლევს და საუკეთესოდ აქცევს ყურადღებას –ჯიმინია.

მასთან თავს კომფორტულად გრძნობს.
ალბათ ამიტომ სტუმრობს,ყველაზე ხშირად მის ოთახს..

ღამის პირველი საათია.
უმცროსი ნელი ნაბიჯებით მიდის ჰიონის ოთახში.
კარზე ფრთხილად აკაკუნებს.
მიუხედავად იმისა რომ იცის პასუხი,კითხვას მაინც უსვამს.

–ჰიონ,შეიძლება ამაღამ შენთან დავიძინო?-თუნდაც უარი უთხრას,მაინც გამონახავს რამე გზას რომ მასთან,მის მკლავებში დაიძინოს.

პაკი თანხმდება და ოთახში უშვებს.
ლოგინზე წვანან და ერთმანეთს ეხუტებიან.
ჯონს ჰიონის ყელში სახე აქვს ჩარგული,პაკი კი მის თმას ეფერება.

–ჯონგუკ.-უცაბედად ერთი კითხვა ებადება აზრად.

–ჰმ

–არ გინდა ოთახები გავცავლოთ?-კითხულობს პაკი და თმაში თითებს ძლიერად ხლართავს.

–არა-მოკლედ მოუჭრა ჯონმა.

–რატომ?-ჯიმინმაც და ჯონგუკმაც კარგად იცოდნენ,რატომაც სტუმრობდა ყოველ საღამოს,უმცროსი პაკის ოთახს.
მაგრამ პაკს სურდა რომ ამის მიზეზი,ჯონგუკს ეღიარებინა.

–აქაც კარგად ხარ!-თქვა უმცროსმა და წელზე ხელები ძლიერად შემოხვია.

მეორე დღეს ბიჭებს დასვენება ჰქონდათ.
მაგრამ თეჰიონი და ჯიმინი კომპანიაში მაინც წავიდნენ რაღაც მიზეზების გამო.

სახლში შუადღეს დაბრუნდნენ.
პაკი ეგრევე თავის ოთახისკენ გაეშურა.
მაისური გადაიძრო და ახალი ჩაიცვა.
როდესაც შეამჩნია სხეული,რომელიც ზურგით იდგა მისკენ და ფანჯრიდან იყურებოდა,შეეშინდა.

არ მოელოდა თუ ჯონგუკი მის ოთახში დახვდებოდა.

–რას ჩაფიქრებულხარ..-თქვა პაკმა და უმცროსს გვერდით ამოუდგა.

–შენი ოთახის ფანჯრიდან,მზე,სულ სხვანაირი ჩანს-თქვა ჯონგუკმა და პაკს სახე გაუსწორა.

–ს-სად ხედავ მზეს ჯონგუკ. აქ თითქმის არ ანათებს მზე-ჯონის მზერას ვეღარ გაუძლო და თავი ჩახარა.

–შენ ხარ ჩემი მზე,პაკ ჯიმინ-უპასუხა ჯონმა და ჰიონის ტუჩებს,საკუთარით, ნაზად შეეხო.

______________
🤍

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: May 27, 2023 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

შენი ფანჯრიდანWhere stories live. Discover now