გატაცება

337 12 2
                                    

დილით უცნაურად შეშფოთებულმა გავიღვიძე და როცა დავინახე რომ კეინი გვერდით არ მყავდა ძალიან შემეშინდა.

ფეხზე გიჟივით ავდექი, ხალათი შემოვიცვი და კიბეზე ჩავირბინე. თითქმის მისაღებ ოთახში შევდიოდი როცა იარაღის გასხოლის ხმა გავიგე. ძალიან შემეშინდა, ამიტომ კვლავ ოთახში შევბრუნდი და ტელეფონი ავიღე რათა კეინისთვის დამერეკა.

სწრაფად ავკრიფე ტელეფონზე კეინის ნომერი და დავრეკე. ღმერთს მადლობა რომ მიპასუხა.

— საყვარ...

— კეინ მიშველე!

ვეცადე მაქსიმალურად ჩუმად მეთქვა.

— რა მოხდა?

— კეინ სახლს თავს დაესხნენ...

უეცრად კარების შემომტვრევის ხმა გავიგე.

— სახლში არიან!

— ტესა რას ამბობ?!

— გთხოვ მოდი...

— მოვდივარ ძვირფასო, მომისმინე ტელეფონი ჯიბეში ჩაიდე და რაც არ უნდა მოხდეს არ გამითიშო. იცოდე ეხლა ისინი მოვლენ და წაგიყვანენ...

— რა?

— მომისმინე! რომ წაგიყვანენ ეცადე რომ ტელეფონი თან გქონდეს, ამით გიპოვი. არ შეგეშინდეს გპირდები გადაგარჩენ...

ოთახის კარები შემოამტვრიეს. მე ტელეფონი შარვლის უბეში ჩავიდე. ხელი უხეშად მომკიდეს და სახლიდან ძალით გამათრიეს.
მაქსუმალურად ვეცადე წინააღმდეგობა გამეწია, მაგრამ ერთ უსუსურ გოგოს 2 კაცი მიმათრევდა.

გერთ გამიყვანეს და რას ვხედავ კეინის დაცვის ყველა წევრი მკვდარია.
გარშემო უამრავი სისხლია. კივილი მინდა მაგრამ ხმა არ ამომდის.

მანქანაში ჩამტენეს, მაგრამ ჩემდა გასაკვირად მხოლოდ პირი ამიკრეს, გათიშვა კი არცერთ არ უცდია.

სადღაც მივყავდი როცა უეცრად მანქანის მკვეთრი მოხვევით სავარძელზე სავჯექი და უკან გავიხედე. ღმერთო ჩემო კეინი და მისი მეგობრები არიან.

დავინახე გამტაცებლებმა როგორ შეხედეს ერთმანეთს და შემდეგ ორივემ ერთად მე მომაპყრო მზერა.

მანქნიდან გადმომათრიეს და შუბლზე იარაღი მომადეს. დავინახე კეინის სახე, მისი თვალები...

— გაგვიშვით ან მოვკლავ.

გაისმა ჩემს უკან მდგომი ბიჭის ხმა.

— გოგო გაუშვით და წადით!

კეინის ხმა ადრინდელზე ბევრად უფრო ბოხი და ბოროტული იყო.

— არა გოგო მიგვყავს!

დავინახე როგორ გაივსო კეინის მოთმინების ფიალა და დაიყვირა.

— ბიჭებო მიდით!

უეცრად ტყვიების კორიანტელი ატყდა. მე ხელი პიტერმა მტაცა და იქაურობას გამარიდა.

მეც გავყევი ისე რომ არ შევწინააღმდეგებივარ და არც უკან გამიხედავს, მანამ სანამ კეინის ხმა გავიგე.

— დამთავრდა!

ტყვიების სუზუნი წამში შეწყდა, მე კეინს გავხედე და გავუღიმე... და აი...
სიჩუმეში მეხივით გავარდა ტყვია და თვალის დახამხამებაში კეინს მკერდში მოხვდა.

დავინახე როგორ დეცა ცივ ასფალტზე.
მისი თეთრი პერანგი როგორ იფერებოდა სისხლით.
პიტერის ხელები სწეაფად მოვიცილე და კეინთან მივვარდი, მუხლებზე მოწყვეტით დავეცი და მისი სახეს შევეხე. მადლობა ღმერთს რომ ცოცხალი იყო და ჩემმა შეხებამ გონზე მოიყვანა.

— ტესა...

ძლივს ამოილუღლუღა მაგრამ მის ხმაში კვლავ იგრძნობოდა მისთვის დამახასიათებელი მკაცრი მაგრამ ამავდროულად თბილი ხმა.

— აქ ვარ კეინს შენთან ვარ...

ტირილით ძლივს ვსუნთქავდი.

— ტესა...იცოდე რომ მთელს მსოფლიოში ყველაზე მეტად მიყვარხარ.

კეინმა თვალები დახუჭა.

— სასწრაფოს გამოუძახეთ!!!

იმხელა ხმაზე დავიკივლე რომ ალბათ მეორე რაიონშიც კი გაიგეს ჩემი ყვირილი...

კეინის სხეულს მაგრად მივეკარი, ვგრძნობდი როგორ ცივდებოდა მისი სხეული. ვეხუტებოდი, ვკოცნიდი, ვთხოვდი არ მივეტოვებინე და თვალები ჩემთვის გაეხილა მაგრამ თხოვნა არ შემისრულა...

________________________________

ჩემო ძვირფასო მკითხველებო, იმედია არ მიბრაზდებით შესვენება რომ ავიღე❤️ დღეიდან ეს ფიკი კვლავ გარძელდება და ახალი თავებიც დაემატება.




კრიმინალის შეყვარებული Onde histórias criam vida. Descubra agora