CHAPTER 2: DANGEROUS STEP

33 4 2
                                    

SIA:

კლუბში ყოფნა უკვე გაუსაძლისი იყო. მწველი მზერა რომელიც თითქოს შიგნიდან მჭამდა არ მშორდებოდა.უბრალოდ მინდოდა აქედან სწრაფად წავსულიყავით და ეს ადამიანი აღარასოდეს მენახა. მე თვითონაც არ ვიცი რატომ მოქმედებდა ის ასე ჩემზე,მაგრამ ფაქტი იყო რომ მხოლოდ მისი მზერის გამო უკვე გული ხელში მეკავა.

-მისო,მგონი ჯობს უკვე წავიდეთ გვიანია.-ხელი გავკარი მისოს რომელიც მუსიკის რითმზე მოძრაობდა.

-ცუდად ხომ არ ხარ?

-რა? ვინ არის ცუდად?-აქხლა იეონმაც მკითხა და ორი წყვილი ნერვიული თვალი მომაშტერდა.

-არავინ არ არის ცუდად გოგონებო.უბრალოდ გვიანია და წავიდეთ.-ჩანთას ხელი მოვკიდე და სკამიდან წამოვდექი.

-მართალია წავიდეთ-გოგნებმაც იგივე გაიმეორეს და ჩვენც კლუბიდან წამოვედით.

ტაქსით გავაჩერეთ და მისამართი ვუთხარით ჩვენს კოლეჯამდე.

მისო წინ დაჯდა ტაქტისტის გვერდზე.მე და იეონი კი უკან.

თავი ფანჯარას მივადე და გარემოს დავუწყე ყურება ,როცა მანქნის პატარა გვერდითა სარკიდან დავინახე უკან როგორ მოგვყვებოდა შავი მერსედესი დაბურული მინით.დავპანიკდი,თუმც არ შემიმჩნევია არ მინდოდა გოგონებს ტყუილად ენერვიულათ ამიტომაც დავიცადე,იქნებ საერთოდაც არ მოგვყვებოდა ეს მანქანა ჩვენ.

რამდენიმე მოსახვევში მოვუხვიეთ და ის მაინც არ გვჭირდებოდა. უკვე დავრწმუნდი რომ ეს ვიღაც ნამდვილად ჩვენ მოგვყვებოდა ამიტომაც დავაპირე რომ გოგონებისთვის მეთქვა.

-იეონ,-გავხედე მას და მანაც უმალვე შემომხედა.წარბების აწევით მანიშნა რომ გამეგრძელებინა რისი თქმაც მსურდა-არ ფიქრობ რომ ის მანქანა ჩვენ მოგყვება?

იეონმა წარბები შეკრა კითხვის ნიშნით შემომხედა

-რომელი მანქანა?

CLUB MENWhere stories live. Discover now