SIA:
დილით ადრე ვიღვიძებ. გოგონები ჯერ კიდევ ღრმა ძილში არიან ამიტომაც აღარ შევაწუხე.
კოლეჯის ფორმა ჩავიცვი და სააბაზანოში მოვწესრიგდი.
მსუბუქი საუზმეც მოვიმზადე და საერთო ოთახიდან გავედი.
პირდაპირ ახლო მდებარე ბანკში წავედი რომ ჩემს ანგარიშზე ფული ოდენობა მენახა,და სწავლის გადასახადიც გადამეხადა.
-თქვენი პინ კოდით შეიყვანეთ თუ შეიძლება-მეუბნება ახალგაზრდა ქალი რომელიც ბანკში მომუშავეა.
-ახლავე-და ეკრანზე თითებით ჩემს პინ კოდს ვიყვან.
-ქალბატონო თქვენი ანგარიში დაბლოკილია.-მეუბნება ის და მე უბრალოდ შოკში ვვარდები. რას ქვია დაბლოკილია?
-რ-რა? იქნებ ხელახლა შეამოწმოთ? გუშინ ყველაფერი რიგზე იყო...
-შევამოწმე.მაგრამ, არა ანგარიში დაბლოკილია .8
-და რატომ უნდა მომხდარიყო ეს?
-ზუსტად ვერ გეტყვით ,მაგრამ ანგარიში მფლობელისგანაა დაბლოკილი.-ამაზე ჩავფიქრდი ანგირიშის მფლობელი მამაჩემია,თუმცა ის რატომ დამიბლოკავდა მას?
-კარგით გმადლობთ.
ბანკიდან გამოვედი და ჯიბიდან ტელეფონი ამოვაძვირინე. რადგან ჩემი მშობლები ბუსანში იყვნენ მე კიდევ სეულში ერთადერთი გზა მათთან დარეკვა იყო .-გისმენ შვილო
-გამარჯობა,მამა როგორ ხართ?
-კარგად შვილო შენ? როგორ მოდის კოლეჯის საქმეები?
-მამა ზუსტად ამაზე გირეკავ. დღეს კოლეჯის გადასახადი უნდა შემეტანა,თუმცა ანგარიში დაბლოკილი დამხვდა. ხომ არ იცი რა სჭირს?
-აჰ,შვილო იცი იმ კომპანიაში სადაც ახლა ვმუშაპბ რთული პერიოდი აქვთ.ამიტომ მათ ანგარიშებს ყადაღა დაედო. ასევე ჩემსასაც.
-მაგრამ მამა დღეს მე კოლეჯის გადასახადი უნდა შევიტანო.
-მეგონა უკვე შეიტანე რადგან გუშინ ანგარიშიდან საკმაო რაოდენობის ფული მოიჭრა.
YOU ARE READING
CLUB MEN
RandomS1:ჯონ ჯონგუკი კორეაში ყველაზე გავლენიანი კლუბის მფლობელი და ერთი სტუდენტი გოგონა რომელიც სახიფათო თამაშში ერთვება თავისი სწავლის გადასახადის გამო. რა მოხდა მაშინ? შეძლებენ ეს ორი ადამიანი სრულიად განსხვავებული სამყაროებიდან საერთო ენის გამონახვას...