5

97 11 10
                                    

ჯონგუკი ემას ტუჩებზე დაეწაფა და დიდიხანი კოცნიდა, ემაც კოცნიდა მაგრამ პირს არ უხსნიდა, ჯონგუკმა ტუჩზე უკბინა რამაც პირის შეღება გამოიწვია, ჯონგუკმაც დრო იხელთა და ენა შეუცურა, ასე გემრიელად და სექსუალურად კოცნიდნენ კაიხანი ბოლოს კი ძლივს გაშორდნენ ერთმანეთს.
-რა ტკბილი ხარ..
უთხრა ემამ.
-შენც პატარავ..
უთხრა მანაც და ტრაკზე წამოარტყა.
-მოკლეებს ნუ ჩაიცმევ.
-ისე მოკლეების ჩაცმა არ მახასიათებს, დღეს ვიყავი უბრალოდ კარგ ხასიათზე და მომინდა, თორე აი ახლა როგორი სტილიც გაქვს მეც ეგეთი მომწონს.
ანიშნა ჯონგუკის დიდ ტანსაცმელზე.
-ძალიან კარგი, ისე რატომ იყავი კარგ ხასიათზე?
-აა დღეს კონცერტზე მივდივარ და, ვაიმეე კონცერტიი, რომელ საათზეაა.
-ბითიესიიის?
-ხო რაიყო?
-აამ, არაფერი, კონცერტი 7ზეა.
-შენც მიდიხარ?
-ა არაა, მეგობარია ფანი და მისგან მახსოვს.
-აჰამ გასაგებია.
-ისე შენი ბიასი ვინ არის?
-იუნგი, მას ვგავარ და.
-იუნგის? რით ჰგავხარ?
-ნახევარ დღეს ძილში ვატარებ და უჟმური ხასიათი მაქვს, ასევე ხანდახან საყვარელი ვარ ხანდახან კიდე კაცის მოკვლაც შემიძლია.
-ვაიმე მართლა იუნგის გავხარ.
-შენც მოგწონს იუნგი?
-ა ხო რაღაცეები გამიგია ყველა წევრზე, სხვა წევრებზე რას იტყვი?
-უი კიდე ნამჯუნს ვგავარ.
-ნამჯუნს? რითი?
-ყველაფერს ვამტვრევ და სამზარეულოში შესაშვები არვარ, ერთი სახლი მე გადავწვი სამზარეულოში რომ შევედი ბოლოს, დღეს კიდევ ტელევიზორი და ვაზა გავტეხე სახლის დალაგების მცდელობისას.
-ისე მართლა გავხარ..
-ყველას ვგავარ, ანუ თითო წევრის თითო ხასიათი მაქვს.
-აბა ჩამოთვალე.
-ნამჯუნის, მტვრევა მსხვრევა.
ჯინის სინარცისე და დედობა.
იუნგის სიჟმოტე და ძილი.
ჰოსოკის გიჟობა და სპრაიტი.
ჯიმინის სიდაბლე და დაგვიანება.
თეჰიონის უცხოპლანეტელობა.
ხოლო ჯონგუკის..მჰჰჰ ეს ყველაზე სექსუალურიაა ისე..ჯონგუკისნაირი სტილი, ტატუების სიყვარული, ბანანის რძე, სექსუალურობა, მესაკუთრეობა, ზოგჯერ სიუხეშე, და ნერვის ჭია, უუ რავიიი კიდე...
-ვაუუ, ჯონგუკიც მოგწონს?
-ნუ ყველა მომწონს მე, მაგრამ ჯონგუკი ყველაზე პატარა და სექსუალურია ჯგუფში.
-ხო მაგაში დაგეთანხმები.
გაეღიმა ჯონგუკს.
-კარგი წავედი ახლა მე, საჭმელს ვიყიდი შევჭამ და კონცერტისთვის უნდა მოვემზადოო, თან დღეს დიდი დღეა.
-კიდევ რამე ხდება?
-კი რაღაც გვაქვს დაგეგმილი, მაგრამ ვერ გაგანდობ..მერე გაიგებ..
-მერე გავიგებ?
-დიახ დიაახ, წავედი ახლა მე, გაკოცეე აბაა სიყვარულოო.
-კარგაად.
დაემშვიდობა ჯონგუკი და სახლის გზას სულ ღიმილით გაუყვა, რომ შევიდა გაბრაზებული ექვსეული ვერ შენიშნა ისე ღიმილით გაუყვა სამზარეულოსკენ გზას..
-ეე რეტიანოო? მოხვედი?
დაჩხავლა ჯინმა.
-ჯონგუუკ რომელ პლანეტაზე ხარ ძმაო?
ჰკითხა თეჰიონმა.
-ეეე ყრუუუუუუ...
ჩაჰყვირა ჯიმინმა.
-ჯონგუკშიიიიიიი..
ეხლა ჰოსოკმა დაიწყო.
-ჯონ კარგად ხარ?
იკითხა ნამჯუნმა.
-ოო ეგრე ვერ გაიგებს.
თქვა იუნგიმ და ჯონგუკს სახეში შემოარტყაა.
-აუუჩ მეტკინაა.
-კაი კაცოო, გაგეცა ხმა და არ გეტკინებოდა.
-რაგჭირს ეე რა გახარებული ხარ.
ჭორიკანა ჯინიი..
-აუუ რა კარგი მაგრამ ცუდი ამბავი გადამხდა რომ იცოდეთ..
ისევ იღიმოდა.
-მიდი ცუდით დაიწყე ჯობია.
უთხრა იუნგიმ.
-ანუ დარბაზიდან სახლში რომ უნდა წამოვსულიყავი მძღოლი არ დამხვდა, დარეკვა დამეზარა ხო და ფეხით გასეირნება გადავწყვიტე, მოვდიოდი და შემთხევით პირბადე მომძვრა, ერთმა ფანმა მიცნო და წივილკივილი ატეხაა, მერე სხვებმაც გაიგეს და მომიწია გაქცევა, მთელი სისწრაფით მივდიოდი და თან უკან ვიყურებოდი ხომ არ მეწეოდნენ, ამ უკან ყურებაში ერთ გოგოს შევასკდი და გავიყოლე მიწაზე, თავი დაარტყა კარგადაც მაგინა და წამოდგა.
-თავს თუ დაარტყამდა უნდა ეცემე საერთოდ გინება რაარი. (იუნგი)
-ხო და მერე მე ისევ მიწაზე ვიჯექი და ცალკე ვჩურჩულებდი ფანები დამიჭერენ თქო, ამ გოგომ გაიგო მგონი და ხელში რო მწვდა დანახვაც ვერ მოვასწარი ისე გამაქანა, გეფიცები მანქანაზე სწრაფად დარბოდა, ხო და რაღაცა ჩიხში შემიყვანა და მეორე მხრიდან მოუარა, არც ვიცოდი საერთოდ მოვლა თუ შეიძლებოდა, ხო და მერე თავის სახლში მიმიყვანა.
-ოპაა ეს უკვე საინტერესოაა..
გააგრძელე მიდი.
ისევ ინტერესიანი ჯინი.
-ხო და თავის მეგობარი გამოვიდა რაღაცას ეუბნებოდა ვერ გავიგე მე, აა ხო კორეელი არ იყო ეს გოგო, ხო და მერე მე მიყურებდნენ, აა ხო იმ მეგობარმა მაფიოზი ახსენა და რაღაცა ფიკი.
-ა ფიკები ვიცი კაცო, ფანები წერენ ისტორიებს, რომ იცოდეთ ჩვენზე ძალიან ბევრი ისტორიაა, ხო და ბევრია ეგეთი ამბავი რო მაფიოზი გზაში რომ გარბის ვინმეს დაეჯახება ან ის ვიღაცა იპოვის ამ მაფიოზს დაჭრილს ხო და ეს გოგო სახლში წაიყვანს რაა, ხო და ის მეგობარი ბევრ ფიკს კითხულობს ეტყობა და მაფიოზი ეგონე.
თქვა ჯიმინმა.
-ხო და შენ ალბათ იმიტომ გიყურებდა რომ შენი ერთ ტონიანი ტანსაცმელი ანახა..
უთხრა თეჰიონმა.
-ხო მოიცა, მერეე გააგრძელე.
ისევ ჯინი.
-ხო და მერე ამ გოგომ შემიყვანა და მდივანზე დამსვა, თავის მეგობარ ლივას მგონი ხო ლივას დაუძახა და სამედიცინო ყუთი მოუტანა მერე ხელის დამუშავება დამიწყო და შემიხვია, ფეხზეც გადავიდა ისიც შემიხვია და მერე სახეზე პირბადე უნდა მოეხსნა, ხო და მე გავაჩერე მაგრამ ხელი გამაშვებინა და ეს პირბადე ცხვირზე ამიტანა, ანუ ნიკაპის დამუშავებაც უნდოდა..ხო და ასე დამუშავების დროს როცა მიბერავდა ძაან ახლოს იყო და მე დებილმა ვაკოცე.
-რა ქენიიიიიი?
ჯინს რამის თვალები გადმოსცვივდა.

~შეშლილი ფანი~Where stories live. Discover now