8

104 13 28
                                    

ემა ერთადერთი ადამიანია რომელსაც შეუძლებელის შესაძლებლად გადაკეთება შეუძლია..

გარეთ გამოვიდნენ სამივე და ეს ქუდები, პირბადე და სათვალე სახეზე კარგად მოითავსეს, თმები ქუდებში დამალეს და კაპიშონები წამოიფარეს.

ბითიესის მანქანა მალევე იცნეს და იქით დაიძრნენ, მძღოლს მიუახლოვდნენ და მანაც კარი გაუღო რადგან სამივე ბითიესის წევრი ეგონა, მძღოლი საჭესთან დაჯდა და დანარჩენებს დაელოდა.
(ნუ სინამდვილეში ესე მარტივად ვერ მოტყუვდებიან ბათ, მოგონილიაა....ჰიჰიჰი.)

ემამ ბიჭის ხმა მიიღო და მძღოლს უთხრა.

-შეგიძლიათ ამ ფანჯარას აუწიოთ? წინიდან შუქი გვირტყავს და დაძინება გვინდა, დავიღალეთ..
-კარგით..

მძღოლმა წინა და უკანა სკამების გამყოფი შუშა აუწია და შავად დაბურა რომ არც აქედან და არც იქიდან არაფერი გამოჩენილიყო.

დაახლოებით 15 წუთში ყველა გამოვიდა მაგრამ მძღოლს არ დაუნახია, ბიჭები სანამ ჩასხდებოდნენ გოგოებმა საბარგულისკენ გადაინაცვლეს რომ არავის არ დაენახა, ბიჭებიც ჩასხდნენ, მენეჯერი მძღოლს მიუჯდა და მანქანა დაიძრა.

გოგოებმა ტელეფონები დააძრეს და ფანების საეღთო ჯგუფზე პოსტი დაწერეს.

პოსტი:
ავტორი:imyonwifebitchees✿

"კონცერტის დასრულებამდე  10 წუთით ადრე გამოვედით ჩემი მეგობრები რადგან შეუძლოდ გავხდით, უეცრად დავინახეთ მანქანა გაჩერდა საიდანაც სამი გოგო გადმოვიდა და ისევ უკან ავიდნენ, ამ წამს ბითიესის წევრებიც გამოვიდნენ და ამავე მანქანაში ჩასხდნენ, როგორც ვვარაუდობთ ბითიესის 3 წევრს შეყვარებული ყავს, გთხოვთ დასარწმუნებლად ამ მანქანას გაყევით, მე ვერ მოვახერხე,
გმადლობთ ყურადღებისთვის✿♡"
პოსტის დასასრული..

ორ წამში ამ პოსტს მილიონზე მეტი ნახვა აუგროვდა.

ამელიას POV:
საბარგულიდან გავიხედე და ერთი 10 მანქანაზე მეტი მოგვყვებოდა, საიდან მოვხვდით? ყველა მგზავრი მძღოლის გარდა რამის ფანჯრიდან ვარდებოდნენ ისე იყურებიდნენ და ზვერავდნენ ბითიესის მანქანას, თან ცდილობდნენ რამე დაენახათ და ფოტოებსაც იღებდნენ.

~შეშლილი ფანი~Where stories live. Discover now