თენდება,
და ღამდება.
სიბნელს აპობს სინათლე და სინათლეს შთანთქამს მცენარე.ღამე კვლავ ანათებს.
როცა მზე ჩაქრობას იწყებს,ის კვლავ აკავებს.ღრუბლები მიცურავენ.
იცი საად?
მიცურავენ ზღვაში.
მიცურავენ სადღაც შორს
როგორც ფიქრნი შენზე მიჰყვება ჰორიზონტს.ნიავი უბერავს...
ნეტავს რას მჩურჩულს?
ქარი აძალებს...
"სახურავიდან ვისროლ".ხავსი იზრდება,
იმ შენს ბეჭებეზე,
ასე სიცივით რომ ლოლოს გიგავს.ხმაური ჩერდება და წამით ცაში ვიჭრებით.
მონოლოგი დიალოგში გადამყავს და სულელივით გესაუბრები.
_თითქოს დაბრმავდი არა?
მომაძახებ ხოლმე ცინიკურად და, ვგრძნობ როგორ აბაკუნებ ფეხებს მომლოდინე.
_უფრო თვალის ახელასა გავს...
მოგიბრუნებ ყოველ ჯერზე და თეთრი გუგებით მივაჩერდები ზეცას.
_ეგ რამ გაფიქრებინა
გაკვირვებული ახედავ ხოლმე შენც ცას და თავს მკერდზე დამადებ.
_ვარსკვლავებს ვეღარ ვხედავ ცაში...
ჩამეღიმება და მკლავით ჩემკენ გითრევ.
ამის შემდეგ ჩვენი საუბარი წყდება და იწყება სრული ნეტარება.
ბალახი სახეზე მელამუნება და,შენი ქარში აწეწილი თმა ნაზად მირტყამს მხარზე.
თბილი ხელით კვლავ ვგრძნობ იმ შენს გაყინულ ბეჭებს.აქა იქ თითები ხავსსაც წამოედება და გიჟივით ვიღიმი.
_სიყვარული მართლაც აბრმავებს.
აღმომხდება ხოლმე და თვალებს ვხუჭავ.
ის თვალები გადღაბნილი სიზმრის გარდა მაინც ვერაფერს ხედავს.თვალებს ვხუჭავ და კვლავ შეგიგრძნობ.
შენი სურნელი ჰაერში ტრიალებს...
თითო ჩასუნთქვა ერთ ნაოჭს უდრის.
და რა გგონია ჰა? ნაოჭისთვის გაგცვლი?...
უბრალოდ, ბებერი კაცი გაიტანა ზღაპარმა.
და ამ ზღაპარს ვარსკვლავები არა აქვს._რატომ მაინც და მაინც ვარსკვლავები... {შემომკითხავ კვლავ.}
_მე იმ ვარსკვლავებით შენი სული ზეცას მივყიდე {შემოგძახებ,არ დავიზარებ.}
ვერ გხედავ...
მაგრამ შენს ღიმილს ვგრძნობ.
შემდეგ, კვლავ ნაოჭიან თითებს შენს თმაში ვაცურებ და შუბლზე გკოცნი._მე არ მჭირდება ის ვარსკვლავი რომელიც შენ არ გგავს.
ნაზად გჩურჩულებ და კვლავ ნაოჭიან სინანულში ვეხვევი...
10.05.2024
YOU ARE READING
მე ვარსკვლავებს ვეღარ ვხედავ ცაში
Short Story_თითქოს დაბრმავდი არა? _უფრო თვალის ახელასა გავს... _ეგ რამ გაფიქრებინა _ვარსკვლავებს ვეღარ ვხედავ ცაში...