თუ ვინმე გკითხავს

1.2K 73 12
                                    

მეგობრებო ეს ფიკი დაახლოებით 6 თვის წინ დავწერე,ჯერ კიდევ მაშინ როცა არ ვიყავი კარგად გაწვრთნილი ფიკების წერაში.აზრზე არ ვარ ეს გარყვნილობები საიდან მომაფიქრდა😂მარა ხო ამას რო ვწერდი ჯერ კიდევ 20 ფოლოვერი მყავდა და მაშინ ვთქვი ამას იმ დროს გამოვაქვეყნებდი როცა 100 ფოლოვერს მივაღწევდი.🥲💕არ მინდა დადება მაგრამ ჩემი 6 თვის წინანდელი მე ბედნიერი იქნებოდა ამით სოუ გამიხარდება თუ წაიკითხავთ და შემიფასებთ💗

უღრმესი მადლობა 100 ფოლოვერისთვის💕💕💕💗💗ძალიან ბედნიერი ვარ💗💗



***

-გინდა ამაღამ ჯონგუკის თამაშზე ჩემთან ერთად წამოხვიდე?- გავხედე ჩემს ძმას, რომელიც ნახევრად იყო ოთახში შემოსული. თვალები გადავატრიალე და ყურადღება ისევ ლეპტოპზე გადავიტანე.

-რატომ უნდა მინდოდეს შენთან ერთად წამოსვლა შენი გამაღიზიანებელი მეგობრების ფეხბურთის თამაშზე?-ეს ბლეფია, მოვიტყუე რათქმაუნდა, არაფერი მინდოდა იმაზე მეტად ვიდრე ჩემი ძმის "გამაღიზიანებელი"მეგობრების ფეხბურთის თამაშზე წასვლისა.შესაბამისი საბაბით და არა უაზროდ. ჩემმა ძმამ ამოიხვნეშა, კარის სახელურს ხელი გაუშვა და ჯიბეში ჩაიწყო, თავი დაბლა ჰქონდა ჩაქინდრული ალბათ ფიქრობდა, შემდეგ კი ისევ ამომხედა.

-იმიტომ, რომ ჩემს შეყვარებულს რაღაც მოუვიდა და ჩემთან ერთად ვერ წავა, - წასვლა უკვე გადაწყვეტილი მქონდა,მაგრამ ყოყმანით კომპრომისის გაზრდა ვამჯობინე - მე გადავიხდი შენი ბილეთის ფულს და საჭმელს გიყიდი აქეთობისას.- დაამატა მან.

გავიღიმე და როცა ლეპტოპი დავხურე,კალთიდან ხელში ავიღე. - ოც წუთში მზად ვიქნები.

ის ოთახიდან გავიდა,კარიც გაიხურა, და მეც მოსამზადებლად ავდექი.

მე ვეძებდი შესანიშნავ საბაბს დღევანდელ თამაშზე წასასვლელად, რადგან ეს იყო სეზონის ბოლო; და სწორედ მაშინ, როცა ვფიქრობდი, რომ იმედი აღარ არის, მოდის ჩემი ძმა და იქ წასასვლელად მიხდის კიდევაც. აი ეს არის და-ძმური სიყვარული.

🔞თუ ვინმე გკითხავს🔞•ვანშუთი•Where stories live. Discover now