ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სულ რაღაც ხუთი წუთი მეძინა, როცა ბებიაჩემი მარგო გრიგალივით იჭრება ოთახში და გასაღვიძებლად გვაჯანჯღარებს მე და ჩემს დას. ხმაურზე ჩემს აპრეხილ, თხევად "ოქროში" ამოვლებულ წამწამებს ნელ-ნელა ვწევ, ბევრი მეუბნება რომ თვალები ოქროთი მოვარაყებულ დიდ სარკეებს მიმიგავს, რომელიც ზაფხულის ლამაზ ცას გასაოცარი სიზუსტით ირეკლავენ. ბავშობაში ჩემი და მუდამ იმაზე მოთქვამდა მე თუ გამომჰყვა მას რატო არ გამოჰყვა ლურჯი თვალები.
ახლა როდესაც ორივეს გღვიძავს ბუზღუნით ვიწყებთ ჩაცმას. ზამთარში ყოველთვის საბნის ქვეშ ვიცვამთ ხოლმე, თორემ ჩვენს ოთახში ისე ცივა, ყინულის ქანდაკებად იქცევი. ბელა ჩემს ცისფერ ჯემპრს იცვამს გაჭირვებით, როგორც დანარჩენ ცისფერთვალება გოგოებს, მეც სრული მონოპოლია მაქვს ცისფერზე. ჩემს დას ჩემი ცისფერი მაისურების ჩაცმის ბედნიერება მაშინ აქვს როდესაც მე ის აღარ მერგება. მართალია, ტექნიკურად უფროსი ისაა, მაგრამ გასულ ზაფხულს სიმაღლეში ლერწამივით ავიჭერი და მკერდიც გამეზარდა. ბელა კი როგორც თავად იძახის ისევ თორმეტი წლის ბიჭივით ბრტყელია და არც ფეხები ეწყება ყელიდან მაინცდამაინც.
ჩაცმას რომ ვამთავრებთ ბელა ტრადიციისამებრ ჩემი თმის ვარცხნას იწყებს. ერთხელ დედამ თქვა, რაც უფრო დიდხანს ივარცხნი თმას, მით უფრო ბზინვარე და ძლიერი, ნაკლებად მტვრევადი ხდებაო და როგორც ბელა იტყოდა მისი უბედურებაც იქ დაიწყო. ჩემი თმა ნამდვილად საუცხოო- გრძელი, ხშირი, შვლისბეწვისფერი, ვერც გაიგებ როდის ყავისფერია,როდის მოწითურო, როდის ოქროსფერი, თითქოს სამივე ერთადაა. მზის სინათლეზე იმ ოქროს წყალში ნაბანს მიგავს, ზღაპრებში რომ კეთილი ჯადოქარები ჩაგრულ, მშრომელ გოგოებს გზავნიდნენ ხოლმე დასასაჩუქრებლად, თუმცა მე არც ბედისგან დაჩაგრული ვარ და არც საქმისთვის ვიკაპიწებ დიდად ხელებს.
ჩემი მომზადების ბოლო ეტაპი მისაღებში სრულდება, სადაც რკინის ღუმელი და საუთოებელი დგას. ბელა ორ ჩაის ტილოს მაფარებს თმაზე და ნაკვერჩხლით გახურებულ უთოს ზედ მისრიალებს.
- აბა? ლამაზი ვარ? - სამი საათისთვის ღია ნაცრისფერ შალის კაბაში გამოწყობილი, მარგალიტისფერ პრიალა შარფშემოხვეული საკუთარი თავის ვტკბებოდი და გარანტირებულ დასტურს ველოდი.
- ვენერა მილოსელივით- დასტურს პირველი ბელა მაძლევს.
- ვითომ მაგაზე ლამაზი არ ვარ?- ეჭვი მეპარება
- ის ცოტა შენზე უფრო მაღალია და თეთრი.
- მართლა?- რაღაცნაირად გული მწყდება და ტუჩებს ვბუშტავ
- ჰო, მაგრამ ისე შენ სჯობიხარ- მამშვიდებს უცბად ბელა
- ჰო, არა?! სადაურია ეგ ქალი?
- ვინ?
-აი, ვენერააა თუ ვინცაა. მსახიობია?
- კი, თეატრის. აღარაა ცოცხალი საწყალი. ისე, მეგრელი იყო.
- ეგრეც ვიცოდი,რა, მარგო! - აღშფოთებული ვყირივარ და თან ეხლა უთოს ბელას თმაზე ვატარებ- სკოლაში თუ ვინმე ვენერა და აფროდიტაა, ყველას მეგრული გვარი აქვს, რა გახდნენ ამისთანა!
ამ ლაპარაკში ბელას თმის გასწორებას სწრაფად ვასრულებ და მარგო საჩქაროდ მიგვერეკება გარეთ. ჩვენი ეზო თოვლისგან ისე ლამაზადაა გადათეთრებული, ისე საოცრად ბზინავს, თითქოს ფერიის მტვერი მიუყრიათ ზედ.
ჩვენი სახლი ერთ სართულიანია, პატარა ლამაზი ბაღით, სადაც ბებიაჩემის დაქალი, ციცინო უკვე გველოდება. სვანეთის უბანში ყველა სახლი მეტნაკლებად ასეთია და შემთვრალი ძმაკაცებივით ერთმანეთძე მჭიდროდ მილაგებულები აწყვიან ასე ბედნიერად.
ეკლესიამდე მისასვლელად დიდი აღმართი უნდა ჩავიაროთ, რომელიც იჩინოს ცხელ-ცხელი ჭორების მოსმენაში თვალის დახამხამებაში იფარება.
- ნანულის გოგო გუშინ ისევ გვიან დაბრუნდა ღამით, - მისალმების მაგივრად ამბობს ვიცი და თვალებს ცამდე ატრიალებს მრავალმნიშვნელოვნად, - ახლა სხვა მანქანით მოაბრძანეს ქალბატონი.
- რას მეუბნები ციცო! - ლოყებს იხოკავს ბებიაჩემი
- აბა! - თოფის გასროლასავით ჭექს ციცოს "აბა" - კვიცი გვარზე ხტის, ჩემო მარგო, მამიდამისი რომ გათხოვდა, მახსოვს, ბუკივით ედო ზედ მუცელი. აბა! წინასწარ ჰქონია დაკავებული ბიჭთან საქმე!
- ტფუი, ზოგი რა თხაა! - ისევ ენერგიულად იფურთხება მარგო.
- არ თქვა, მარგო, არ თქვა! ის თუ გაიგე, ეთერი რომ რძალს უშვებს?
- არა! და ეთერის ბიჭი რას ამბობს?
- ბიჭმა რა უნდა თქვას, შენ კიდე ?!
- არადა, რაც მაგ გოგოში ფული ყარეს, ციცო, არ გახსოვს რა ტროიკა, რა შუბა, რა ჩექმა, რა აღარ უყიდეს! აკონა ეთერიმ და ვერ დაანახა ვერაფერი!
- არ თქვა, მარგო არ თქვა! ის გაიგე, ლამარას რძალი კიდე ფეხმძიმედ დარჩენილა ?
- რას მეუბნები !
- ჰო - ჰო, ოღონდ ჯერ არ ამბობენ და შენც ვითომ არ იცი. შეიძლება მოაცილონ.
- რას ყრის ამ ბავშვებს ქვირითივით კი მარა, სკამი არ აქვს სახლში დასაჯდომი?
აქ უკვე ვეღარ გავიგე რა შუაში იყო დასაჯდომი სკამი ბავშვების გაჩენასთან, მაგრამ ციცოს და მარგოს ახსნა-განმარტებებისთვის ჯერ არ ეცალათ.
- მალხაზის ბიჭი რას შვრება, არ უნდა ცოლი? - კითხულობს ბებიაჩემი, რომელსაც მალხაზის ბიჭი ვანიკო, მამაჩემის კლასელი და ბავშვობის მეგობარი, მძიმე ლოდად აწევს გულზე.
- მაგას ვინ გამოყვება, შე ქალო, ხუთი წლის წინ დაწყებული რემონტი დღესაც ვერ დაუმთავრებია!
- აფსუს, რა კარგად სწავლობდა სკოლაში არადა!
- რა გიკვირს, ხუთოსან ბიჭებზე მთხლე და ბეჩავი ცხოვრებაში ცოტა თუ შეგხვდება, მარგო. აი, თქვენ, - უცებ გვიბრუნდება ციცო, - თქვენ ისეთ ბიჭებზე უნდა გაგათხოვოთ, აი, ისეთზე, მეც კი რომ მომეწონება.
მე და ბელა შეფიქრებულები ვათვალიერებთ ერთმანეთს და ვცდილობთ უხმოდ განვჭვრიტოთ, სამჯერ გათხოვილ ციცოს, სამივე ქმარს რომ მიწაში დებდა და ბოლოს სამივე წარმატებით ჩადო, როგორი ბიჭი შეიძლება, რომ მოეწონოს.
- ისეთ კოხტა ექიმ ბუჭს მივათხოვებ ჩემს ცისფერთვალა გოგოს,- იქედან მარგალიტა - მთელს უბანს რომ თვალი დაევსოს. შენ არ გულისხმობ, რათქმაუნდა, ჩემო ციცო.
- არ ქნა ეგ, მარგო- ხელებს ასავსავებს ციცო,- ექიმებზე ბოზი კაცები მე არ შემხვედრია ჯერ.
ამ ფრიად მნიშვნელოვანი დისკუსიის ფონზე ხალხით გადაჭედილი ეკლესიის ეზოშიც შევდივართ.
- ამის ქვედაბოლოსღა შეხედე! - ციცოს არწივის მზერას ხარაზი ვალიკოს ლამაზი ცოლის ლამაზი ტრაკი, რათქმაუნდა, ვერ გამოეპარება- ტფუი, შენც უნდა თქვა , ქალი ვარო! მიუფარებია ვითომ მანდილი და დადის ტრაკწამოხდილი!
- მართალია ვალერი ექიმს ყვარობსო ? - ინტერესდება ბებიაჩვენი
- აბა, შენთვის დადის ტიტლიკანა ?!
- ამაზე ხო სახლშიც ილაპარაკებდნენ, რაღას წამოგვასხეს ამ ყინვაში, - ბუზღუნებს ბელა და ძლივს მოაბიჯებს. მე კიდე ქარბობალაშიც და სეტყვაშიც სიხარულით მივდივარ ეკლესიაში ჩემი თაყვანისმცემლების გამო რომელთა ჯგროც მხვდება ეზოში.
- ლუკა მაისურაძე მიყურებს! - სიხარულით გადავუჩურჩულე ბელას
- მერე რა, ეგეც არ მყავდეს მონაკოს პრინცი!
ეკლესიაში თბილა და კელაპტრის სანთლების სასიამოვნო სურნელი დგას. აქ ყოფნისას ძირითადად ჭამაზე ვფიქრობ ხოლმე. ისე, ამაღამ კი მოგვიწევს პურის რიგში დგომა.
როგორც წესი ჩვენი ოჯახიდან ბელა და მარგალიტა დაიდან და ბიძაჩვენის ოჯახიდან ჩვენი ბიძაშვილები ანა და ანდრო.
სახლში დაბრუნებულები საშინაო კაბებს ვიცვამთ. მე ხახვებს და ვაშლს ვაწყობ რკინის ღუმელზე. თაყვანისმცემლებმა მომართვეს გუშინ ვაშლით სავსე პარკი. ისე, საქართველოში ლამაზად დაბადება განსაკუთრებით საჭიროა. შიმშილით არ მოკვდები, სხვა თუ არაფერი.
ახლა ყველა ერთად პატარა სამზარეულოში ვვახშმობთ. როგორც კი ჩვენი სახლის მძიმე კარს გახსნი, ეგრევე სამზარეულოში შემოდიხარ, მარჯვნივ მომცრო აბანოა, ხელმარცხნივ - გრძელი, მაგრამ ვიწრო ჰოლი, რომელიც მისაღებად ვაქციეთ და რომელიც პირდაპირ ემიჯნება ჩვენს საძინებლებს: ჯერ დედას საძინებელია, შუაში ჩემი და ბელასი, ბოლოს მარგალიტა ბებოსი.
შუა საძინებელი ყველაზე დიდია და ადრე დედას და მამას ეკუთვნოდა. მერე, როცა მამა ვუღაც მთაწმინდელ ქალს შეუსახლდა. დედა ჩვენს პატარა ოთახში გაცნობიდან მე და ბელა კი მშვენივრად გავფართოვდით.
YOU ARE READING
კესანე...
Romance15 წლის კესან ალავიძე სვანეთის უბანში ცხოვრობს აქ ყველა დღეები ერთმანეთს გავს- უდენობის გამო ტელევიზორს იშვიათად რთავან უსაქმურად დარჩენილი მეზობელი ყველას პირად თუ საჯარო ამბავს ხან უბნის ბირჟაზე ხან ეკლესიაში ხანაც სამზარეულოშო ლამპის შუქზე განიხი...