ოცდათერთმეტი დეკემბრის დილა საქმიანი თუმცა მხიარული ფუსფუსით იწყება. საღამოს ცხრაზე უკვე ყველაფერს ვრჩებით და ისეთი დაღლილები ვართ ერთმანეთზე მილაგებულები ვასვენივართ მისაღებში. მოგვიანებით სანამ თორნეტი გამხდარა ანა და მაია ბიცოლაც გვიერთდებიან. მე ბელა და ანა ერთმანეთს თმებს ვუსწორებთ გახურებული უთოთი. მერე მე დედას შეკერილ ატმისფერ ხავერდის კაბას ვიცვამ რომელიც მრგვალ თეძოებს ძლივს მიფარავს მაგრამ სამაგიეროდ გრძელ ლამაზ ფეხებს მიჩენს.
კარგად გათენებულზე კი მთელი უბნის შემოვლას ვიწყებთ. პირველი ციცოსთან მივდივართ მეკვლედ, რადგან დიდი რუდუნებით მოგვიწგვია და ბებიაჩვენი დაგვხოცავს კიდეც, ჯერ სხვაგან რომ შევიდეთ. მერე ნელ-ნელა მივუყვებით სამეზობლოს და პირველი იქ შევდივართ, სადაც ჩვენხელა გოგოები ცხოვრობენ. ბოლოს , უბნის გოგო-ბიჭები ბევრნი ერთად რომ ვგროვდებით ვბჭობთ, იულია ბებისაც შევუაროთ და გავართოთ.
მის სახლს რომ ვუახლოვდებით, მოსაწევად აივანზე გამოგდებული რომა მელიქიშვილს ვხედავთ.
- კესანეს ვახლავარ- პირველი მე მესალმება და მიცინის. გახეხილი ჯინსის შარვალი, ნამდვილი "ლევისი"
და თხელი ტყავის ქურთუკი აცვია.
- გამარჯობა, თავადო რომეო- არც მე ვრჩები ვალში და ჩემდა უნებურად მეღიმება.
ბავშობაში სულ ვფიქრობდი, თუ ვინმეს გავყვებოდი ცოლად რომა მელიქიშვილი იქნება მეთქი.
ოღონდ ციცოსავით გვარიშვილობა და მამამისის ფულები კი არ მხიბლავდა, არამედ ზღვისფერი თვალები, ოქროსფერი თმა რომელსაც რატომღაც სულ დაბალზე გადაპარსულს ატარებდა.
იულია ბებოს ჩვენი მისვლა ძალიან ახარებს. სათითაოდ გულში გვიხუტებს და გვკოცნის. ქართულს ცოტა სასაცილოდ, აქცენტით ლაპარაკობს, მაგრამ, სამაგიეროდ მთელი უბნის ღლაპობას ეგ ეხმარება რუსულში. კიდე პიანინოზე უკრავს ბრწყინვალედ და მოსწავლეებს იღებს. მე კარგი სმენა მაქვს, ცოტა თავის ქება კი გამომდის მაგრამ ხმაც ძალიან ტკბილი მაქვს. ყველა დაბადების დღეზე და სკოლის ზეიმზე მე მამღერებენ ხოლმე, რომ აღარაფერი ვთქვათ უბნის კონცერტებზე. ჩვენ კონცერტებზე რომაც ყოველთვის ამოდის, ისევე როგორც ჩემი პიანინოს გაკვეთილებზე დადიოდა ხოლმე ბავშვობაში, ერთის ჩაუგდებლად.
ჩვენ იქამდე ვრჩებით მათთან უკვე სახლში ნავთის ლამპების ანთების დრო რომააა და კიდევ არ გვიშვებენ. თვითონ "დვიჟოკი "აქვთ და საახალწლო გასართობ პროგრამებს გვაყურებინებენ. მერე იულია ბებომ სანამ ჩემი ყველა მოსწავლე არ დაუკრავს ვერსადაც ვერ წახვალთო. ლილიანა დეიდა გვთხოვს მე და რომას მოდით ოთხ ხელში დაუკარითო.
კარგად დაღამებულზე ვიშლებით. გვიან ღამით კი სელესტია და ლავანდა მოდიან ჩვენთან მკითხავმა ელიკომ გვითხრა ორი იანვრის ღამეს თუ სხვაგან დარჩებით დასაძინებლად ამ წელს აუცილებლად გათხოვდებითო. რადგან ორივე ოცდაორ წელს გადაცილებულია მთელი უბანი ვგულშემატკივრობთ რომ მალე დათხოვდნენ. ამიტომ მარგალიტა მოდით ბებიკო მოდითო სასწრაფოდ შინ ეპატიჟება. სელესტიას ძლივს საქმრო ჰყავს მაგრამ გათხოვების ციტათი ეშინია. ჩემი გათხოვილი დაქალები ამბობენ პირველი ღამე მტკივნეულიაო.
- მენსტრუაცია მტკივნეულია მშობიარობა მტკივნეულია ახლა ეგეც თუ მტკივნეულია რა გამოვიდა საერთოდ - ვბუზღუნებ გაბრაზებული.
სელესტიას და ლავანდა გვასწავლიან ვაშლის ქერქით ქმრის სახელის პირველი ასო როგორ უნდა გავიგოთ ჰოდა ჩვენც სამზარეულოში ვიპარებით და ვაშლის გათლას ვიწყებთ შემდეგ კი უკან ვისვრით
- მგონი "ლ" ამოგივიდა - მეუბნება ლავანდა თავად "ო" ამოუვიდა მაგრამ ეს ქვას აგდებს და თავს უშვერს "თ" ასოაო.
YOU ARE READING
კესანე...
Romance15 წლის კესან ალავიძე სვანეთის უბანში ცხოვრობს აქ ყველა დღეები ერთმანეთს გავს- უდენობის გამო ტელევიზორს იშვიათად რთავან უსაქმურად დარჩენილი მეზობელი ყველას პირად თუ საჯარო ამბავს ხან უბნის ბირჟაზე ხან ეკლესიაში ხანაც სამზარეულოშო ლამპის შუქზე განიხი...