ჩვენი მეგობრობის დასაწყისი

6 1 0
                                    

როგორ ფიქრობთ არსებობს გოგოსა და ბიჭს შორის მეგობრობა? თუ აუცილებლად გადაიზრდება ეს გრძნობა სიყვარულში?
მე ელი ვარ და ეს ჩემი ისტორიის დასაწყისია. და მაინც რა ხდება ჩვენს შორის? ეს არის გრძნობა რომელსაც ვერ დაარქმევ მეგობრობას,სიყვარულს,ლტოლვას ეს რაღაც უფრო მეტია,განსაკუთრებული.ორივემ ვიცით ჩვენშორის რაღაც სხვაა მაგრამ არცერთი ვდგამთ ნაბიჯს
გაგიკვირდებათ და იკითხავთ რატომ?! გიპასუხებთ,გვეშინია თუ სიყვარული არგამოგვივა ეს "მეგობრობა" რაც გაგვაჩნია ეგეც არ დავკარგოთ.
დრო მოვიდა თავიდან დავიწყო და გაგაცნოთ ნიკი,ბიჭი რომელზეც ვერც კი წარმოვიდგენდი რომ ოდესმე რამე მნიშვნელობას მივანიჭებდი.
ჩვენი ურთიერთობა არც თუ ისე სახარბიელოდ დაიწყო, ჯერ კიდევ 15 წლის ასაკში შევხვდით ერთმანეთს,მაშინ როდესაც ბავშვური აზროვნება მქონდა,ადვილი იყო ჩემზე მანიპულატორობა,მოტყუება და მეც ჭორის მსხვერპლი გავხდი.
ჩვენმა საერთო დაქალმა მითხრა როგორი ცუდად უსაუბრია ჩემზე ნიკოლაუსს,რამაც ჩემი დამოკიდებულება მისდამი რადიკალურად შეცვალა.
მაგრამ ბედის ბორბალი ბრუნავს,დატრიალდა ყველაფერი და ჩვენ ისევ შევხვდით,უკვე 17 წლის ვარ,კლასში ახალი მოსწავლეა,დიახ მართალია ნიკოლაუსი ჩემს სკოლაში გადმოვიდა.
სწორედ ეს წელი აღმოჩნდა საბედისწერო,რადგან აქიდან იწყება ჩვენი ისტორია და სწორედ აქიდან ჩამოყალიბდა ჩვენი ურთიერთობა,რომელსაც დღემდე "მეგობრობას" ვუწოდებთ.

მეგობრობა თუ სიყვარულიWhere stories live. Discover now