²³

24 5 0
                                    

მინ იონჯუნი.

***

მამაჩემი მოკლეს.

დედაჩემი გააგიჟეს.

ჩემი ძმა კი, მკვლელად იქცა.

ეს ყველაფერი კი, რის გამო?

იმის გამო, რომ მამა მას უბრალოდ, სცემდა!

დედა ყოველთვის აშავებდა, როდესაც იმ ნაბიჭვრის შვილს, იუნგის იცავდა მამისგან, ამიტომ მამა მართალი იყო, როცა მის დასასჯელად, მას სცემდა.

დედა და იუნგი ჯაჭვებივით იყვნენ გადაბმულნი. ერთამენთს იცავდნენ. ერთმანეთისთვის ყველაფერს გააკეთებნენ. იუნგი მამას წინ უდგებოდა დედას გამო. დედა მამას წინ უდგებოდა, იუნგის გამო.

მე იუნგის მშურდა.

ვერ ვიტანდი იმ ნაბიჭვარს, რადგან ჩვენი ოჯახის სრულფასოვან წევრი ვერ იქნებოდა, თუ კი საერთო მამა არ გვეყოლებოდა, მაგრამ არა, მას მამა არ ჰყავდა, სამაგიეროდ კი, დედის სითბო წამართვა.

მე ის მძულდა.

ისე მძულდა, რომ მე მისი მოკვლაც კი შემეძლო, უბრალოდ მიზეზი მჭირდებოდა.

სამი წლის წინ კი, ესეც მომეცა.

გავიგე, რომ მამა მან მოკლა, ამიტომ ვიფიქრე, ღმერთი მაპატიებს, თუ მამის შურისძიების გამო, მოვკლავ-მეთქი, ამიტომ იმ დღეს, როდესაც ყველაფერი გაიგე, იუნგის მახე დავუგე.

მის საყვარელ, ფორთოხლის წვენში წამალი ჩავუყარე, მერე ნარკოტიკები გავუკეთე, რომ გამებრუებინა, შემდეგ კი, საქმის ბოლომდე მიყვანას ვაპირებდი, რომ არა, ის სულელი ბავშვი. 

ჯონ ჯონგუკი.

იუნგის ერთ-ერთი მეგობრის, ჰოსოკის ძმა, არა, არა, ძმა არ არის, მაპატიეთ, ის ხომ, ნაშვილებია, ან არა, ის ხომ, ნივთივით იყიდეს...

ეს ყველაფერი საიდან გავიგე?

ნახევარი წლის წინ, ნახვის საათებში, ჩემთან კიონსუ მოვიდა.

The Ring/ბეჭედი Where stories live. Discover now