29 4 0
                                    

- თქვენი სახელი?

- ჰოსოკი.

- გვარი?

- ჯონი.

- ასაკი?

- 22 წლის.

- დანაშაულის დღეს სად იმყოფებოდით?

- მეგობართან.

- კერძოდ?

- ნამჯუნთან, იქ კიდევ რამდენიმე ჩემი მეგობარი იყო. თეჰიონი, ჯონგუკი, იუნგი და თვითონ ნამჯუნი.

- გასაგებია.

რაღაცას ინიშნავს.

- იცი, ყველაფერს ისე ამბობ, როგორც შენმა მეგობრებმა თქვეს, თუმცა შენ მეტად სიტყვაძუნწი ჩანხარ.

ცალყბად იღიმის.

თვალს ვუკრავ თანხმობის ნიშნად.

- ბატონ სეჰუნზე რას ფიქრობ?

- ნაბიჭვარი იყო.

მოკლედ ვუპასუხე.

არა, აქ კიდევ რამე იყო სათქმელი?!

- შეგიძლია მითხრა, რატომ იყო ნაბიჭვარი?

- იმიტომ, რომ ბორას სცემდა.

- ბორას იცნობ?

- რა სულელური კითხვაა.

თვალებს ვატრიალებ.

- ჩემი მეგობრის დაა.

- აჰა, - ისევ იღიმის, მერე უცნაურად მათვალიერებს და რაღაცას ინიშნავს. - პირდაპირ საქმეზე გადავალ, კარგი? დავიღალე ერთი და იგივე კითხვების დასმით. ისედაც ვიცი, ვინ სად და ვისთან ერთად იყო.

თავს ვუქნევ.

რაც მალე დამთავრდება ეს სულელური დაკითხვა, მით უკეთესი.

- კიმ სეჰუნი თქვენ მოკალით?

თვალს ვუსწორებ.

ვცდილობ ღიმილი შევიკავო.

- კი, რომ გითხრა, დამიჯერებ?

ეშმაკურად ვუყურებ.

- ოჰოოო, წინსვლაა.

- მინდოდა მეთქვა, რომ თუ საშუალება მომეცემოდა, მოვკლავდი. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მე არ ვყოფილვარ.

The Ring/ბეჭედი Where stories live. Discover now