part 6

238 15 19
                                    

___________________________________

KOMENTAREBI DA VOUTEBI AR DAGAVIWYDET💋

___________________________________

დღის 3 საათია როცა ორივეს ეღვიძებათ.

-ლიქს რამე ხომ არ გტკივა? - მზრუნველი ტონით ჰკითხა ჰიუნჯინმა.

-ცოტა - თქვა ლიქსმა.

-კარგი, წამოდი ქვემოთ ჩავიდეთ. მშიერი იქნები - უთხრა ჰიუნჯინმა და ფეხზე წამოდგა.

ლიქსიც ადგა მაგრამ მაშინვე იატაკზე დაეცა. მწარე ტკივილი იგრძნო. თვალები აუცრემლიანდა.

-არა პატარავ, არ იტირო გთხოვ - მაშინვე ლიქსთან მივიდა ჰიუნჯინი, კალთაში ჩაისვა და ჩაიხუტა.

შემდეგ ხელში აიყვანა და თვითონ ჩაიყვანა ქვემოთ.

-ლიქს არ გინდა სკოლაში იარო? - შესთავაზა ჰიუნჯინმა.

-სკოლაში? იქ რა მინდა?

-იქ ისწავლი რაღაცეებს. იქნებ მეგობრებიც გაიჩინო. რას იტყვი? - ჰიუნჯინს უნდოდა რომ ლიქსს მეგობრები ჰყოლოდა.

-კარგი - დათანხმდა ლიქსი.

-კარგი მაშინ. ორშაბათია და დირექტორს დაველაპარაკები. ოღონდ მე ვერ ვიქნები შენთან ერთად. სკოლა დამთავრებული მაქვს.

-აუუუუ მე არ მინდა შენს გარეშეე - ამოიწუწუნა ლიქსმა და ჰიუნჯინს მიეხუტა.

-დილიდან შუადღემდე უნდა იყო. ვფიქრობ შეგიძლია რამოდენიმე საათი ჩემს გარეშე გაძლო - უთხრა ჰიუნჯინმა და ლიქსს თმებზე ხელი გადაუსვა.

-კარგი - უთხრა ლიქსმა, მაგრამ სინამდვილეში სულ არ ჰქონდა სკოლაში წასვლის სურვილი.

***

მეორე დღე გათენდა.

ჰიუნჯინმა ლიქსს გაღვიძება დაასწრო.
ახლა კი ლიქსის გაღვიძებას შეუდგა.

-ლიქს, პატარავ გაიღვიძე - ოდნავ შეანჯღრია ჰიუნჯინმა ლიქსი.

ლიქსმა მაშინვე გაახილა თვალები.

-ჰიუნ? რა ხდება? - იკითხა თვალების ფშვნეტით ლიქსმა.

Kitty《 Hyunlix 》Where stories live. Discover now