part 7

207 15 129
                                    


გაკვეთილები მალევე დასრულდა. ჰანი და ლიქსი საკმაოდ დამეგობრდნენ. ლიქსს არავინ დასცინოდა, პირიქით, მის ყურებზე კუდზე, ზოგადად მის ლამაზ სახეზე და საყვარელ ქცევებზე კომპლიმენტებს ეუბნებოდნენ. ასევე ჰანის გარდა კიდევ გაიცნო ერთი ბიჭი, აიენი რომელიც ძალიან საყვარელი იყო.

ლიქსს კომპლიმენტებს თქმა ძალიან მოსწონდა. ამ დროს ძალიან აწითლებული იყო.

ჰიუნჯინმა ლიქსს წასაყვანად მიაკითხა.

-აბა როგორ მოგეწონა სკოლა? - ჰკითხა ღიმილით ჰიუნჯინმა რადგან ლიქსიც ძალიან გახარებული იყო.

-ძალიან. არავის არაფერზე დაუცინია, პირიქით სულ კომპლიმენტებს მეუბნებოდნენ - დაიმორცხვა ლიქსმა.

-იცოდე ვინმემ თუ ზედმეტად შეგეხება და ზედმეტს გეტყვის მითხარი კარგი? - უთხრა სერიოზული ტონით ჰიუნჯინმა.

-კარგი - ასევე სერიოზულად უპასუხა ლიქსმა.

სახლში მალევე მივიდნენ.

-ლიქს ახლა ჩანი და მისი ორი მეგობარი უნდა მოვიდეს და წინააღმდეგი ხოარ იქნები? - ჰკითხა ჰიუნჯინმა.

-არა. წინააღმდეგი რატომ უნდა ვიყო. - უთხრა ლიქსმა.

-კარგი მაშინ მალე აქ იქნებიან.

6 წუთში კარზე ზარია.

-აი მოვიდნენ - თქვა ჰიუნჯინმა და კარისკენ წავიდა. ლიქსი კი მისაღებში დივანზე იჯდა.

ჰიუნჯინმა კარები გააღო და სახლში სამი ბიჭი შევიდა.

-ჰიუნ გაიცანი ესენი ჩემი მეგობრები არიან. ეს მინჰოა ეს კი ჩანგბინი - ღიმილით უთხრა ჩანმა.

-სასიამოვნოა. მე ჰიუნჯინი - უთხრა ღიმილიყ ჰიუნჯინმა.
შემოდით ბიჭებო კარში ნუ დგახართ -
სახლში შეაპატიჟა ჰიუნჯინმა ბიჭები.

ლიქსმა ისინი რომ დაინახა, გაფითრდა.

ბიჭებისთვისაც ძალიან მოულოდნელი იყო.

-ლიქს რა გჭირს? - ჰიუნჯინმა შეამჩნია ლიქსის ცვლილება და მაშინვე მას მივარდა.

Kitty《 Hyunlix 》Where stories live. Discover now