და რა მოხდება თუ ოდესმე შეგხვდები?
ისევ იმ გაჩერებაზე წარმოვიდგენ ხოლმე ჩვენს შეხვედრას,სადაც თვალი ჩამიკარი და ვიცინოდით ხოლმე. ისევ ის თვალები გექნება ალბათ.
ახლა აღარაფერი გვაქვს.აღარც მეგობრული სიყვარული;აღარც პატივისცემა;აღარც ურთიერთობა;
გვაქვს მხოლოდ მოგოგნებები რომელიც გონების ღრმა,ცივ მაწილში ცოცხლობს და არა გულში რომელიც შენთვის ასე ძგერდა...და დღემდე ძგერს,ოღონდ უშენოდ...
ყველაფერმა ჩაიარა.
და დასრულდა ისევ იქ,იმ გაჩერებაზე სადაც კონცერტის შემდეგ შენი ჩახუტება და მოლოცვა ვერ შევძელი...
სადაც უკანასკნელად გნახე.როგორ მეგონა რომ ჩვენი მეგობრობა დიდი ხნით გაგრძელდებოდა,ალბათ ასე ჩემი დიდი სურვილის გამო იყო,თუმცა ხომ ვიცი,ვგრძნობდი ეს მეგობრობაც კი არ იყო.
დაგინახავ,და მიუხედავად დიდი მანამდელი წარმოდგენებისა,არ მოგესალმები,შეიძლება ამის მიზეზი შენი იგნორიც იყოს,ან უბრალოდ უმიზეზოდ შემრცხვეს.
შემრცხვეს იმის რომ შენნაირ ადამიანს დავუთმე დრო!მრცხვენია კიდეც,იცი?
შენნაირებს ხომ მე ვერ ვიტან.?!ამპარტავნებს და ამაყებს.მხოლოდ საკუთარი თავი რომ არსებობს ხოლმე მათთვის.მგონია რომ თუ ბევრად უფროსები ვიქნებით,ძველი "მეგობრობის" გამო,ერთ-ორ სიტყვას გეტყვი.
შენც ბევრი რამ გექმება ნასწავლი,და ალბათ ჩემნაირ მდგომარეობაშიც ბევრჯერ იქნები ჩავარდნილი და გაიგებ რას გამოვივლიდი.თუმცა ჩემთვის უკვე აღარაფერს ნიშნავ. "მოჭამე შენი ჩემს გულში" და მივხვდი რომ საკმარისია...
ამოწურე.
დამთავრდა.
და მეორედ აღარ ვაპირებ იგივე გადავიტანო.თუმცა გულის სიღრმეში ხომ თავადაც ვიცი?
აღარ შევხვდებით.