12 თავი

189 23 4
                                    

ლორენზო ძალიან სხვანაირი ადამიანი აღმოჩნდა, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მისი ცხოველები იყო და არავინ შემოსულიყო მის სამყაროში. პირველ დღეს ჩვეულებრივი ადამიანივით გამოიყურებოდა, შემდეგ დღეებში კი ხმას არ მცემდა. უხეშად მეხებოდა ხოლმე, მაგრამ რომ ვეტყოდი რომ მტკივა მაშინვე დისტანციას იჭერდა. 

მე ძალიან კონტაქტური ადამიანი ვარ, ყველასთან შემიძლია გამოვნახო საერთო ენა და ბევრი ვისაუბრო. მაგრამ ლორენზო გარეთ არ გადიოდა, მისი სახლის კედლები მუქ ნაცრისფერ ან შავ კედლებში იყო შეღებილი. მეც კი მიზნად მქონდა დასახული, რომ ის უფრო სოციალური გამეხადა. მაგრამ ხელს უზარმაზარი სქელი ფარდები მიშლიდა, მგონი დიდი ხანია არც გაურეცხავთ. ასეთ ნეხვში ყოფნა ჩემთვის როგორც მტრის ალერგიის მქონე ადამიანისთვის შეუძლებელი იყო.

-ლორენზო არ გინდა ფარდები გადავწიო?-ვკითხე როდესაც მის ოთახში შევიყვანე დასაძინებლად. მართალია 20 წლამდე ან შეიძლება უფრო მეტის ყოფილიყო მაგრამ სიარული ცოტათი უჭირდა, რადგან ხანდახან შემოტევები ჰქონდა. იმხელაზე დაიკივებდა შუშას ჩაამტრევდა, ამ დროს კი ჩემს მიმართ ძალიან უხეში იყო. მუხლები მკერთან მიეკეცა და თავი ხელებში ჩაერგო. მე ვაცლიდი, რადგან როგორც მისმა ექიმმა მითხრა ის ახალდაბადებული იყო ზრდასრულის სხეულში. 

                                                                                                 *  *  *

"მისი განკურვნა შეუძლებელია, მაგრამ შეგვიძლია ვასწავლოთ როგორ აკონტროლოს მისი თავი. ის ახლა 1 წლამდე ბავშვია აზრობრივად. ხშირად ტირის და ჭამს, თქვენ კი მისი აღზრდა გელოდებათ"-სიმწრით გადმომითარგმნა ექიმის ნათქვამი ნინომ.

თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე, შემდეგ კი ექიმის კაბინეტიდან გავედით.

-არ ვარ დარწმუნებული თუ შევძლებ ნინო...-ჩავიბურტყუნე.

-არაფერია შეუძლებელი, ნუ გეშინია

შეიყვარე მთვარეWhere stories live. Discover now