წმ. აბოს ქართლში შემოსვლა

899 11 0
                                    

„ადარნესე კურაპალატის შვილი, ქართლის ერისმთავარი ნერსე, ბოროტმა ადამიანებმა დააბეზღეს, ამიტომ ამირამ - მუმნი აბდილამ ბაღდადში დაიბარა და საპყრობილეში ჩასვა. ნერსემ იქ სამი წელი გაატარა, სანამ არ გარდაიცვალა ამირა - მუმნი აბდილა და მის ნაცვლად ტახტზე ავიდა მისი ვაჟი - მაჰდი. მან გაათავისუფლა ნერსე და კვლავ გაუშვა ქართლში ერისმთავრად. ნერსე ერისთავს თან გამოჰყვა მისი მსახური, არაბი ჭაბუკი აბო. ის იყო მალამოების დამზადების ოსტატი (მენელსაცხებლე). მისი მშობლები, და-ძმებიც ბაღდადში ცხოვრობდნენ. მან კარგად იცოდა არაბული წერა-კითხვა, ლიტერატურა. ნერსე ერისთავთან ყოფნისას ის გაეცნო ქრისტიანულ მოძღვრებას, ძალიან მოეწონა და გადაწყვიტა ნერსესთან ერთად ქართლში გამომგზავრება. ასეც მოიქცა. ქართლში ის ერისთავის ოჯახში ცხოვრობდა. აქვე შეისწავლა ქართული წერა-კითხვა, ქართულად გამართულად საუბრობდა. მან დაიწყო წმინდა საღვთო წიგნების: ბიბლიის ძველი და ახალი აღთქმის სწავლა. აბომ საფუძვლიანად შეისწავლა ყველაფერი და თავისი კეთილშობილებით ქართველებს თავი შეაყვარა.

ამის შემდეგ აბომ უარყო მაჰმადიანობა და შეიყვარა ქრისტიანული რელიგია. თავდაპირველად ის ყველას დასანახავად ვერ აღიარებდა ახალ რწმენას, მაგრამ ფარულად მარხულობდა, ლოცულობდა და ეძებდა უსაფრთხო ადგილს მოსანათლავად.

იმ პერიოდში არაბები ისევ განურისხდნენ ნერსე ერისთავს და ისიც იძულებული გახდა, რომ ხაზარეთში გაქცეულიყო. მას თან ახლდა სამასამდე მამაკაცი, მათ შორის, - აბოც. ხაზარეთის მეფემ შეიფარა მტრებისგან გამოქცეული ქართლის ერისმთავარი, მოამარაგა საკვებითა და ტანსაცმლით.

როცა აბომ გაიგო, რომ ხაზარეთში არაბების შიში არ უნდა ჰქონოდა, მოინათლა.

რამდენიმე ხნის შემდეგ ნერსემ სთხოვა ხაზარეთის მეფეს, რომ გაეშვა აფხაზეთში, რომელიც არაბებისაგან დაცული იყო. მას იქ ჰყავდა გახიზნული დედა, ცოლ-შვილი, გაგზავნილი ჰქონდა მთელი თავისი ქონება. ხაზართა მეფემ დაასაჩუქრა ნერსე და ისე გაგზავნა აფხაზეთში. ერისთავი და მისი ამალა სამი თვის მანძილზე უსაფრთხოდ მგზავრობდნენ. ამ ხნის განმავლობაში აბო ლოცულობდა, მარხულობდა, განუწყვეტლივ გალობდა ფსალმუნებს. როცა აფხაზეთში მივიდნენ, მთავარმა შეიფარა ნერსე და მისი ამალა. როცა ნერსემ დაინახა დედამისი, ცოლი და შვილები, გახარებულმა უფალს მადლობა გადაუხადა, რადგან ყველანი ცოცხლები იყვნენ და მშვიდობიანად შეიკრიბნენ ერთად.

როცა აფხაზეთის მთავარს აცნობეს, რომ აბო ახალმონათლული იყო, გაუხარდა. ნერსეს ქართლიდან გაქცევის შემდეგ ამირამ - მაჰდი მუმნიმ ქართლის ერისმთავრად დასვა ნერსეს დისშვილი, სტეფანოზ გურგენის ძე. ამ ამბავმა ნერსე ძალიან გაახარა, რადგან უფალმა მის სანათესაოს არ ჩამოართვა ერისმთავრობა. მან სთხოვა ქვეყნის არაბ მმართველებს მტრებისგან დაცვა, რათა თავის ხალხთან ერთად დაბრუნებულიყო სამშობლოში.

როცა აფხაზეთიდან წამოსვლა გადაწყვიტეს, მთავარმა თავისთან მიიხმო აბო და სთხოვა, რომ დარჩენილიყო აფხაზეთში. მას ეშინოდა, რომ არაბები აიძულებდნენ აბოს, უარი ეთქვა ქრისტიანულ სარწმუნოებაზე. მაგრამ აბომ უპასუხა, რომ თუნდაც უამრავი ოქრო-ვერცხლი მიეცათ მისთვის, ან უმკაცრესად დაესაჯათ, ქრისტეს სიყვარულს ვერ გაუნელებდნენ. მას აღარ სურდა, სხვებისგან დაეფარა თავისი რწმენა.

ნერსე ჩამოვიდა თბილისში. აბო აღარ მალავდა, რომ ქრისტიანი იყო. თბილისში მცხოვრებმა აბოს ნაცნობმა არაბებმა გაიგეს, რომ ის ქრისტიანი გახდა. ზოგი მათგანი საყვედურობდა, ზოგი - ლანძღავდა, ზოგი - ემუქრებოდა, ზოგი სდევდა, ზოგი - გადაბირებას ცდილობდა, მაგრამ აბოს მტკიცე რწმენა ჰქონდა და ვერავინ შეაშინა. აბო სამი წლის მანძილზე ქალაქსა და მის შემოგარენში დაუფარავად ცხოვრობდა როგორც ქრისტიანი.“ - შინაარსი ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან

აბო თბილელის წამება [შინაარსი]Where stories live. Discover now