პირველი ნაწილი

32 1 0
                                    

გამარჯობა! მე ერთი უბრალო გოგონა ვარ, რომელიც ცხოვრებით დატანჯულია და კი არ ცხოვრობს, უბრალოდ არსებობს. ვფიქრობ დედამიწაზე ერთ-ერთი ადამიანი ვარ იმათ შორის ვის გულშიც ტკივილს აქვს ფესვები გადგმული, მაგრამ ეს ყველაფერი ჩუმად ხდება, ისე რომ ვერავინ გაიგოს. ზოგჯერ, დიდი ბურთი იკავებს ყელში ადგილს და ნელ-ნელა წინ იწევს, უნდა დამამარცხოს მაგრამ ყოველჯერზე მე ვიგებ. ის ადამიაინებიც ტკივილს მაყენებენ ვისზედაც ბავშვობაში ბევრჯერ მიოცნებია მათნაირი ვყოფლიყავი. ახლა რათქმაუნდა ვნანობ. რაც შეეხება საუკეთესო მეგობრებს, მხოლოდ ორი მყავს. სანდრო და აივი. მე გარკვეული დროით საქართველოში დარჩენა მიწევს. სწორედ აქ გავიცანი ჩემი ორი განუყოფელი მეგობრები. მხოლოდ მათ მიმიღეს ისეთი როგორიც ვარ. მე წითელ-ნარინჯისფერი, გრძელი თმა მაქვს, ჭორფლები და ცისფერი თვალები. აივი ჰეტეროქრომიით დაავადებულია, მაგრამ ისეთი ლამაზია დაავადებას ვერ უწოდებ. წაბლისფერი, სწორი თმა აქვს და ჭორფლები. სანდროს შავი თმა აქვს კისრამდე, შავი თვალები და კუნთები, ნუ რათქმაუნდა სანდრო კუნთების გარეშე არ არსებობს. ძალიან ბევრი თავგადასავალი გადაგვხდა ერთად. საქართველოში ხუთი წლის ჩამოვედი. მას შემდეგ უამრავმა წელმა განვლო. ახლა თვრამეტის ვარ. დრო მირბის. იგი თვითმფრინავს წააგავს, მე კი ველოსიპედი ვარ. ვერ ვეწევი დროსა და ოცნებებს. ქრისტიანი ვარ. ოცნება კი ცოდვაა, მაგრამ ჩემი გული ამ ყველაფერს ვერ კრძალავს. ვცდილობ დავიცვა ათი მცნება, მაგრამ ტყუილის გარეშე ცხოვრება არ გამომდის. მე, სანდრო და აივი ყოველ კვირა ეკლესიაში დავდივართ, უფალმა ხომ თქვა ყველასთვის კვირა დღე უქმე უნდა იყოსო. ვცდილობ კვირას დავისვენო მაგრამ გიო მასწავლებელმა მაინც და მაინც კვირას ჩაგვისვა ცეკვა... ახლა იშვიათია ნორმალური ადამიანი. ყველა ეწევა, ყველა მკვლელობას სჩადის. რა სიამოვნებას აყენებთ ეს მათ? ეს ხომ საშინელებაა... თავისუფლად ვიტყვი რომ დეპრესია მაქვს. განადგურებული ვარ, მაგრამ ეს სხვებმა არ იციან. გარეთ მხიარულად ვასაღებ თავს, მაგრამ მარტო როცა ვრჩები ტირილი მინდება და ცრემლებს ვერც ვიკავებ.

ევა ბრაუნიWhere stories live. Discover now