გული მფიფქავს... ძალიან ცუდი გრძნობაა როდესაც იღვიძებ და გახსენდება ლუკა უნდა შეგხვდეს. გადავწყვიტე დღეს გავაცდინო ფეხბურთი, რომელიც მხოლოდ შაბათ-კვირა გვაქვს. ძალიან უხასიათოდ ვარ. ადგომის თავიც არ მაქვს.
-ევააააააააააააა,-ყვირის დედა
-მოვდივარ,-ვუპასუხე ისეთი ხმით თითქოს მკვდარი ვიყო და გამაღვიძეს. სხვა რა გზაა. ზანტად ავდექი და გავეშურე დედასკენ.
-cause you and I, we were born to die,-მღერის ჯესი. მას ჩემნაირი გემოვნება აქვს. ნენსი კი მხოლოდ ჰარი სთაილს და imagine dragon-ს უსმენს და როგორც ყოველთვის "bad lyer-ს" ღიღინებს. გადავწყვიტე მეც ჩავრთულიყავი ამ ჩვენს ოჯახურ 'კონცერტში':
-from an empty seat,-დავიწყე
-a flash of light,-ჩაერთო ჯესიც
-ვაი თქვენი გემოვნება რა ვთქვი,-გაბრაზებულმა ნენსიმ კარები სისწრაფით შეხსნა და ოთახში შევარდა
-ვააა რას გვერჩის ეს გოგო,-ღიმილით ვთქვი
-რავი აბა,-საპასუხოდ ეს სიტყვები მივიღე.
-ნენსიი, წამო ვჭამოთ გამოეთრიე,-ბოლო ხმაზე დაიყვირა ჯესიმ. ნენსი გამოვიდა მაგრამ მასთან ერთად მეზობელიც შემოგვივარდა.
-მორჩით ზმუილს და კარების ბრახუნს სანამ პოლიცია გამოვიძახე, აღარ შემიძლია უკვე თქვენი მოსმენა, ყელში ამოვიდა,-დაიწყო ყვირილი მან
-ხო ნინო, ხო მეც სულ მაგას ვეუბნები ამათ და არ ესმით,-მხარი აუბა დედამ მეზობელს.
-ჩემი ერთი მეგობარი ფანჯარასთან იდგა,-დავიწყე "ფისო-ს" სიმღერა
-ხელზე ჰქონდა 25-ჯერ გადასმული ბრიტვა,-გააგრძელა ჯესიმ და მეზობელი გაცოფებული გარეთ გავარდა.
-ეს გინდოდათ? ეხლა პოლიციას გამოიძახებს,-თქვა დედამ. მამაც გამოვიდა თავის ოთახიდან:
-კარგი ლიკა გეყოფა ჩხუბი, ბავშვები არიან
-ჩვენ ბავშვები არ ვართX3,-ვთქვით მე, ნენსიმ და ჯესიმ. მამამ კი სიცილი მორთო.
-ვიღაცა დებილი ნინოს მოსმენას ისევ მირჩევნია ლუკა შემხვდეს,-ვთქვი მე და ფეხბურთზე წასვლა გადავწყვიტე, უკვე დროც იყო. ფორმა ჩავიცვი, ბუცები ჩანთაში ჩავიდე და წავედი.
-მეც წამოვალ,-გამომძახა ჯესიმ სანამ კარს გამოვიხურავდი.
-ჰა მალე დამაგვიანდა,-ვუპასუხე და წავედით. გზაში სანდრო შემოგხვდა:
-ვა აბა და-ძმას სალამიი
-ნახვამდის,-უპასუხა ჯესიმ რადგან მაგრად არ ევასებოდა სანდრო.
-არ გვცალია სან, ფეხბურთზე მივდივარ,-ვუთხარი.
-კაი კაი,-გვიპასუხა და გზა გავაგრძელეთ. როგორც იქნა მივედით. ძალიან დავიღალეთ გზაში და ლუკას დანახვამ კი თვალები ამიჭრელა. სტადიონის კარები როგორც შევხსენი ეგრევე სახლში წასვლა მომინდა, მაგრამ ეხლა რომ გავბუნებულიყავი მწვრთნელი დამახრჩობდა. ფეხბურთის თამაში დავიწყეთ. ამჯერად ლუკა ჩემს გუნდში იყო. პირველი ის იწყებდა. დავუყვირე ჩამიპასე მეთქი და ვიღაც ახალწვეულს ჩაუპასა. მაგას კიდე ბურთი წაართვეს. კარებშიც დაარტყეს მაგრამ საბედნიეროდ მეკარემ სეივი გააკეთა. მეკარე ჩემი 'ძმაა', ანდრიანი ჰქვია. ყოველთვის მე მიპასებს და ეხლაც ასე მოიქცა. ყველა შემტევი მე მომვარდა, მაგრამ ყველა მოვატყუე. ლუკა მეხვეწებოდა პასი პასიო მაგრამ სამაგიერო გადავუხადე. ახლა მცველები მოვიდნენ. ძალიან მაგარი ფინტები ჩავუტარე ყველას და კარებშიც დავარტყი და გოოოლ. ცოტახანში დამთავრდა კიდევაც. წავედით სახლში.
-საღოლ გოგო,-შემაქო ჯესიმ.
-რაცა ვარ ეგა ვარ ძმაა,-ვუთხარი. გაიცინა და სახლისაკენ გავეშურეთ. კარები როგორც კი შევხსენით ეგრევე პოლიცია და გაბედნიერებული მეზობელი დავინახეთ.
-აი ესენი არიან ხმაურის წარმოქმნელები, რომლებმაც უკვე თავი ამხადეს,-ამბობდა გაცოფებული
-კარგით, ყველაფერი გასაგებია. ქალბატონო ლიკა, თქვენ დაჯარიმებული ხართ 100 ლარით ხმაურის გამოწვევის გამო. თუ იგივე შემთხვევას კიდევ გავიგებთ საქმე უკვე ციხეში ჩაშმაზე წავა. გმადლობთ ყურადღებისთვის, ნახვამდის.
-დაკმაყოფილდი?-უთხრა დედამ ნინოს.
-სავსებით,-უპასუხა მომღიმარი სახით, კარები გაიხურა და წავიდა.
-ბოდიში დედა, მე და ჯესი გადავიხდით ამ თანხას,-ვუთხარი.
-კარგით ბავშვებო, არაუშავს. შეცდომები ყველას მოსდის.
-კარგი დედა ჩემს ოთახში შევალ
-კარგი,-მითხრა და ჩემი ოთახისკენ გავწიე. რათქმაუნდა საწოლზე დავწექი და ყურსასმენები გავიკეთე. ტელეფონთან ბლუთუზით დავაკავშირე, იუთუბში შევედი და სიმღერის შერჩევა დავიწყე. ჯერჯერობით სამასამდე მოწონებული ვიდეო მაქვს, რათქმაუნდა სულ სიმღერებია. პირველი სიმღერა another love არის. ყველას მელოდია ჯესიდან გავიგე. ერთნაირი გემოვნება გვაქვს. დიდი ხანი ვფიქრობდი რომელი სიმღერა ჩამერთო და ბოლოს untill I found you გადავწყვიტე, რადგან მისი ტექსტი ძალიან ჰგავს ჩემს ცხოვრებას. მეც ველი იმ ერთ ადამიანს რომელთანაც მთელი ცხოვრების გატარება მინდა. იანი ჰქვია. სანამ უცხოეთში ვიყავი წასული ისიც მანდ იყო, მაგრამ მერე მე საქართველოში ჩამოვედი. ბავშვობის ქრაშია. ოთხი წელი ველოდებოდი, ვნატრობდი რომ აქ ჩამოსულიყო და ბოლოსდაბოლოს ძლივს ჩამოვიდა ამდენ ხნიანი ლოდინის შემდეგ. არადა მაგათ მშობლებს უფრო ადრე ჰქონდათ გადაწყვეტილი აქ ჩამოსვლა ვიდრე ჩემებს. ბევრ რამეს მიყვება ხოლმე დედა მათზე და მეც ისე ვუსმენ როგორც მასწავლებლები იტყოდნენ "ბუზის გაფრენის ხმა ისმოდეს-ო". მამაჩემს რაც შეეხება, ჭადრაკს ვთამაშობთ ხოლმე. ფიქრობს რომ მაგარი იუმორის გრძნობა აქვს, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. ხანდახან შავ იუმორსაც აყოლებს ხოლმე შიგადაშიგ. ერთხელ ვკითხე მამა შავი იუმორი რა არის მეთქი და ასე მიპასუხა:ერთხელ ეტლით მოსარგებლე გოგონა დედას ეკითხება შავი იუმორი რა არისო, დედამ უთხრა წადი და იმ ბრმა კაცს კარებში ბურთი დაურტყიო გოგონამ კი უპასუხა დედა ის ხომ ბრმაა მე კი ეტლში ვზივარო. ამის მერე აღარ ვიცოდი მეცინა თუ მეტირა. ბევრი იდეა მომივიდა შავი იუმორის, მაგრამ არასდროს ვიყენებ. ჩემს კლასში გოგონები ისეთი ამაზრზენები არიან რამდენიმეს გარდა რომ სიტყვებით ვერ აღვწერ. ყველა ყველას ეტენება. არ მიყვარს მასეთები. კიდევ კარგი არ დავიბადე მათნაირი. ნენსი გოგოშკურია. უყვარს მრავალფეროვნად ჩაცმა, ორი დღე ერთი ტანსაცმელი ვერ ეცმევა. მე საერთოდ განსხვავებული ვარ. ხანდახან ნენსი მეუბნება ნაშვილები ხარო-ესეც შავ იუმორს წააგავს. ჯესის რაც შეეხება... ჯესი ჩემი საყვარელი ადამიანია. მის გარეშე ალბათ ცხოვრებას აზრი დაეკარგებოდა. ძალიან მიყვარს და ვიმედოვნებ რომ პირველი ის არ დამტოვებს. ძალიან მიყვარს მასთან ერთად ჩემი გემოვნების გაზიარება და ლაპარაკი. მხოლოდ მასთან, სანდროსთან და აივისთან მიყვარს ლაპარაკი და განსაკუთრებით ჩემს თავთან. ისე ვლაპარაკობ ხოლმე თითქოს პოპულარული იუთუბერი ვიყო))) შეიძლება სხვებიც ასე არიან. მაგალითად აივიც და ჯესიც ჩემნაირად არიან. სანდრო არ ვიცი. ახლაც ჩემს თავს ველაპარაკები. ძილიც მომერია, მაგრამ არ მინდა ჩავიძინო. მგონია რომ დროს ვფლანგავ. ხანდახან ისეთ სიზმრებს ვნახულობ მინდა რეალობად იქცეს მაგრამ ზოგჯერ... გახსენებაც არ მინდა. ჩემი საყვარელი წიგნი "ბოლოს ორივე კვდება" არის. უცხოელის წიგნია. ადამ სილვერასი. ინგლისურად ასე იქნება-"they both dye at the end". მართლაც რომ ძალიან მაგარია. დიდი ხნის ლაპარაკის შემდეგ პლედი ავიღე და ძილში წავედი იმ ფიქრით რომ სიზმარს ვნახავდი მასზე სადაც განმარტოებული მე და ის, მხოლოდ ჩვენ ვართ. ერთად ვატარებთ დროს და ვხალისობთ არავინ გვაწუხებს. ორივეს გამორთული გვაქვს ტელეფონი. ერთად ვმღერით და ვცეკვავთ. აღარ გვახსოვს რა არის იყო სევდიანი. ჩემს სიზმრებს მეთვითონ ვმართავ. ახლა ჩვენ ვსხედვართ და ერთმანეთს აზრებს ვუზიარებთ, თუ რას ვაპირებთ მომავალში, ცალკე ვიცხოვრებთ თუ არა, მისი დედა რას იტყვის და კიდევ უამრავი რამ. სიზმარში პირობას ვდებ რომ მე ევა ბრაუნი ყოველთვის მისი ერთგული ვიქნები და ისიც მთანხმდება, ისიც იგივეს მეუბნება. მპირდება რომ მე მისი ერთადერთი გოგონა ვიქნები და არასდროს გამიშვებს ხელს. როგორც კი თავს ცუდად ვიგრძნობ უმალვე ჩამეხუტება. ერთმანეთს შევფიცეთ რომ არასდროს გამოვტოვებდით ბარსელონა-რეალ მადრიდის თამაშს. იქამდე ვიქნებოდით ერთად სანამ მესი ბარსაში არ დაბრუნდებოდა და რონალდო რეალ მადრიდში. მე მესის ვუგულშემატკივრობდი, ის კი რონალდოს. ბევრჯერ ვიჩხუბებდით ამაზე, მაგრამ ბოლოს ყველაფერი ჩახუტებით დამთავრდებოდა. ამ მხიარული სიზმრის შემდეგ ყველაზე შემასმენელმა ხმამ გამაღვიძა, ფანჯარასთან გავიხედე და ჩემი გული შიშისგან დაბლა დაეცა...
YOU ARE READING
ევა ბრაუნი
Adventureევა ბრაუნი რომელიც უკმაყოფილოა თავისი თავით წამოიწყებს ახალ თავგადასავალს თავის მეგობრებთან ერთად. მეგობრები მას ყველაფერში მხარს უჭერენ. შეძლებენ ისინი ახალი თავგადასავლის დაწერას?