ორი დღე გავიდა. სახლში არ დავბრუნებულვარ. ყოველდღე ტიკტოკს ვსქროლავ და აივის ვუყურებ. ამ წუთას მის პალატისკენ გავიხედე და ექთანი გამოვარდა:
-გაიღვიძა,-თქვა.
-შეიძლება შევიდე?-ვიკითხე.
-კი, მაგრამ მისი მდგომარეობა სტაბილურია, ნუ გადაღლით და შეაწუხებთ. ჯერ ვერ გამოვწერთ,-ამას რა უნდა ეხლა? ჰგონია რომ ჩემი სუაბრით აივი შეწუხდება? ნუ, რაც არ უნდა იყოს შევედი და ისე ღმად ჩავეხუტე იმ დებილ მონატრებულ ადამიანს რომ ხელიდან ვეღარ მაგლიჯავდნენ.
-კარგი ქალო, გავიჭყლიტე,-ჩუმად ამოხდა პირიდან მას.
-აბა, დავიწყო ამბების მოყოლა?
-მიდი,-თქვა და უცბად ტელეფონმა რეკვა დაიწყო. ვუპასუხე, სანდრო ყოფილა. მითხრა, რომ გარეთ ნიკა ილოდებოდა. გადაუწყვეტია ბიჭს, რომ დღესვე ეთქვა ყველაფერი. მე რაღა მექნა? არ დაგაცდიან ლაპარაკს რა...
-აივი, ცოტახანი უნდა გავიდე, მაგრამ მარტო არ დარჩები,-ვთქვი და ეფექტურად "მოვხიე". ნიკას მივესალმე, პირჯვარი გადავწერე და პალატის ნომერი ვუთხარი. რა თქმა უნდა ჩუმად მეც მივიპარე და ხმას ვიწერდი.
-გამარჯობა, აივი!
-ნიკა?
-ხო, ეს მე ვარ. დღეს ტყუილად შენთან არ მოვსულვარ.
-რამ შეგაწუხა?
-იცი, რაღაცის თქმა მინდა.
-გისმენ.
-ანუ, არ ვიცი როგორ დავიწყო.
-მითხარიი.
-მოკლედ, ყველაფერი 12 წლიდან დაიწყო. დაგინახე და ჩემს გულში შემოიჭერი. ყოველ ღამე შენზე ფიქრები არ მასვენებენ. არ ვიცი როგორ შეიძლება შენი დავიწყება და იმაზე ფიქრი, რომ შენ ვეღარ დაგინახავ. ეს შეუძლებელია! ადრე ვფიქრობდი ბავშვური გატაცებაა მეთქი და აი, თვრამეტის ვხდები და არაფერი არ შეცვლილა ჩემს გულში. ხედავ? ვინმე ხედავს? შენს გარდა არავინ მაინტერესებს. მინდა ერთად ვიყოთ. მოდი ყველაფერს ერთ სიტყვაში მოვუყრი თავს. მიყვარხარ,-გაილექსა, მე კი აივის ფერმკრთალ სახეს ვუყურებდი, ცრემლები რომ ნელ-ნელა სცვიოდა.
-მეც მიყვარხარ,-თქვა არაამქვეყნიური ხმით და ერთმანეთს ჩაეხუტნენ. გავიდა რამდენიმე წუთი და მეც შევვარდი:
-აბა, ჩემო საყვარლებო, მეც გეტყვით რაღაცას. ნიკა, აივიმ რომ ორი წუნკალა სიტყვა მოგაგდო მაგას სათქმელს დავამატებ. როგორც იცი ერთად დიდ დროს ვატარებთ და ამ დროში აივი ორასჯერ ახსენებდა შენს სახელს:"ნეტა ჩემზე რას ფიქრობს?", "ნეტა მოვწონვარ?", "ალბათ სხვები უფრო აინტერესებს", "აუ იცი როგორ მომენატრა" და ა.შ. ხოდა, რადგან ეს ყველაფერი მოხდა და არ მესიზმრება, ფაქტია, რომ უნდა ავღნიშნოთ,-შამპანიური ამოვაძვრინე ჯიბიდან,-მართალია აივი ვერ დალევს, მაგრამ არაუშავს. აბა სიძე ჩამოასხი,-ნიკას მაგარი შერცხვა, მაგრამ სიძეა და რა ვქნა.
-აივის და ნიკას გაუმარ....,-გამოხტა სანდრო.
-ჯოსსსსს,-დავიყვირეთ ყველამ და პალატიდან კი არა სავაადმყოფოდან გაგვყარეს. გარეთაც იგივე გავაგრძელეთ. ეს დღე მშვიდობიანად და ლამაზად დამთავრდა. როგორც იქნა ამისრულდა ის ნატვრა რაც 2020 წელს ჩავიფიქრე:"ძვირფასო თოვლის პაპა, გთხოვ ჩემს დაქალს უპოვნე ის ერთი ადამიანი, თორე შოკში ჩავარდა. რით ვერ შეუყვარდა მის ქრაშს". ხოდა, არ მაინტერესებს ამ წელს ჩემზე ვწერ.
YOU ARE READING
ევა ბრაუნი
Adventureევა ბრაუნი რომელიც უკმაყოფილოა თავისი თავით წამოიწყებს ახალ თავგადასავალს თავის მეგობრებთან ერთად. მეგობრები მას ყველაფერში მხარს უჭერენ. შეძლებენ ისინი ახალი თავგადასავლის დაწერას?