2

68 7 6
                                    

26 ივლისი

სამი დღე გავიდა მას შემდეგ რაც ემილი რვა წლის შემდეგ პირველად ვნახე. ყოველთვის მეგონა, რომ მისი ნახვა დამეხმარებოდა უკეთ ყოფნაში, მაგრამ.... პირიქით. იმ მდგომარეობაში ჩამაგდო, როგორშიც მისი მიტოვების შემდეგ ვიყავი. საწოლში ვწევარ დღე და ღამე, მხოლოდ მძინავს. სამი დღეა არაფერი მიჭამია, არც კი მაქვს მადა. ძილის მეტი არაფერი მინდა, ვერაფერს ვგრძნობ, ვერც კი ვტირი. ვერც კი ვტირი, რადგან ისედაც რვა წელია ყოველ ღამე გამუდმებით ვტირი. ყოველ ღამე ჩემი ბალიში სველია, დილით კი დასიებული თვალებით ვიღვიძებ. მაგრამ არა ამჯერად. თავში მხოლოდ მისი სახე მიტრიალებს. ის ისეთი შეცვლილია, ისე ჩანს თითქოს ამ რვა წლის განმავლობაში მან შეძლო საკუთარი თავის მიღება საბოლოოდ. მან საკუთარი თავი იპოვა, მე კი დავკარგე... მის მიმართ უამრავ ემოციას განვიცდი თუმცა ყველაზე მეტად ამ ემოციებიდან ჩემში მხოლოდ ერთი იწვევს ინტერესს; შურისძიება. არვიცი სტკიოდა თუ არა ოდესმე ჩემი მიტოვება, მაგრამ ეს არც მანაღლებს. მინდა, რომ ვატკინო! მინდა იგრძნოს ის ტკივილი რასაც მე განვიცდიდი მთელი რვა წლის განმავლობაში. ვგრძნობ, ჩემს გამომშრალ სახეზე სისველეს და ვხვდები, რომ ვტირი. სამი დღის განმავლობაში ერთხელაც არ მიტირა და ახლა რა მემართება?
ფიქრებში გართულს ვიღაც მირეკავს. ტელეფონს ვამოწმებ და ვხედავ, რომ ნიტა რეკავს
-გისმენ-ვპასუხობ იმ იმედით, რომ ემილიზე რამეს შევიტყობ. იმის მიუხედავად, რომ არ მინდა ამის საკუთარ თავთან აღიარება მე ის მენატრება
-ავრორა ხვალ კლუბში მივდივართ მე და რამდენიმე ჩემი მეგობარი და გაგვიხარდებოდა თუ შენც ჩვენთან ერთად წამოხვიდოდი-რათქმაუნდა არავის გაუხარდება უბრალოდ ჩემს სახლიდან გაყვანა უნდა.
-არვიცი...-ვერ ვპასუხობ, არ ვიცი რა ვუთხრა. მეშინია, რომ იქ ემილიც იქნება, თუმცა ყველაზე მეტად იმის მეშინია, რომ ის იქ არ იქნება. მეშინია, რომ მას ისევ ვეღარ ვნახავ. მეშინია, რომ გამექცევა...
-კარგი, მოიფიქრე და დამირეკე
-კარგი-ტელეფონს ვთიშავ და საწოლზე ვეშვები. ვტირი და ისე, რომ ვერც ვამჩვნევ ძილს მივეცემი.

sweet hell (heaven's second part)Where stories live. Discover now