3

53 4 1
                                    

28 ივლისი

დილით ვიღვიძებ თუ არა მაშინვე, თავში გუშინდელი ყველა მოგონება ერთდროულად მიტივტივდება. თვალებს სწრაფად ვახელ და დასტურად იმისა, რომ გუშინ რაც მოხდა ყველაფერი რეალურია, ჩემს წინ ლოგინზე წამომჯდარ ემილის ვხედავ. ლოგინზე წამომჯადარიყო, ჩემსგან ზურგით იჯდა, მისი ნარინჯისფერი, ხვეული თმა ზურგის მხოლოდ მცირე ნაწილს ფარავდა. ღამით არ შემიმჩნევია ის რასაც ახლა ვამჩნევ, ხალები.... მის ზურგზე ხალები თანავარსკვლავედებივით განლაგებულიყო. უეცრად სხეული ირხევა და ემილი მე მიყურებს
-გაიღვიძე?
პასუხს არ ვცემ მხოლოდ თვალებს ოდნავ ვხრი პასუხის ნიშნად.
-დაკმაყოფილდი?-პირდაპირ თვალებში მიყურებს და ვხვდები რაც ჩავიდინე. მეგონა, რომ ამას შევძლებდი... მაგრამ სუსტი აღმოვჩნდი. ვუყურებ თუ როგორ არ კრთება მისი სახე, მართლაც კარგად უმუშავია საკუთარ თავზე. ვერ ვინძრევი, ვერაფერს ვაკეთებ ან ვამბობ. გუშინ დარწმუნებული ვიყავი, რომ რაც მინდოდა მისი გულის გატეხვა იყო, ისე როგორც ერთ დროს მან ჩემი გატეხა... მაგრამ ახლა, როდესაც ის ჩემს წინს ზის და მის თვალებში სიცივის გარდა აღარაფერი იგრძნობა, ვხვდები,
რომ ამით ჩემს თავსაც ვატკინე.
-თუ დაკმაყოფილდი მაშინ ვილაპარაკოთ!-კაბას ხელს ჰკიდებს და ჩაცმას იწყებს. თხელი ნაჭერი მის სხეულს ნაზად ეკრობა. ისევ ჯდება, ისევ იმ ადგილას და ისევ ისე მიყურებს.
-მე დავიწყებ ლაპარაკს.-ღრმად ჩაისუნთქა, თითქოსდა გაბრაზებულბა შემდეგ კი... დაიწყო.
-როდესაც მე წავედი, ეს ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იყო!-თვალები მიფართოვდება! ნუთუ ამას მეუბნება იმის მაგივრად, რომ ბოდიში მომიხადოს?!- ყოველი შემთხვევისთვის მე მაშინ ასე მეგონა. სულ რაღაც რამდენიმე წუთში ჩემი ცხოვრება მოგიყევი, ტრამვები გაგანდე, გითხარი იმ ადამიანებზე, რომლებმაც გამანადგურენ. ის რაც მე გადავიტანე ადვილი გადასატანი არ იყო და არც გთხოვ ამის გაგებას, რადგან არც ხარ ვალდებული. იმ დროს როდესაც მე იქ შენ სახურავზე დაგტოვე, თან ჩემი ნაწილიც შენთან დავტოვე. როდესაც, მე შენ იქ მიგატოვე, მას შემდეგ წუთიც არ გასულა, რომ ეგ გადაწყვეტილება არ მენანოს! მაგრამ მაშინ მე ეს სწორი გადაწყვეტილება მეჩვენებოდა. ცუდად ვიყავი და დახმარება მჭირდებოდა, მე კი არ მინდოდა შენ ჩემს გვერდით ყოფილიყავი. არ მინდოდა შენი ჩათრევა შიგ, იმის მიუხედავად, რომ უკვე ჩათრეული მყავდი და ამას ვერ ვაანალიზებდი. ცხოვრებაში პირველად საკუთარი თავის მოსმენა გადავწყვიტე და ჩემს ცხოვრებაში უდიდესი შეცდომა დავუშვი! შენ მიგატოვე და ვამჯობინე, რომ ყველაფერი ჩემით გადამელახა. მაგრამ ვერ გავიაზრე, რომ ამით საკუთარ თავსაც ვტკენდი და შენც. მე შენ მხიარული გოგონა დაგტოვე ახლა კი შენში ჩემს ძველ თავს ვხედავ. ეს კი ყველაზე მეტად მტკენს! ქალი, რომელიც მიყვარდა იმად ვაქციე რისგანაც მე გავრბოდი. ყველანაირად მესმის შენი და არ გამტყუნებ, რადგან არც არაფერი გჭირს გასამტყუნებელი და არც მე მაქვს არანირი უფლება, რომ განგსაჯო. ყველანაირად მართალი ხარ, რომ ჩემზე ბრაზობ! ჩემს გამო მთელი რვა წელი დავკარგეთ, რადგან იდიოტი ვიყავი და ვერ შევძელი იმ ფაქტის მიღება, რომ საკუთარი თავის პოვნა სხვა ადამიანთან ერთადაც შეიძლებოდა. ახლა კი უფრო კარგად მისმინე! იყავი ჩემზე გაბრაზებული, რაც გინდა ის გააკეთე, მაგრამ ერთი რამ დაიმახსოვრე, ახლა როცა უკვე გიპოვე, აღარ ვაპირებ წამის დახარჯვასაც და შენთვის ბოლომდე ვიბრძოლებ. მიყვარხარ ავრორა და ეს სულ ასე იქნება! და ვიცი, რომ ჩემს მიმართ გრძნობები შენც გაქვს....
აღარაფერს ამბობს, ჩუმდება. შემდეგ ვფიქრობ და ვეუბნები.. მაგრამ შიშით
-აღარ მაქვს შენს მიმართ გრძნობები. ამას გუშინ საბოლოოდ მივხვდი.
ემილი არაფერს ამბობს, სახე ოდნავადაც არ ეცვლება.
-მე ვერ მომატყუებ. და თუნდაც ასე იყოს, არაუშავს, გამოვასწორებთ.-დგება, ფეხსაცმელებს ხელს ჰკიდებს და კარებთან მიდის. ველოდები როდის გავა, მაგრამ უეცრად ჩემსკენ ტრიალდება და მეუბნება
-არ გტოვებ, აღარასდროს მიგატოვებ... ბოდიში.-კარებს აღებს და მიდის. ვხვდები როგორ მაცხელებს სხეულში, როგორ მეწყება თვალების წვა და მთელი ხმით ვიწყებ ქვითინს.

sweet hell (heaven's second part)Where stories live. Discover now