8

394 36 76
                                    

-აქ ამ გიჟს რა უნდა? - შეიცხადა თეჰიონმა.
-წესიერად ისაუბრე! - წამოდგა ჯუვონი და თეჰიონს მკაცრი მზერა ესროლა.

ჯონგუკი თავს იკავებდა ნანოს და ბატონი ჯუვონის გამო, თუმცა იმდენად დიდი ზიზღი აქვს თეჰიონის მიმართ, ვგონებ, მისი მოთმინება დიდხანს ვერ გასტანს.

-ნანო სად არის? - თვალების აქეთ-იქით ცეცება დაიწყო თეჰიონმა.
-შენ რაში გაინტერესებს? - მისკენ ნაბიჯი გადადგა ჯონგუკმა, მინჯუნი კი მიხვდა რომ სიტუაცია ძალიან იძაბებოდა და ჯონგუკს მხარზე ხელი დაადო.
-მორჩით ასე მოქცევას.. - საკმაოდ გაღიზიანებულმა თქვა ჯუვონმა, ვერ ეგუებოდა იმ ფაქტს რომ მის სახლში ასეთ დაძაბულობას ჰქონდა ადგილი. - მინსუკ, ლეა, - თეჰიონის მშობლებზე გადაიტანა ყურადღება - მოდით დაბრძანდით, ნინა მალე გააწყობს სუფრას.

ცოლ-ქმარიც მალევე მიუსხდა მაგიდას, დაძაბული სამეული კი კვლავ ფეხზე იდგა, ჯონგუკი და თეჰიონი ერთმანეთს გამწარებულები უყურებდნენ თვალებში, მინჯუნი კი მაგიდასთან არ ჯდებოდა,
ეშინოდა რომ ისინი მალე ჩხუბს დაიწყებდნენ.

-თეჰიონ, ყვავილები ვის მოუტანე შვილო? - სიტუაციის განტვირთვას ცდილობდა ჯუვონი.

ამასობაში ოთახში ნანო და დედა შევიდნენ, ლანგრებით ხელში რომლებზეც უამრავი საჭმელი ელაგა..

როცა ნანომ თეჰიონი შეამჩნია, ვარდების თაიგულით ხელში, თანაც თავის მშობლებთან ერთად, თავში რაღაც უცნაურმა ფიქრმა გაუელვა, ლანგარი მაგიდაზე დადო და ჯერ მინჯუნის ანერვიულებულ სახეს შეხედა, მერე კი ჯონგუკს და მას მიუახლოვდა.

-გამარჯობა თეჰიონ, - მკრთალად გაუღიმა ნანომ და ჯონგუკს მკლავში ხელი გაუყარა. - მომენატრეთ ბიძია მინსუკ. - თბილად მიუგო გოგომ კაცს.
-ჩვენც მოგვენატრე შვილო. - გაუღიმა მინსუკმა.
-გაგვიხარდა რომ მოხვედით. - ლამაზად გააწყო სუფრა ნინამ და ლეას გვერდით მიუჯდა.
-ნანო ეს ყვავილები შენ მოგიტანე. - გაუწოდა ღიმილიანი სახით თეჰიონმა ნანოს, თუმცა მისი ღიმილი და ბედნიერი სახე მაშინვე გაქრა, რადგან ჯონგუკმა ხელი დაუჭირა და გადაუტრიალა.
-ახლა ოჯახში ვართ და აქ არ დაგიწყებ საქმის გარჩევას, წამოდი გარეთ გავიდეთ და ვისაუბროთ.. - ეტყობოდა რომ ბრაზს ძლივს აკონტროლებდა.
-ჯონგუკ არ გინდა! - მკაცრად უთხრა ჯუვონმა.
-ხელი გამიშვი!.. - კბილებში გამოსცრა თეჰიონმა, ჯონგუკმაც ჯუვონის ხათრით და მორიდებით, ბიჭს ხელი გაუშვა.
-მადლობა ჯონგუკ. - უთხრა კაცმა თავაზიანად.
-ჰაჰ, - ჩაეცინა თეჰიონს და ყვავილები მაგიდაზე დააწყო. - სინამდვილეში მე და ჩემი ოჯახი აქ ნანოს ხელის სათხოვნელად მოვედით, - თქვა კმაყოფილი სახით და ჯიბიდან წითელი კოლოფი ამოიღო. - რადგანაც ის სულელია და ვერ ხვდება რა არის სწორი და არასწორი, ვერ ხვდება რამდენად რისკავს როცა ამ არანორმალურს თავის შეყვარებულს უწოდებს, მეტიც, სახლში მოჰყავს და მშობლები არაფერს ეუბნებიან, პირიქით მას იცავენ და სიძედ იღებენ.. ასე რომ მინდა გზააბნეული გოგონა, სწორ გზაზე დავაყენო, ცოლად მოვიყვანო და ჩემს გვერდით, უსაფრთხოდ და ბედნიერად ვაცხოვრო..

სიყვარული უანგაროა? Where stories live. Discover now