თავი 8

504 31 4
                                    

სანას პოვ:
მე:გამიშვი-ძალიან ჩუმად ვბურტყუნებდი რადგან ზედმეტად მთვრალი ვიყავი
თაე:ვერსად ვერ გაგიშვებ ასეთ მდგომარეობაში

თეჰიონმა საწოლში ჩამაწვინა შუბლზე მაკოცა და მითხრა
მე:დაიძინე პატარავ,ხვალ უნიში უნდა წავიდეთ,მაგრამ შენ ვერ წამოხვალ
მე:წავალ
თაე:დაიძინე

ისიც გვერდით მომიწვა და უკნიდან ჩამიხუტა.წინააღმდეგობის გაწევის თავიც არ მქონდა ამიტომ უბრალოდ დავიძინე

მეორე დღეს:
სანას პოვ:
დილით გავიღვიძე და ვიღაცის ხელები ვიგრძენი ჩემს წელზე და თან უცხო გარემოში ამოვყავი თავი.გვერდით გავიხედე და დავინახე ჩემი ლექტორი რომელიც ღიმილიანი სახით მაკვირდება.მე თვალები ვჭყიტე და წამოვხტი
მე:სად ჯანდაბაში ვარ?აქ რას ვაკეთებ?შენ რატომ ხარ აქ?რატომ ვწევართ ერთად?და რას აკეთებს შენი ხელები ჩემს წელზე?
თაე:დაწყნარდი პატარავ-ჩაიცინა,რა აცინებს არ შემოვარტყა ახლა-შენ ჩვენს სახლში ხარ,გუშინ მთვრალი გიპოვე და წამოგიყვანე და გაფრთხილებ მეტჯერ აღარ დალიო,ერთად იმიტომ ვწევართ რომ ჩემი შეყვარებული ხარ და ამის უფლება მაქვს  და ბოლოს ჩემი ხელები შენს წელზე  ისვენებს.
მე:შე იდიოტოო ჩვენ არ ვართ შეყვარებულები და არ გაქვს ამის უფლება ახლა კი თუ შეიძლება ჩემს სახლში წამიყვანე რომ გამოვიცვალო და უნიში წავიდე.
თაე:კარგი წაგიყვან მხოლოდ იმიტომ რომ სამსახურის დაკარგვა არ მინდა თორემ შენთან დარჩენაზე უარს არ  ვიტყოდი...წავედით

მე ავდექი და გავყევი მანქანაში ჩავჯექით და სახლში წამიყვანა,როგორც კი მოვედით მანქანის კარები გამიღო და გადმომიყვანა, გამომივიდა ჯენტლმენი
თაე:აბა პატარავ უნიში შევხვდებით-ტუჩებზე ნაზი კოცნა დამიტოვა
მე:ახლავე მოხიე აქედან თუ გამოგეკიდე-ნუ ბოლოს წავიდა

ლეას პოვ:
დილით გავიღვიძე და პირველი რაც დავინახე ჯანგუკის სიმპატიური სახე იყო რომელიც მე მიმზერდა.
ჯკ:გაიღვიძე პატარავ?
მე:კი-გავიღიმე
უცებ კარის გაღების ხმა გავიგეთ
მე:ჯანგუკ სანააა
ჯკ:სანა სახლში არ იყო ხო გუშინ?
მე:არა არ იყოო
ჯკ:აბა სად ჯანდაბაში ეგდო
მე:მე რა ვიცი ქვევით ჩავიდეთ

მე:სანაააა სად ხარრ
სანა:ლეაა? ჯანგუკ?ლეა აქ რას აკეთებ?-კიბეებზე შევხვდით ერთმანეთს-მოიცა თქვენ ერთად...ერთად გეძინათ???-გაკვირვებით შემოგვხედა ბოლოს ბინძურად ჩაიღიმა და წარბები აათამაშა ჩვენ კი შერცხვენილი თავჩახრილები ვიდექით-კარგით,გასაგებია
მე:შენ სად ეგდე
სანა:მე??
ჯკ:ხო შენ
სანა:მე..მე ჯიასთან დავრჩი
მე:ააა კაი
ჯკ:გოგოებო ნახევ საათში უნიში უნდა ვიყოთ მალე გაემზადეთ და წავიდეთ
მე:უი ხო ხო

სანას პოვ:
მგონი დაიჯერეს.ოთახში შევედი რომ გამომეცვალა.უცებ ფორმა ჩავიცვი მოვწესრიგდი და ჩავედი დაბლა სადაც ჩემი ძმა და ლეა უკვე გამზადებულები დამხვდნენ რომლებიც მანქანაზე იყვნენ აყუდებულები და რაღაცაზე ლაპარაკობდნენ.
მე:წავედით?
ჯკ:კი ჩაჯექით

რათქმაუნდა ლეა წინ დაჯდა მე კი უკან დამსვევს
მე:ვერ გიტან
ლეა:ვერც მე-მითხრა გაღიმებულმა
მე:დადუმდი და შენი შეყვარებულის მახინჯ სახეს უყურე
ჯკ:ვინაა გოგო მახინჯი შე ტუტანჰამონის ნაშიერო
მე:შენ საერთოდ ხმას ნუ იღებ ტუტუცი ეს

ასე კამათ-კამათში მივაღწიეთ ჯოჯოხეთამდე

მე:მეზიზღება ყველა და ყველაფერი
ლეა:პირველი შენი შეყვას გაკვეთილი გვაქ
მე:რამდენჯერ უნდა გითხრა რომ ის ჩემი შეყვარებული არ არის
ლეა:კარგი რა სანა მიეცი შანსი ხომ ხედავ ძალიან უყვარხარ-აი აქ უკვე წითელი ამენთო და მივაყარე
მე:არანაირი შანსი არ არსებობს.ის ჩემი ლექტორია ლეააა ჩვენ ერთად ვერ ვიქნებით
ლეა:აჰჰ ვერაფერს შეაგნებინებს კაცი
წავედით წავედით ლექცია დაიწყო

მოკლედ შევედით გაკვეთილზე ლექტორი შემოვიდა და დაიწყო გაკვეთილის ახსნა
თაე:სანა გამოდი მოყევი გაკვეთილი-მეც გავედი და დავიწყე გაკვეთილის მოყოლა ბოლოს ათიანი დამიწერა-ყოჩაღ პატარავ ჭკვიანი მყავხარ-ჩამჩურჩულა ყურში
მე:თავი დამანებე და პატარას ნუ მეძახი-მან კი ჩაიცინა ზარიც დაირეკა და მეც გავედი კლასიდან.

ლექტორი კიმ თეჰიონი(დასრულებული)Where stories live. Discover now