დიდი დრო გავიდა, რაც პარკ იეჯუნი და ლი ჯია თითქმის 0 ინტერაქციას განიცდიდა. დღითიდღე უბრალოვდებოდა მათი ურთიერთობა და ბოლოს... თითქმის ყველაფერი მორჩა.
თუმცა, 2 წლის შემდეგ, სწორედ ეს მომენტი იყო ყველაფრის დასაწყისი, და ვინ იცის, იქნებ დასასრულიც...ერთ ხელში გვყავდა 19 წლის პარკ იეჯუნი, რომელსაც გადაწყვეტილი ჰქონდა სად, როდის და როგორ მიიღებდა უმაღლეს განათლებას. ხოლო მეორე ხელში - ლი ჯია, რომელსაც თავის მომავალზე გაფიქრებაც კი აშინებდა. მისი ცხოვრების მორალი არადა არ იცვლებოდა. ცხოვრებისეული ციკლი მუდამ მეორდებოდა, მანამ სანამ...
მანამ სანამ ლი ჯიამ მუშაობა არ დაიწყო. მისი პრობლემები ოჯახის წევრებთან ნელ-ნელა უარესდებოდა, რაც მისი დაუგეგმავი მომავლით იყო გამოწვეული.
დო ჰანამ შესთავაზა სამსახური ჯიას, რომ თავის თავში დალაგებულიყო და ყველაფერი გაეთვალა ამ დროის მანძილზე.
ლი ჯია დათანხმდა სამუშაოს. თან, როგორ სამუშაოს? წიგნების მაღაზიის მენეჯერი უნდა ყოფილიყო. ჯიას წიგნებისადმი სიძულვილი ამ ყველაფერს ამძაფრებდა, თუმცა მას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.
ცეცხლზე ნავთის დასხმა კი, მეტად უპატიებელი შეიქნა ჰანასთვის.
წიგნების მაღაზია პარკ იეჯუნის მამის საკუთრება იყო, სადაც პარკ იეჯუნი კვირის მანძილზე რამდენჯერმე მაინც დადიოდა. გარდა ამისა, ჯია მას ყურადღებას არ აქცევდა... ცდილობდა მაინც... თუმცა, იეჯუნს ეს ყოველივე ნერვებზე აწვებოდა.
იეჯუნის POV:
(ტელეფონით ესაუბრება მამას)- დღესაც მიწევს წასვლა?
- კი, პრობლემაა?
- არა, უბრა-
- უბრალოდ მორჩი წუწუნს და ისე მოიქეცი როგორც მამაშენი!
- ასეც ვიქც-
- არა! ოჯახს არცხვენ!
- მაგრამ, მამა! ყოველთვის ვცდილობ ამაყად გაგრძნობინო თავი.
- და თუ ახლაც გინდა რომ ამაყად ვიგრძნო თავი, ის გააკეთე რასაც გეუბნები.

ESTÁS LEYENDO
My First And Last
Romanceეს ამბავი არის თანაკლასელების, ლი ჯიასა და პარკ იეჯუნის სასკოლო-სიყვარულზე.